logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დიაბეტი ასოცირდება ტესტოსტერონის დაბალ დონესთან მამაკაცებში

მელბურნი, ავსტრალია - “Journal of Clinical Endocrinology and Metabolism”-ის ელექტრონულ ვერსიაში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, მამაკაცებში, ორივე ტიპის დიაბეტი ასოცირდება ტესტოსტერონის დაბალ დონესთან. ავსტრალიელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ინსულინ-რეზისტენტობის მომატებასთან ერთად, ტესტოსტერონის დონე მცირდება.
“ცნობილია, რომ ტესტოსტერონის დეფიციტი იწვევს შრომისუნარიანობის დაქვეითებას და გუნება-განწყობის შეცვლას. ის აგრეთვე უარყოფითად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. თუმცა ახალი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მამაკაცებში დიაბეტი სწორედ ტესტოსტერონის დეფიციტთან არის ასოცირებული,” განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, მეტის გროსმანმა მელბურნის უნივერსიტეტიდან, ავსტრალიაში.
მეცნიერების აზრით, ინსულინ-რეზისტენტობის იდენტიფიცირება, როგორც ტესტოსტერონის დაბალი დონის პოტენციური დეტერმინანტისა, შესაძლოა წარმოადგენდეს დაავადების მკურნალობის ახალ გზას.
ადრე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ II ტიპის დიაბეტის მქონე მამაკაცებში ხშირად აღინიშნება ტესტოსტერონის დაბალი დონე. ზემოაღნიშნული კვლევა წარმოადგენს პირველ სამეცნიერო სამუშაოს, რომლის შედეგადაც ეს ასოციაცია I ტიპის დიაბეტთანაც დამტკიცდა.
კვლევაში მონაწილეობას იღებდა დიაბეტის მქონე 648 მამაკაცი. საერთო ტესტოსტერონის დაბალი დონე (<10ნმოლი/ლ) აღენიშნებოდა II ტიპის დიაბეტის მქონე მამაკაცთა 43%-ს, ხოლო I ტიპის დიაბეტის მქონე მამაკაცებში ეს პროცენტული მაჩვენებელი 7-ს უდრიდა.
II ტიპის დიაბეტის მქონე მამაკაცთა 57%-ში და I ტიპის დიაბეტის მქონე მამაკაცთა 20,3%-ში თავისუფალი ტესტოსტერონის დონე დაქვეითებული იყო. მსგავსი შედეგები იქნა მიღებული თითოეულ ჯგუფში ასაკისა და სხეულის მასის ინდექსის მიხედვით სტანდარტიზაციის შემდეგ. ორივე ტიპის დიაბეტის დროს, ინსულინ-რეზისტენტობა უკუპროპორციულ დამოკიდებულებაში იყო ტესტოსტერონის დონესთან, განაცხადეს მკვლევარებმა.
“მიუხედავად იმისა, რომ ასეთ პაციენტებში არსებობს ტესტოსტერონის შემცვლელი თერაპიის ჩატარების ლოგიკური საფუძველი, ჯერ-ჯერობით უცნობი რჩება უპირატესობებისა და რისკის შეფარდება. საჭიროა დამატებითი, ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარება, რათა მიღებულ იქნას კლინიკურად სარწმუნო შედეგები,” განაცხადეს მეცნიერებმა.

http://www.medlinks.ru

2008.04.07


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006