logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ძუძუთი კვება ხელს უწყობს ბავშვების ინტელექტის ზრდას

ბავშვის კვება მისი ცხოვრების პირველ თვეებში მხოლოდ დედის რძით დადებითად მოქმედებს გონებრივ შესაძლებლობებზე. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კანადელი მეცნიერები მაკ-გილის უნივერსიტეტიდან, რომლებიც აკვირდებოდნენ ბელორუსიაში დაბადებული 14 000-მდე ბავშვის განვითარებას.
კვლევა, რომელსაც ხელმძღვანელობდა მაიკლ კრამერი (Michael Kramer) 1990 წლიდან ტარდებოდა ბელორუსიის 31 სამშობიარო სახლში. დაწესებულებათა ნახევარი ატარებდა მარტო ძუძუთი ხანგრძლივად კვების წახალისების პროგრამას, დანარჩენი აგრძელებდა თავის ძველ პრაქტიკას თითქმის უცვლელად. ბავშვების ინტელექტუალური შესაძლებლობების შეფასება ხდებოდა 6 წლის ასაკში.
აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც იკვებებოდნენ მხოლოდ დედის რძით მინიმუმ პირველი სამი თვე, უკეთესი შედეგები ქონდათ კოგნიტიური შესაძლებლობების მხრივ. ვერბალური ინტელექტის განმსაზღვრელ ტესტებში მათ აჩვენეს დაახლოებით 7,5 ქულით მეტი (100 ქულიანი შკალის მიხედვით), არავერბალური ინტელექტის ტესტში - 2,9 ქულით მეტი, ხოლო ზოგადი ინტელექტის ტესტში - 5,9 ქულით მეტი. გარდა ამისა, ბავშვები ამ ჯგუფიდან ბევრად უფრო უკეთ კითხულობდნენ, თვლიდნენ და წერდნენ, ვიდრე ბავშვები საკონტროლო ჯგუფიდან, განაცხადა კრამერმა.
ავტორების სიტყვებით, დღეისათვის არ არის ნათელი, რით არის განპირობებული ძუძუთი კვების დადებითი ზემოქმედება ინტელექტზე. მეცნიერების აზრით, ეს ეფექტი შეიძლება აიხსნას დედის რძის კომპონენტების ზემოქმედებით ან ფიზიკური და სოციალური ფაქტორებით, რომლებიც ძუძუთი კვების პროცესში დედისა და ჩვილის კონტაქტის დროს აღმოცენდება.

http://medlinks.ru

2008.05.20


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006