logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ნაპოვნია ორსულობის სახიფათო გართულების მიზეზი

ამერიკელმა მეცნიერებმა პრეეკლამფსიის გენი აღმოაჩინეს. ყოველწლიურად ორსულობის ამ გართულების მსხვერპლია 60 ათასზე მეტი ქალი და ასი ათასობით ახალშობილი. ამ აღმოჩენის საფუძველზე შეიძლება შეიქმნას სადიაგნოსტიკო ტესტი, ასევე დაავადების მკურნალობის ახალი მეთოდები, იტყობინება ჟურნალი Nature.
პრეეკლამფსია, რომელიც ვლინდება ორსულობის მეორე ნახევარში, წარმოადგენს ორსულის გვიანი ტოქსიკოზის გამოვლინებას. ქალების 5%-ში განვითარებული დაავადების მიზეზი ზუსტად ცნობილი არა არის, ხოლო მკურნალობის ერთადერთ ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს ადრეული მშობიარობის სტიმულაცია.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ პრეეკლამფსიის განვითარებას შეიძლება საფუძვლად ედოს იმ გენის დეფექტი, რომელიც ახდენს ცილა 2-მეტოქსიესტრადიოლის (2ME) გამომუშავებისთვის საჭირო ფერმენტის კოდირებას. ცილა 2ME პლაცენტის სისხლძარღვების ახლადწარმოქმნის პროცესს არეგულირებს. ნორმაში ორსულობის ბოლო სამი თვის მანძილზე ამ ცილის კონცენტრაცია იზრდება, ხოლო პრეეკლამფსიის შემთხვევაში, როგორც კვლევებმა აჩვენა, ცილის დონე რჩება დაბალი.
მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელის რაგჰუ კალურის (Raghu Kalluri) თქმით, ცილა 2ME-ის გენეტიკურად განპირობებული დეფიციტის შემთხვევაში ორსულ თაგვებში ვლინდებოდა პრეეკლამფსიის კლასიკური ნიშნები: არტერიული წნევის მომატება, შარდში ცილა და ნაყოფის ჰიპოქსია, რომელიც გამოწვეული იყო პლაცენტის სისხლძარღვების ფორმირების დარღვევით. არასაკმარისი ცილის დამატებით შეყვანა იწვევდა სიმპტომთა უმრავლესობის გაქრობას.
მომავალში მეცნიერები გეგმავენ პრეეკლამფსიის განვითარებაში ზ.ა. გენის მნიშვნელობის როლის დადასტურებას კლინიკური კვლევების საფუძველზე. დადებითი რეზულტატის შემთხვევაში დაიწყება ეფექტური სამკურნალო საშუალებებისა და ამ დაავადებისადმი განწყობილი ქალების ადრეული გამოვლენისთვის საჭირო ტესტის შემუშავება.

http://www.newscientist.com

2008.05.13


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006