logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ღვინო სასარგებლოა ღვიძლისთვის?

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმად, ღვინის ზომიერი მოხმარება (დაახლოებით 100გრ დღეში) არამარტო არ აყენებს ზიანს ღვიძლს, არამედ ხელს უშლის არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის განვითარებას.
კვლევის შედეგების მიხედვით, იმ ადამიანებში, რომლებიც დღეში 1 ჭიქა ღვინოს მიირთმევენ, ზ.ა. დაავადების განვითარების რისკი 50%-ით დაბალია, იმ პირებთან შედარებით, რომლებიც საერთოდ არ იღებენ ალკოჰოლს. რაც შეეხება ლუდს და მაგარ სასმელებს, მათი ზომიერად მიღების შემთხვევაშიც კი, არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის რისკი 4-ჯერ იზრდება.
არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი წარმოადგენს ღვიძლის ყველაზე გავრცელებულ დაავადებას. სხვა კვლევების თანახმად, ამ დაავადების მქონე მოზრდილი ადამიანების 5%-ს საბოლოოდ უვითარდება ღვიძლის ციროზი. მისი რისკ-ფაქტორები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორების მსგავსია, კერძოდ ესენია: სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ტრიგლიცერიდების მაღალი დონე, მაღალი არტერიული წნევა. მეცნიერებმა უკვე დაამტკიცეს, რომ ალკოჰოლის ზომიერი გამოყენება ხელს უშლის გულის დაავადებების განვითარებას. თუმცა, აქამდე არ იყო ცნობილი, აყენებდა თუ არა ზიანს მისი ზომიერი მოხმარება ღვიძლს.
აშშ მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, სქესი, რასა, განათლების დონე, ფიზიკური აქტივობის დონე, სხეულის მასის ინდექსი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა მაჩვენებლები, გავლენას არ ახდენს ზომიერი რაოდენობით მიღებული ალკოჰოლის სარგებელზე ღვიძლთან მიმართებაში.
მკვლევარები ხაზს უსვამენ იმას, რომ ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი უარყოფითად მოქმედებს მაშინ, როცა ადამიანი ბოროტად იყენებს მას. მკვლევარების რეკომენდაცია არ ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე დაავადებული არიან ღვიძლის დაავადებით.
ღვიძლისთვის სასარგებლო თვისებები ნაპოვნია ღვინოში, მაგრამ ასეთი თვისებებით არ ხასიათდება ლუდი და სხვა მაგარი სასმელები. დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო, რათა განისაზღვროს ეს ეფექტი დაკავშირებულია ღვინის ალკოჰოლურ თუ არაალკოჰოლურ კომპონენტებთან.
კვლევისათვის მეცნიერებმა გამოიყენეს 12 000 ადამიანზე შეგროვილი ინფორმაცია, რომლებიც მონაწილეობდნენ ჯანმრთელობისა და კვების ეროვნულ კვლევაში. მათ შორის იყო 7 211 ადამიანი, რომლებიც არ იღებდნენ ალკოჰოლს, ხოლო 4 543 ადამიანი ზომიერი რაოდენობით იღებდა მას. ზომიერ დოზაში იგულისხმებოდა დღეში საშუალოდ 100გ ღვინო, 350გ ლუდი და 30გ მაგარი სასმელი.
ზ.ა. ეფექტი მხოლოდ ღვინის მომხმარებლებში აღინიშნა.

http://www.medlinks.ru

2008.05.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006