logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჭარბი ოფლდენა გვაწუხებს?

რა შეიძლება იყოს ოფლის სუნზე უსიამოვნო? ზაფხულში ეს პრობლემა მწვავდება, ხდება ანტიპერსპერანტებისა და დეზოდორანტების ფართო რეკლამირება, მაგრამ სამწუხაროდ კოსმეტიკური საშუალებები ვერაფერს დაეხმარება ადამიანს, რომელიც დაავადებულია ჰიპერჰიდროზით - დაავადებით, რომელიც მიმდინარეობს ოფლის ჭარბი გამოყოფით და როგორც ყველა დაავადება, საჭიროებს მკურნალობას.
ნორმაში ყველა ადამიანი მუდმივად გამოყოფს ოფლს. ნორმალური ტემპერატურის დროს გამოიყოფა ნახევარ ლიტრამდე ოფლი დღე-ღამეში, მაღალი ტემპერატურისა და განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის დროს - კი ათჯერ მეტი. ჭარბი ოფლიანობა საკმაო დისკომფორტს უქმნის ადამიანს. თუმცა, სხვა შემთხვევაში, მაგ. გაცივებისას, ადამიანი სპეციალურად ოფლის მოდენის მიზნით სვამს ასპირინს, ჟოლოს მურაბიან ჩაის და იხურავს თბილ საბანს.
სტატისტიკის მიხედვით, ჰიპერჰიდროზით დაავადებულია მსოფლიოს მოზრდილი მოსახლეობის 1%. თუმცა, ქვეყნების უმრავლესობაში ამ დაავადებას არ გამოყოფენ ცალკე პათოლოგიად. მხოლოდ შვედეთსა და დიდ ბრიტანეთში იფარება ჰიპერჰიდროზის მკურნალობა სამედიცინო დაზღვევით.
განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ჰიპერჰიდროზს.
ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი წარმოადგენს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და იცავს ორგანიზმს გადახურებისაგან. მაგ. ნორმაში ოფლდენა ძლიერდება ცხელ ამინდში, ფიზიკური დატვირთვის დროს და ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს. ჭარბი ოფლდენა შეიძლება განვითარდეს რეფლექტორულად ემოციური განცდების დროს, ტკივილის, ცხელი ან ცხარე საკვების მიღების, ალკოჰოლისა და მთელი რიგი ქიმიური ნივთიერებების მიღების ფონზე. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ მჭიდრო, ასევე სინთეტიური მასალისაგან დამზადებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ჩახუთულ სივრცეში ყოფნა, ასევე ჰაერის მაღალი ტენიანობა, სითხის მიღების არასწორი რეჟიმი იწვევს ოფლის გაძლიერებულად გამოყოფას.
პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი - ეს არის არაადექვატური ოფლდენა, რომელიც განპირობებულია რიგი ნეიროენდოკრინული დარღვევებით, რომლებიც გამოვლინდება ორგანიზმზე ტემპერატურის ზეგავლენის მიუხედავად. ამასთან, ოფლის გამოყოფა შეიძლება გამოვლინდეს სხეულის მხოლოდ გარკვეულ ნაწილებზე: სახეზე, ხელისგულებზე, იღლიის ფოსოებში, ტერფებზე. ასეთ ჰიპერჰიდოზს უწოდებენ ლოკალურს (ადგილობრივს). არსებობს ასევე ზოგადი (გენერალიზებული) ჰიპერჰიდროზი, რომლის დროსაც შემაწუხებელი ოფლიანობა მთელ სხეულზეა გამოხატული.
პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი.
პირველადი ჰიპერჰიდროზი - ეს არის ჭარბი ოფლდენა, რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე. მისთვის დამახასიათებელია ლოკალური ოფლიანობა, მაგ სახის, ხელის მტევნების, ტერფების და იღლიების მიდამოებში. ოფლიანობა ხელს უწყობს კანის გაღიზინებას, შემდგომში მეორადი ინფექციის დამატებას, სოკოვანი დაავადების განვითარებას. ადამიანებს ექმნებათ სერიოზული ფიზიკური და სოციალური პრობლემები, უარესდება მათი ცხოვრების ხარისხი.
ზოგჯერ პირველადი ჰიპერჰიდროზი გადაეცემა მემკვიდრეობით და აქვს ოჯახური ხასიათი. ხშირად არის სიმეტრიული და თითქმის არ არის გამოხატული ღამის საათებში.
მეორადი ჰიპერჰიდროზი უმეტესად პათოლოგიურია და სხვადასხვა დაავადების სიმპტომს წარმოადგენს.
როგორ წესი, მეორადი ჰიპოერჰიდროზის დროს ოფლიანდება მთელი სხეული, რაც არ არის დამოკიდებული დღე-ღამის დროზე, დაკავშირებულია ძირითადი დაავადების აქტივობასთან. ძირითადი დაავადების განკურნების შემთხვევაში ოფლიანობაც ქრება.
ჰიპერჰიდროზის მიზეზის დასადგენად უნდა ჩატარდეს სტანდარტული გამოკვლევა. იგი მოიცავს დიაგნოსტიკის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ მეთოდებს. შეიძლება საჭირო გახდეს რიგი სპეციალისტების (ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, ინფექციონისტის, გინეკოლოგის, ონკოლოგის და სხვ.) კონსულტაციაც.
ჰიპერჰიდროზის შესაფასებლად მოწოდებულია მრავალი მეთოდიკა. მათ უმრავლესობას არა აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა დიაგნოსტიკისათვის და ძირითადად გამოიყენება სამეცნიერო მიზნებისათვის, ასევე გამოიყენება ქირურგიული ოპერაციების მოსამზადებელ ეტაპზე და ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად.

