არაგესტაციური დიაბეტის მქონე ქალებში, რომლებსაც ორსულობის დროს აღენიშნებათ გლუკოზის დონის მხოლოდ უმნიშვნელო ზრდა, შესაძლოა მომატებული იყოს დიაბეტის განვითარების რისკი მომავალში, თანახმად ჟურნალის “Diabetes Care” მაისის ნომერში გამოქვეყნებული სტატიისა.
როგორც ცნობილია, გესტაციური დიაბეტი, ზრდის მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს მომავალში, თუმცა როგორ ახდენს გავლენას ორსულობის დროს სისხლში გლუკოზის დონის შედარებით უმნიშვნელო მატება დიაბეტის რისკზე, უცნობი რჩება.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა სიეტლში, პროფ. დარსი კარის ხელმძღვანელობით გამოიკვლიეს ორსული ქალები, რომლებსაც აღენიშნებოდათ გლუკოზის დონის მცირე მატება ორსულობის დროს (I ჯგუფი) და ქალები, რომლებსაც ორსულობის პერიოდში მხოლოდ ერთხელ აღენიშნათ გლუკოზისადმი გაზრდილი ტოლერანტობა (II ჯგუფი). კვლევაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ გლუკოზის ნორმალური დონის მქონე ქალები (III ჯგუფი).
გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტის მიხედვით, I ჯგუფში 68%-365%-ით იყო მომატებული დიაბეტის განვითარების რისკი, III ჯგუფის ქალებთან შედარებით. ხოლო II ჯგუფის წარმომადგენლებში რისკი მხოლოდ 2-ჯერ იყო მომატებული, შედარებით იმ ქალებთან, რომელბსაც ეს მაჩვენებელი ნორმაში ჰქონდათ.
ავტორების აზრით, გლუკოზის დონის უმნიშვნელო მატება ორსულობის დროს ზრდის დიაბეტის განვითარების რისკს იმიტომ, რომ ადგილი აქვს გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევის შუალედურ ფორმას.
ჯერ-ჯერობით უცნობია, შესაძლებელია თუ არა ამგვარი შუალედური ფორმის კორექცია და დიაბეტის განვითარების რისკის შემცირება ასეთ ქალებში. მკვლევარები აგრძელებენ მუშაობას ამ მიმართულებით.
http://www.medlinks.ru
2008.06.16