logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ღრძილების დაავადებები – კიბოს განვითარების მაღალი რისკი

იმ ადამიანებში, რომლებიც უჩივიან ღრძილების დაავადებებს, უფრო მაღალია ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი, აცხადებენ ბრიტანელი მკვლევარები. მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი ურთიერთკავშირი აღენიშნებათ როგორც მწეველებს, ისე არამწეველებს.
ლონდონის იმპერიალ კოლეჯის მკვლევარები პროფ. დომინიკ მიშოს ხელმძღვანელობით 18 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ 48 375 მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მათი ასაკი შეადგენდა 40-75 წელს. ყოველ 2-4 წელიწადში პაციენტები ავსებდნენ კითხვარს, პასუხობდნენ რა კითხვებს კვებისა და მავნე ჩვევების თაობაზე, აგრეთვე კბილების მდგომარეობისა და ღრძილების დაავადებების არსებობის შესახებ. ამასთან, ფიქსირდებოდა ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების ყველა შემთხვევა.
ყველა ზემოხსენებული ფაქტორის მხედველობაში მიღების შემდეგ, რომლებიც იწვევენ კიბოს განვითარებას (განსაკუთრებით მოწევა), გამოვლინდა, რომ ღრძილების დაავადებების მქონე მამაკაცები 14%-ით უფრო ხშირად ავადდებოდნენ ონკოლოგიური დაავადებებით, ვიდრე ჯანმრთელი ღრძილების მქონე ადამიანები. ხოლო ღრძილების დაავადებების მქონე არამწეველ პაციენტებში კიბოს განვითარების რისკი 21%-ით მატულობდა, პირის ღრუს დაავადებების არმქონე, ჯანმრთელ ადამიანებთან შედარებით.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ღრძილების დაავადებების შედეგად ფილტვის კიბოს გაჩენის რისკი 36%-ით, თირკმლის კიბოს რისკი – 50%-ით, ხოლო პანკრეასის კიბოს რისკი კი – 54%-ით მატულობდა. რაც შეეხება სისხლის კიბოს (ძირითადად ლეიკოზს), აქ აღინიშნა რისკის 30%-იანი მატება.
დღესდღეობით არსებობს რამდენიმე თეორია, რომელიც ხსნის ღრძილების დაავადებებსა და კიბოს შორის არსებულ ურთიერთკავშირს. პირველი თეორიის მიხედვით, კიბოს განვითარებაში მთავარ როლს სისტემური ანთება ასრულებს, რომელიც ეხება არა მხოლოდ პირის ღრუს, არამედ შინაგან ორგანოებსაც. მეორე თეორიის თანახმად, კიბოს განვითარება შესაძლოა პროვოცირებული იყოს ნივთიერებებით, რომლებიც წარმოიქმნებიან ღრძილების დაავადებების დროს და ხვდებიან სისხლში. მესამე თეორია ამ ურთიერთკავშირს ხსნის არასაკმარისი იმუნური პასუხით, რაც ორგანიზმს არ აძლევს ღრძილების ინფექციების წინააღმდეგ სათანადო რეაგირების, აგრეთვე დაქვეითებული სიმსივნისსაწინააღმდეგო იმუნიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებას.
კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში “Lancet Oncology”.

http://www.medlinks.ru

2008.05.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006