ჰიპერჰიდროზის მკურნალობა
ჰიპერჰიდროზის მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესია და საჭიროებს რამდენიმე განმეორებითი კურსის ჩატარებას და ამავე დროს საკმაო მატერიალურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. სირთულე მდგომარეობს იმაშიც, რომ ექიმებს შორის არ არსებობს ერთიანი აზრი მკურნალობის პრიორიტეტული მეთოდის არჩევასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს ჭარბი ოფლდენის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი საშუალებების ძიება, მკურნალობის ოპტიმალური საშუალებები ჯერჯერობით გამოყოფილი არ არის.
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ჭარბი ოფლდენა შეგაწუხებთ?
• დაიცავით დიეტა - რაციონიდან უნდა იქნას ამოღებული კოფეინისა და თეობრომინის შემცველი საკვები (ჩაი, ყავა, კაკაო, შოკოლადი, კოლა და სხვ.). ეს ნივთიერებები ასტიმულირებენ ოფლდენას;
• დაიცავით ჰიგიენის წესები - მიიღეთ შხაპი დღეში ორჯერ;
• ტანსაცმელი უნდა იყოს მოხერხებული, თავისუფალი, ნატურალური ან ხელოვნური (ვისკოზა) ბოჭკოებისაგან, ფეხსაცმელი - ტყავისაგან დამზადებული და შესაფერისი ზომის. არ შეიძინოთ სინთეტური ქსოვილისაგან დამზადებული ტანსაცმელი!
• ჩვეულებრივი დეზოდორების/ანტიპერსპერანტების ნაცვლად სასურველია ალუმოქლორიდების ყოველდღიური გამოყენება (დრისოლი, ოდობანი, მაქსიმი). სამწუხაროდ, ზოგჯერ კანის გაღიზიანების გამო საჭირო ხდება მკურნალობის შეწყვეტა;
• კარგი ეფექტი აქვს ელექტროფორეზს - სასურველია სეანსების ჩატარება კვირაში ერთხელ. ეფექტი ჩვეულებრივ გამოიხატება 8-9 სეანსის შემდეგ;
• რაც შეეხება სამკურნალო პრეპარატებს, მათი დანიშვნა უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციით. ოფლის გამოყოფას ამცირებს ატროპინი, პროპრანოლოლი, კლონოპინი, პროზაკი და სხვ. თუმცა, ამ პრეპარატების ეფექტური დოზების გამოყენებას ხშირად ახლავს პირის სიმშრალე, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა, გლაუკომის განვითარება, ყაბზობა, პირღებინება, ტაქიკარდია და სხვ.;
• სხვა მეთოდებიდან უნდა აღინიშნოს: А ბოტულოტოქსინის ინექციები (იძლევა კარგ და სტაბილურ შედეგს იღლიის ფოსოს ჰიპერჰიდროზის დროს); სიმპათექტომიის სხვადასხვა სახეები (ოპერაცია მდგომარეობს საოფლე ჯირკვლების მაინერვებელი ნერვების გადაკვეთაში), რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია იღლიის ფოსოს და ხელისგულების ოფლიანობის დროს; იღლიის ფოსოს კიურეტაჟის სხვადასხვა სახეები (კანის გამოფხეკა შიგნიდან პატარა ზომის განაკვეთიდან მიდგომით, რომელიც ნაჩვენებია იღლიის ფოსოს იზოლირებული ჰიპერჰიდროზის დროს); ჰიპერჰიდროზის ზონაში კანის ნაწილის მოშორება (გამოიყენება იღლიის ფოსოს ოფლიანობის დროს).
მკურნალობის მეთოდის შერჩევა უნდა მოხდეს ექიმის მიერ, ჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების გათვალისწინებით, რომელთა შესახებაც პაციენტი აუცილებლად წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული.

http://www.passion.ru

2008.07.09


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006