logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    როგორ მოვიმატოთ წონაში?

გასახდომი მედიკამენტების რეკლამირებისა და სხვადასხვა სახის დიეტების სიჭარბის პირობებში ხშირად გარშემომყოფთა ღიმილს იწვევს ზოგიერთი ადამიანის სურვილი, როგორმე მოიმატოს წონაში. არა და სიგამხდრე კარგი აღნაგობის სინონიმი სულაც არ არის.
ჭარბი წონა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, ინსულტის განვითარების საშიშროებასთან ასოცირდება. ზედმეტი სიგამხდრე ასევე მავნეა ჯანმრთელობისათვის - მყიფე ძვლები, ნაადრევი მენოპაუზა ქალებში, მძიმე დაავადებების დროს გართულებების განვითარების მეტი სიხშირე, ტუბერკულოზით დაავადების მომატებული რისკი და ა.შ.
წონის ნორმალიზება ყოველთვის პრობლემაა. თუმცა ჭარბი წონის დროს დიეტის დაცვა, ასევე ქირურგების დახმარება ასე თუ ისე, იმედისმომცემი პერსპექტივაა. წონაში მომატება დაკლებასთან შედარებით ბევრად უფრო რთულია, მაგ. შეუძლებელია გასუქება საკვებ რაციონში მხოლოდ ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველობის გაზრდის ხარჯზე. თუკი არ არის ანორექსია და ნორმალური ან შედარებით ჭარბი კვების პირობებში არ ხდება ზედმეტი კილოგრამების დაგროვება, ამას რამოდენიმე მიზეზი შეიძლება ქონდეს: მაგ. არაბალანსირებული რაციონი, ფსიქოლოგიური პრობლემები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ორგანიზმის მოთხოვნილებებთან შეუსაბამო ცხოვრების წესი,
კვება
წონაში მოსამატებლად უბრალოდ კი არ უნდა გავზარდოთ მიღებული საკვების მოცულობა, არამედ უნდა გადავხედოთ კვების რაციონს. დიდი ულუფებით ხშირი კვების დროს საკვები ვერ ასწრებს შეთვისებას, იგი უბრალოდ დიდი რაოდენობით და სწრაფად გაივლის ორგანიზმს.
თუ გსურთ გასუქება:
• დაიცავით კვების რეჟიმი - საჭიროა რეგულარული კვება დღეში 4-ჯერ მაინც (საუზმე, ლანჩი, სადილი, სამხარი). თუკი მიჩვეული ხართ მცირე ულუფებით კვებას, შეგიძლიათ დღის ულუფა კიდევ რამდენიმე მიღებაზე გაანაწილოთ. მიირთვით ხშირად, რამდენჯერაც მოგშივდებათ, მაგრამ მცირე ულუფებით.
• შეინარჩუნეთ რაციონში ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ოპტიმალური შეფარდება 50/35/15. ხშირად გასუქების მსურველთ ურჩევენ მეტი ცხიმებისა და ნახშირწყლების მიღებას. სინამდვილეში ეს სწორი არ არის. ასეთი კვების დროს ჯანმრთელობას შეიძლება ზიანი მიადგეს, ორგანიზმი იღლება, ღვიძლსა და კუჭქვეშა ჯირკვალს მეტი ჯაფა ადგება, კიდევ უფრო იშლება ნივთიერებათა ცვლა.
• მოიხმარეთ იმაზე მეტი კალორია, ვიდრე ხარჯავთ. თავიდან მიეჩვიეთ რაციონის გაანგარიშებას კალორიულობის ამსახველი ცხრილების გამოყენებით, როგორც ამას აკეთებენ გახდომის მსურველნი. დიეტოლოგი გირჩევთ, საიდან და რამდენი კალორიები უნდა მიიღოთ. ამ საქმეში დამოუკიდებლობა არ გამოგადგებათ.
• საკვები უნდა იყოს გემრიელი. ზოგჯერ ოჯახის ზოგერთი წევრის გამო მთელი ოჯახი მიირთმევს საკვებს, რომელსაც აკლია მარილი, წიწაკა, სუნელები. საჭმელი ზომიერ ფარგლებში უნდა იყოს ცხარე, მჟავე, მარილიანი, ანუ გემრიელი და მადის აღმძვრელი.
ჯანმრთელობა
წონის დეფიციტი შეიძლება იყოს ორგანიზმის თავისებურება, მაგრამ ხდება ისეც, რომ ზოგჯერ ის გენეტიკური წინასწარგანწყობის ან მემკვიდრეობითი დაავადების ნიშანია. ზედმეტი სიგამხდრე ამავე დროს შეიძლება გამოწვეული იყოს საჭმლის მონელების ან ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, ჰორმონალური ცვლილებებით, იმუნოდეფიციტით, სიმსივნით ან სხვა რაიმე დაავადებით. ამიტომ თუკი მცდელობის მიუხედავად ვერ ახერხებთ წონაში მომატებას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. სხეულის მასის დაბალი ინდექსის დროს (18,5-ზე ნაკლები) აუცილებელია ექიმ-ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, ვინაიდან წონის პრობლემა შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰორმონალურ ცვლილებებთან, კერძოდ კი ფარისებრი ჯირკვლის მომატებულ აქტივობასთან ან კუჭქვეშა ან თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციების დაქვეითებასთან. ხშირად გახდომა ვითრდება ძლიერი სტრესის, მძიმე ავადმყოფობის ან ტრავმის გადატანის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში თქვენ დაგეხმარებათ ექიმი-დიეტოლოგი.
