logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    უახლოეს მომავალში სტომატოლოგები უარს იტყვიან კბილების დაბჟენაზე და ამ პროცედურას კბილის ემალის აღდგენა შეცვლის

დღეს მეცნიერები დაკავებულნი არიან ქიმიური მასალების შემუშავებით, რომლებიც შეძლებენ კბილის ემალის მთლიანად აღდგენას. ამრიგად, შესაძლებელი გახდება დაბჟენაზე საერთოდ უარის თქმა. დღეისათვის სტომატოლოგიის დარგში გამოყენებული ძირითადი მასალა - ოქრო და კერამიკა, საკმაოდ მალე შეიცვლება ემალითა და დენტინით.
კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის სელი მარშალის სიტყვებით, დაზიანებული კბილის აღსადგენად სტომატოლოგები კალციუმის შემცველობის მქონე იონების დახმარებით დაიწყებენ მასში დენტინის თავიდან გამოზრდას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მკურნალობის ეს გზა ძალიან რთულია. ექსპერტების პროგნოზების მიხედვით, ის არცთუ ისე მალე გახდება ხელმისაწვდომი ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკებისათვის.
იმისათვის, რომ ხშირად არ დაგვჭირდეს დანტისტებთან სტუმრობა, უნდა დავიცვათ შემდეგი რეკომენდაციები:
• არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კბილების გაწმენდა ჰორიზონტალური მიმართულებით. ბოლო დროს არაეფექტურად იქნა მიჩნეული კბილების ვერტიკალური მიმართულებით ანუ ”ზევით-ქვევით” გაწმენდაც. აღმოჩნდა, რომ ასეთი სახით გაწმენდის დროს ნადგურდება მავნე ბაქტერიების მხოლოდ მეოთხედი.
• სტომატოლოგები რეკომენდაციას უწევენ ”კბილების თანდათანობით გაწმენდას”, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: კბილების მთელი რიგი პირობითად იყოფა ექვს სექტორად, რომელთა გაწმენდაც უნდა მოხდეს თანდათანობით. თავიდან უნდა დაიწყოს ვიბრირებადი წრიული მოძრაობით კბილის ნადების დარბილება ერთი სექტორში. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს კბილების გაწმენდა ვერტიკალური (ზევით-ქვევით) მოძრაობით. როგორც წრიული, ასევე ვერტიკალური მოძრაობისას ჯაგრისი უნდა ეხებოდეს არამარტო კბილებს, არამედ ღრძილებსაც. ერთი სექტორის კბილების გაწმენდის შემდეგ უნდა შევუდგეთ ნადების მოშორებას იგივე მანიპულაციებით მეორე სექტორში და ა.შ.
• იდეალურია კბილების გაწმენდა საკვების ყოველი მიღების შემდეგ. ამასთან, პროცედურა უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 5 წუთის განმავლობაში. დროის ეკონომიის მიზნით შეიძლება ამ დროის შემცირება სამ წუთამდე, მაგრამ არა მეტად.
• არასწორია შეხედულება, რომ კბილები გაიწმინდება უკეთესად, თუკი კბილს მეტად დავაწვებით. ასე კბილის ნაზი ემალი კიდევ უფრო მეტად დაზიანდება. უნდა გვახსოვდეს, რომ კბილის გაწმენდის მთავარი პრინციპია ნალექის რბილად მოცილება კბილის ყველა ზედაპირიდან. საქმე იმაშია, რომ კბილის გვერდით და უკანა ზედაპირებზე არსებული ბაქტერიები დროის მოკლე მონაკვეთში ვრცელდებიან კბილის მთელ ზედაპირზე.
• უნდა ვიცოდეთ, რომ კბილების გაწმენდას ვერ შეცვლის საკვების მიღების შემდეგ პირის ღრუს გამოვლება სპეციალური ელექსირებით. ისინი მხოლოდ ახდენენ პირის ღრუს დეზინფექციას, ამაგრებენ ღრძილებს და დროებით აქრობენ უსიამოვნო გემოს პირის ღრუში, მაგრამ მათ არ შეუძლიათ კბილიდან ნადების მოშორება, რომელიც აზიანებენ კბილებს.

http://Utro.ua

2008.04.10


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006