ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ თირკმლის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლი ნაკლებად ეფექტურია, მიუხედავად იმისა, რომ თერაპია ამ კუთხით აქტიურად მიმდინარეობს.
ჯორჯ ბაკრისმა და მისმა კოლეგებმა ჩიკაგო-პრიცკერის (Chicago-Pritzker) სამედიცინო სკოლიდან ჩიკაგოში, ილინოისში, გააანალიზეს არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლი თირკმლის ქრონიკული დაავადებების მქონე, 10 813 პაციენტში, რომლებიც მონაწილეობდნენ კვლევაში KEEP.
არტერიული ჰიპერტენზია აღენიშნებოდა პაციენტთა 86%-ს, ამასთან ეს მაჩვენებელი იზრდებოდა თირკმლის დაავადების სტადიის პროგრესირებასთან ერთად. წნევის დარეგულირება მოხერხდა პაციენტთა მხოლოდ 13,2%-ში, მაშინ როცა ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას პაციენტთა 70% გადიოდა.
არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლის ხელშემშლელ ფაქტორებს მიეკუთვნებოდა მამრობითი სქესი, შავკანიანი რასა და ჭარბი წონა.
კვლევა გამოქვეყნდა “American Journal of Medicine”-ის მარტის ნომერში.
http://Cardiosite.ru
2008.05.02