logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ასაკი გავლენას ახდენს მამაკაცის ფერტილობაზე

ბიოლოგიური საათი მოქმედებს არამარტო ქალის, არამედ მამაკაცის ორგანიზმშიც - იუწყებიან მედიკოსები, რომელთა მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცის რეპოროდუქციული უნარი თანდათანობით იწყებს კლებას დაახლოებით 35 წლის ასაკიდან. მათი მონაცემებით, იმ წყვილებში, სადაც მამაკაცი 40 წელს არის გადაცილებული, მაღალია თვითნებური აბორტების განვითარების ალბათობა, ვინაიდან თანდათანობით უარესდება სპერმის ხარისხი. კვლევის შედეგები გამოქვეყნებული იქნა ჟურნალში RBM Online.
მკვლევარებმა შეისწავლეს იმ 12 ათასი წყვილის სამედიცინო რუქები, რომლებიც იტარებდნენ მკურნალობას უნაყოფობის გამო პარიზში და განსაზღვრეს, რამდენად მოქმედებს ჩასახვის უნარზე ქალისა და მამაკაცის ასაკი. მათ გამოარკვიეს, რომ იმ ქალებში, რომელთა პარტნიორებმაც გადალახეს 35 წლის ასაკი, თვითნებური აბორტი უფრო ხშირია, ვიდრე იმ ქალებში, რომელთა პარტნიორი მამაკაცებიც უფრო ახალგაზრდები არიან (ქალების ასაკის გაუთვალისწინებლად). ჩასახვის უნარი ასევე შემცირებულია 40 წლის ასაკს გადაცილებულ მამაკაცებში.
ექიმებმა დიდი ხანია იცოდნენ, რომ 35-40 წლის ასაკისათვის ქალებში მკვეთრად კლებულობს ფერტილობის უნარი. ქალებში თვითნებური აბორტების რიცხვი 40 წლის ასაკისათვის 20 წლის ასაკთან შედარებით ორჯერ მატულობს და აღწევს 40%-ს, მაგრამ მამაკაცებში ფერტილობის უნარზე ასაკის ზეგავლენა კიდევ უფრო მეტადაა გამოხატული.
ახალი აღმოჩენა მკვლევარებში შეშფოთებას იწვევს, ვინაიდან ბოლო დროს მამაკაცებში მამობის გადავადების ტენდენცია შეინიშნება. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო სტატისტიკური სამმართველოს ბოლო მონაცემებით, 2003 წლისათვის ქორწინებაში მყოფი მამაკაცების საშუალო ასაკი გაიზარდა 34,1 წლამდე (1971 წლისათვის ის შეადგენდა საშუალოდ, 29,1 წელს). იმ მამაკაცების ასაკი, რომლებსაც შვილი გაუჩნდათ ქორიწინების გარეშე, დარჩა სტაბილური - 30 წელი.
ეილაუს ხელოვნური განაყოფიერების ცენტრის ემბრიოლოგის, ივ მენეზოს აზრით, მამაკაცები ასაკის მატებასთან ერთად ხდებიან ნაკლებად ნაყოფიერნი იმის გამო, რომ მათ სპერმაში გროვდება გენეტიკური დეფექტები. ახალგაზრდებში გენეტიკური დეფექტები, როგორც წესი, უმნიშვნელოა და კომპენსირდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის შიგნით, მაშინ, როდესაც უფრო მეტი ასაკის მამაკაცებში დნმ-ის დაზიანების აღდგენა ბუნებრივი მექანიზმებით შეიძლება ვეღარ მოხდეს. ”ჩვენ ვთვლით, რომ არსებობს დნმ-ის დაზიანების კრიტიკული ზღვარი, რომლის გადალახვის შემთხვევაში კომპენსირება უკვე შეუძლებელი ხდება”, ამბობს მენეზო.
ზ.ა. აღმოჩენამ შეიძლება აიძულოს უნაყოფობის მკურნალობით დაკავებული კლინიკები, გადახედონ გამოყენებულ მეთოდიკებს.
იმ წყვილებში, რომლებიც ვერ ახერხებენ ჩასახვას მარტივი ტექნოლოგიების გზით, როგორიცაა საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია ((IUI - ხდება წინასწარ გაწმენდილი სპერმის შეყვანა საშვილოსნოში), აუცილებელია უფრო რთული პროცედურის გამოყენება - ეს არის სპერმატოზოდის ინტრაპლაზმური ინექცია (ICSI), რომლის დროსაც არჩევენ ყველაზე ხარისხიან სპერმატოზოიდს და შეყავთ ის პირდაპირ კვერცხუჯრედში.