ცხოვრების წესი
სესიები, დროის დეფიციტი, პრობლემები პირად ცხოვრებაში ასევე შეიძლება გახდეს წონის ცვლილების, როგორ გასუქების, ასევე გახდომის, მიზეზი. ასეთ დროს აუცილებელია მოდუნება. აბაზანა ან თბილი შხაპი, ნახევარი საათი სიბნელეში დაჯდომა, მასაჟი, აუტოტრენინგი, იოგა, არომათერაპია ან ნებისმიერი სერიალის ყურება - არჩევანი თქვენზეა. მთავარია დამშვიდდეთ, იგრძნოთ ფსიქოლოგიური კომფორტი. იმისათვის რომ პირადი პრობლემები არ აისახოს თქვენს ჯანმრთელობაზე და ფიგურაზე, ისარგებლეთ ფსიქოლოგის დახმარებით და ნუ გადადებთ ამას ბოლო მომენტამდე.
ჩაეწერეთ სატრენაჟორო დარბაზში, მაგრამ აქცენტი გაკეთებული უნდა იქნას არა აერობულ ვარჯიშებზე, რომელიც წვავს ცხიმებს, არამედ ძალისმიერზე . არ არის საჭირო ძალის გამოლევამდე ვარჯიში. დატვირთვა უნდა იქნას გათვლილი ფიტნეს-მწვრთნელის მიერ. კუნთების მასის ”გაზრდის” მსურველებმა აუცილებლად უნდა ჩააყენონ საქმის კურსში თავისი დიეტოლოგი, რომელიც აუცილებელ კორექტივებს შეიტანს რაციონში და გაამდიდრებს მას ცილოვანი პროდუქტებით. სპორტული ვარჯიშის დროს ასევე შეიძლება ცილოვანი კოქტეილის მიღება, ოღონდ ესეც უნდა გაკეთდეს ექიმთან შეთანხმებით. არ შეიძლება ბრმად მათი მიღება არასამედიცინო განათლების მქონე ინსტრუქტორებისა და დისტრიბიუტორების რჩევით.
არ დაგავიწყდეთ, რომ თამბაქოს მოწევაც ზრდის ენერგიის ხარჯვას, ამიტომ წონაში მომატების მსურველებმა უნდა მიატოვონ ეს მავნე ჩვევა.
რა არ უნდა გააკეთოთ
• არ მიირთვათ ბევრი ტკბილეული და ცომეული - ულამაზო ტანადობის (ღაბაბი, დიდი მუცელი, წელის დიდი გარშემოწერილობა), ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გარდა, ასეთი კვება იწვევს სისხლში ქოლესტერინის დაგროვებას და ზრდის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს.
• არ იკვებოთ მაკ-დონალდსში - დასავლეთში ფასტ-ფუდს ამავე დროს უწოდებენ junk food-ს (უვარგისი საჭმელი). ასეთი კალორიებით მდიდარი საკვები დაბალი საკვები ღირებულებებისაა. ამის ნაცვლად უმჯობესია მიირთვათ პური, მაკარონი, ბურღულეული, ნიგოზი, მზესუმზირა.
• არ იხმაროთ ბევრი მარილი - იგი აკავებს ორგანიზმში წყალს. მისი სიჭარბე კი იწვევს შინაგანი ორგანოების, უპირველეს ყოვლისა კი გულის, გადატვირთვას.
• ძილის წინ არ მიიღოთ ზედმეტი საკვები - კუჭმაც უნდა დაისვენოს, თორემ შეიძლება დაავადდეს. გარდა ამისა, ღამის კვება არ უყვარს ჰიპერტონიას, წყლულს და კიდევ მრავალ დაავადებას.
• არ მიირთვათ ზედმეტი ცხიმი - კარაქი, ღორის შაშხი და ა.შ. ასე მომატებული კილოგრამები ასევე ადვილად იკარგება დიარეის ან დაზიანებული ღვიძლის მკურნალობის დროს.
• არ დალიოთ ბევრი სპირტიანი სასმელი. ნუ აურევთ ერთმანეთში დალევას მადის გამაუმჯობესებელი ერთი სირჩა აპერიტივის მიღებაში. მართალია, ალკოჰოლი ზრდის მადას, არაყი კი ძალიან კალორიულია. დიდი რაოდენობით ალკოჰოლი ხელს უშლის საკვები ნივთიერებების შეწოვას კუჭში და ნაწლავებში, ხოლო მისი კალორიულობა მალევე ქრება და არ მოაქვს არანაირი სიკეთე.
არსებობს სპეციალური ხელსაწყო - ცხიმების მთვლელი. უნდა შეიყვანოთ მასში თქვენი მონაცემები და დააწვეთ მიმღებს თითებით. ხელსაწყო აჩვენებს ცხიმების შემცველობას თქვენს ორგანიზმში. ნორმაში ცხიმები უნდა შეადგენდეს მთელი სხეულის მასის 18-დან 25%-ს. ამ ფარგლებიდან ნებისმიერი გადახრა ორგანიზმისათვის სასურველი სულაც არ არის.

http://www.superstyle.ru

2008.06.05


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006