logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    როგორ დავიცვათ თავი საშიში გრიპისაგან

გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. პერიოდულად მისი გავრცელება მსოფლიოში კატასტროფულ მასშტაბებს აღწევს. საერთოდ, გრიპის ვირუსები განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, ასაკოვანი ადამიანებისათვის და ქრონიკულად დაავადებულთათვის.
აღსანიშნავია, რომ გრიპს იწვევს სხვადასხვა ვირუსები. მწვავე რესპირატორული დაავადებები, შესაძლოა, 200-ზე მეტი სხვადასხვა ვირუსით იყოს გამოწვეული, იშვიათ შემთხვევებში კი - ბაქტერიებით. სტატისტიკური მონაცემებით, წელიწადის განმავლობაში გრიპით ბავშვები, შესაძლოა, 6-10-ჯერ, ხოლო მოზრდილები - 4-ჯერ დაავადდნენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ბოლო მაღალი ინტენსივობის ეპიდემიები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში 1999-2000 წლებში დაფიქსირდა. ეპიდემიამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსოლოგთა თქმით, ყველა სახის გრიპი ჰაერწვეთოვანი გზით გადადის და სწორედ ამიტომ, საკმაოდ რთულია გრიპის ვირუსისაგან თავის დაცვა. დაავადების გავრცელების თვალსაზრისით, ყველაზე საშიში გრიპის მსუბუქი ფორმით ინფიცირებულები არიან, რომლებიც აქტიურ ცხოვრებას აგრძელებენ.
ვირუსი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრიდან 12-48 საათში ვლინდება. არ არის გამორიცხული, რომ გრიპით დაავადებისას ავადმყოფს რინიტი, ფარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია გამოუვლინდეს. არსებობს იმის დიდი საფრთხეც, რომ გრიპმა გაცილებით სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს - მენინგეალური სიმპტომები - ენცეფალოპათია, იშვიათად კი თავის ტვინის შეშუპება. A ტიპის ვირუსი, გართულებების თვალსაზრისით, საკმაოდ სერიოზული დაავადებაა.
როგორც წესი, გრიპის ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ზამთრის სეზონზე - იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში ფიქსირდება ხოლმე. ამას მოწმობს სტატისტიკაც.
როგორ დავიცვათ თავი გრიპისაგან?
”დაიცავით ყველა ის წესი, რომელსაც ჩვეულებრივ, გრიპის სეზონის დროს იცავდით. არავითარი განსაკუთრებული წესების დაცვა არ არის საჭირო", - ასეთ რჩევებს აძლევენ მოსახლეობას დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები, ანუ:


  • მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას,
  • დაიცავით ელემენტარული ჰიგიენური წესები,
  • მაღალი ტემპერატურის, ცემინების, ხველების შემთხვევაში აუცილებლად
  • მიმართეთ ექიმს.
  • მიიღეთ ვიტამინები,
  • გაანიავეთ ოთახი,
  • ხშირად დაიბანეთ ხელები,
  • იკვებეთ კარგად გარეცხილი ხილითა და ბოსტნეულით

2006.03.14


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006