logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    წიწიბურა - საუკეთესო პროდუქტი მონოდიეტისათვის

როდესაც ვირჩევთ პროდუქტს მონოდიეტისათვის, უნდა გავითვალიწინოთ მისი შემადგენლობა, კალორიულობა, ასევე გლიკემიური ინდექსი. ამ თვალსაზრისით წიწიბურა ერთ-ერთი არჩევის პროდუქტია: მართალია, 100 გრ მშრალი წიწიბურას კალორიულობა არის 329კკალ, მაშინ, როდესაც კიტრი მხოლოდ 15 კკალ-ს შეიცავს, მოხარშული კარტოფილი კი - 83-ს, მაგრამ კიტრი ნაკლებად დაგანაყრებს (ის ძირითადად წყლისაგან შედგება), სახამებლით მდიდარი კარტოფილის გლიკემიური ინდექსი კი ბევრად აღემატება წიწიბურისას. ცილებით მდიდარი წიწიბურა, რომელიც მცირე რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს, არ არის ბურღულეული, მას მზესუმზირის მარცვლის მსგავსი თავისებური აგებულება აქვს, რის გამოც საკმაოდ ნელა შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იგი შეიცავს საკმაო რაოდენობის ამინომჟავეებს, ასევე В ჯგუფის ვიტამინებს, კალციუმსა და ფოსფორს, სწორედ ამიტომ ბერძენი ბერები, რომლებიც მას საკვებად მოიხმარდნენ, გამოირჩეოდნენ კარგი ჯანმრთელობით. გარდა ამისა, წიწიბურა მშვენიერი საშუალებაა საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად და ყაბზობის პროფილაქტიკისათვის, ხოლო მასში არსებული რუტინი ამაგრებს სისხლძარღვებს.
წიწიბურას დიეტა შემდეგში მდგომარეობს: საღამოს ერთ ჭიქა წიწიბურას დაასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. ზ.ა. წესით მომზადებული ფაფა მეტ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, ვიდრე მოხარშული. მისი საკვებად მიღება შეიძლება იმ რაოდენობით, რამდენიც მოგინდებათ, შეგიძლიათ დააყოლოთ ნებისმიერი რაოდენობის მინერალური წყალი და დღეში ერთი ლიტრი 1% კეფირი.
წიწიბურას დიეტის თავისებურებები:
• იდეალური ხანგრძლივობა - 7 დღე, მაქსიმალური - 2 კვირა;
• არ შეიძლება ამ დიეტის დაცვა მწვავე დაავადებების დროს, ხოლო ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ ექიმის კონსულტაცია;
• აკრძალულია მარილის (აკავებს სითხეს), სანელებლების (აძლიერებს მადას) და სოუსების (კალორიულია) გამოყენება;
• ეს არ არის შიმშილი, რის გამოც რეჟიმის დაცვა ძნელი არ არის;
• სასურველი არ არის რაციონის გაფართოება. თუ მაინც გაგიძნელდათ, შეგიძლიათ დაამატოთ ერთი პომიდორი ან კიტრი ან ვაშლი, ან 100 გრ უცხიმო იოგურტი;
• დიეტის დასრულების შემდეგ საჭიროა რაციონის თანდათანობით გაფართოება. ეფექტის გასამაგრებლად უნდა გადახედოთ ჩვეული ცხოვრების წესს. ზოგადად უნდა დარჩეს შეზღუდული რაციონი, უარი თქვით მაიონეზზე, შემწვარ კარტოფილზე, ცომეულზე, შაქარზე.
• და თუ მაინც გაგიძნელდათ ამ დიეტის დაცვა, შეგიძლიათ ასეთი სახის განტვირთვის დღეები მოიწყოთ კვირაში ერთხელ მაინც.
დიეტის შედეგები ნამდვილად ”სახეზეა”: - კანი სუფთავდება, ხდება ნაწლავების გაწმენდა და რაც მთავარია მოიხდენთ იმ სამოსს, რომლის ჩაცმაც გაგიძნელდათ ზამთრის კალორიული საკვების შემდეგ. და რაც მთავარია, მნიშვნელოვნად შეგიმცირდებათ მადა.

http://medportal.ru

2008.05.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006