მკვლევარებმა შეისწავლეს ორსულობის მიმდინარეობა იმ ქალებში, რომლებსაც ჩაუტარდათ IUI 2002-2006 წლებში. აღმოჩნდა, რომ, როდესაც პარტნიორის ასაკი 30-34 წელია, თვითნებური აბორტის რისკი 16,7%-ია. თუკი მამაკაცი 35-39 წლისაა, ეს მაჩვენებელი იმატებს 19,5%-მდე, ხოლო 40 წლის ზემოთ - 33%-მდე.
მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელის სტაფანი ბელოკის სიტყვებით, ”დღეს გინეკოლოგები კონცენტრირებულნი არიან დედის ასაკზე. მათი აზრით, ქალი უნდა დაფეხმძიმდეს 35-38 წლამდე, რადგანაც უფრო გვიან ასაკში ეს იქნება დაკავშირებული დამატებით სიძნელეებთან. დღეიდან მათ ყურადღება ასევე უნდა გაამახვილონ მამაკაცის ასაკზეც და მოახდინონ წყვილის ინფორმირება მოცემული ფაქტორის შესახებ”. ბელოკი აპირებს საკუთარი აღმოჩენის შესახებ ისაუბროს ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიონოლოგიის ევროპის საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც ამ დღეებში იმართება ბარსელონაში.
ბელოკის თანაავტორის ჟაკ დე მიუაზონის (საფრანგეთის სამედიცინო კვლევების ნაციონალური ინსტიტუტი) სიტყვებით, ”ითვლება, რომ მამაკაცი რეპროდუქციულ თვისებებს ინარჩუნებს ღრმა სიბერემდე, ზოგჯერ 90 წლის ასაკამდეც კი. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მართალია, მაგრამ ასაკთან ერთად სპერმაში არსებული სასქესო უჯრედების ხარისხი იცვლება, ჩნდება დეფექტები. 40-45 წლის შემდეგ ქვეითდება მამაკაცის ფერტილობის უნარი და იზრდება თვითნებური აბორტების რიცხვი. მამაკაცები უნდა ეცადონ, იყოლიონ შვილები 40-45 წლის ასაკამდე”.
ადრე ჩატრებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ასაკიანი მამების მიერ გაჩენილ შვილებში მეტია თანდაყოლილი დეფექტების რიცხვი. 2005 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა იორნ ოლსენმა გამოიკვლია რა 70 000 წყვილი, დაადგინა, რომ 50 წელს გადაცილებული მამების შემთხვევაში 4-ჯერ უფრო ხშირია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დაბადება. გარდა ამისა, ახალშობილებში ხშირია კიდურების თანდაყოლილი სიმახინჯეები.
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის გაჩენის ალბათობა მკვეთრად იზრდება ასევე დედის ასაკის მატებასთან ერთად: თუ 30 წლამდე ასაკის ქალებში ასეთი შემთხვევების რიცხვი დაახლოებით ერთია 1000 მშობიარეზე, 35 წლის ასაკისათვის ეს არის 1 შემთხვევა - 400 მშობიარეზე, ხოლო 40 წლისათვის კი - ერთია 105 მშობიარეზე.
სულ უფრო მეტი კვლევა ადასტურებს იმას, რომ მამაკაცებიც არ არიან დაზღვეულნი რეპროდუქციული დაბერებისაგან, ამბობს მამაკაცების ფერტილობის სპეციალისტი ალან პეისი. ადრე ჩატარებულმა გამოკვლევებმა, რომლებშიც ჩართულნი იყვნენ ის წყვილები, რომლებიც ცდილობდნენ ბავშვის ჩასახვას ექსტრაკორპორალური განაყოფიერების გზით, აჩვენა, რომ, 40 წელს გადაცილებული მამაკაცები ნაკლებად ფერტილურნი ხდებიან”.

http://Inopressa.ru

2008.07.08


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006