logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სწორმა კვებამ შეიძლება თავიდან აგვაცილოს დიაბეტი

დიდი რაოდენობით ბოსტნულის მიღება და ალკოჰოლური სასმელების შეზღუდვა ხელს უშლის შაქრიანი დიაბეტის გამოვლენასა და განვითარებას. მკვლევარების დასკვნით, ცხოვრების წესის შეცვლას კარდინალური ზემოქმედების მოხდენა შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობაზე.
სწორი კვება და რეგულარული ფიზიკური აქტივობა ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს 43%-ით, იუწყება ჟურნალი “სკალპელი”, სადაც გამოქვეყნდა ოცწლიანი კვლევის შედეგები. კვლევის განმავლობაში წარმოებდა დაკვირვება მოზრდილი ასაკის 577 ჩინელზე, რომლებიც შედიოდნენ დიაბეტის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფში.
20 წლის შემდეგ შეადარეს იმ ადამიანების ჯანმრთელობა, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ სპორტით და წესისამებრ იკვებებოდნენ, ადამიანების მეორე ჯგუფს, რომლებმაც არ შეიცვალეს ცხოვრების წესი. შედეგებმა აჩვენა, რომ პირველი ჯგუფის წევრთა 80%-ს არ დაემართათ დიაბეტი მაშინ, როდესაც მეორე ჯგუფის წევრთა 93%-ის ჯანმრთელობა სერიოზულად გაუარესდა. ასეთი განცხადება გააკეთა ჩინეთ-იაპონიის მეგობრობის სახელობის საავადმყოფოს ექიმმა გუანგვეი ლიმ, რომელიც ამავდროულად არის ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრისა და საზოგადოება Zhang-ის წევრი.
ამ ექსპერიმენტის შედეგები გამოყენებული იქნა შაქრიანი დიაბეტის სხვა უფრო მასშტაბურ კვლევაში, რომელმაც მოიცვა 246 მლნ მოზრდილი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით და სიკვდილიანობის შემთხვევათა 6%. ”ამ პრობლემის შესწავლა ხელს შეუწყობს მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებას, რაც გაზრდის დაავადებული ადამიანების გამოჯანმრთელების რეალურ შანსს”, იუწყება ჟურნალი. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ამ დაავადების ყველა შემთხვევათა დაახლოებით 90%-ში გვხვდება და მჭიდრო კავშირშია სიმსუქნესა და ფიზიკურ ინერტულობასთან. ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი ანუ აუტოიმუნური დაავადება ძირითადად დიაგნოსტირდება ახალგაზრდა ასაკში. დიაბეტის საერთაშორისო ფედერაცია თვლის, რომ 2025 წლისათვის 380 მლნ ადამიანს ექნება დიაბეტის ერთ-ერთი ფორმა, ვინაიდან სულ უფრო მეტი განვითარებადი ქვეყანა ირჩევს დასავლური ცხოვრების წესს.
მეცნიერებმა გამოკვლევისათვის აირჩიეს სწორედ ის 577 ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი შემდეგ 20 წელიწადში. მეცნიერებმა გადაწყვიტეს დაედგინათ, როგორ იმოქმედებდა სპორტი და სპეციალური კვება მათ ჯანმრთელობაზე. მოხალისეეები განაწილებულნი იყვნენ 4 ჯგუფში: საკონტროლო ჯგუფსა და სამ სხვადასხვა ჯგუფში. ერთი ჯგუფის წევრებს შეეძლოთ მიეღოთ დიეტური საკვები, მეორე ჯგუფში - დაკავებულნი ყოფილიყვნენ სპორტით, ხოლო მესამე ჯგუფის წევრები იცავდნენ დიეტას და ამავდროულად რეგულარულად ვარჯიშობდნენ.
მეცნიერებს არ განუცხადებიათ, ზუსტად რომელ საკვებ პროდუქტებს იყენებდნენ ექსპერიმენტის დროს, ასევე არაფერი იყო ნათქვამი სპორტული ვარჯიშების ინტენსივობისა და ხანგრძლივობის შესახებ. როგორც მეცნიერებმა განაცხადეს, მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით მათ შეძლეს შეემუშავებინათ ამ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლის სტრატეგია.
”ამ კვლევამ დაამტკიცა, რომ ცხოვრების წესის შეცვლას, კერძოდ სწორ კვებასა და რეგულარულ ვარჯიშს, შეუძლია მთლიანად ააცილოს თავიდან ადამიანს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარება”.
მკვლევართა სხვა ჯგუფმა დაამტკიცა, ადამიანებში, რომლებსაც ახლახან დაუდგინდათ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი და ადრეულ ეტაპზევე დაინიშნა ინსულინის გადასხმა და ყოველდღიური მრავალჯერადი ინექციები, მალევე აღუდგათ სისხლში შაქრის ნორმალური შემცველობა და მკურნალობაც ბევრად უფრო სწრაფად წარიმართა.
სისხლში გლუკოზისა და შაქრის ზედმეტად მაღალი შემცველობა დიაბეტის ნიშანია. ამ დროს შეიძლება დაზიანდეს თვალი და თირკმელები. დიაბეტი ხელს უწყობს ასევე გულის დაავადებების განვითარებას, ჰიპერტონიას, ზოგჯერ საჭირო ხდება კიდურების ამპუტაცია სისხლძარღვოვანი პრობლემების განვითარების გამო. შაქრიან დიაბეტს ყოველწლიურად სამ მილიონამდე ადამიანის სიაცოცხლე მიაქვს.

http://Piluli.kharkov.ua

2008.06.18


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006