ბრიტანელი მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ხანდაზმულ ადამიანებშიც კი ჰიპერტონიის აქტიური მკურნალობა იძლევა ლეტალური შედეგის მქონე მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტების რისკის შემცირების საშუალებას. ახალი კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მათ მიერ მიღებული შედეგები ამტკიცებს ჰიპერტონიის მკურნალობის უპირატესობას 80 წელს გადაცილებულ პაციენტებში, რომლებიც ადრე თითქმის არ იღებდნენ მონაწილეობას ამ მიმართულებით ჩატარებულ კვლევებში.
“ჰიპერტონიის მკურნალობა კარგ შედეგებს იძლევა ასაკოვან პაციენტებში. ეს კი სასიამოვნო სიახლეა იმის გათვალისწინებით, რომ პლანეტის მოსახლეობა ბერდება და ჩვენ სულ უფრო ხშირად ვხვდებით 80 წლის და უფრო მეტი ასაკის ადამიანებს, რომლებიც მშვენივრად გრძნობენ თავს”, განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, პროფ. კრისტოფერ ბალფიტმა ლონდონის იმპერიალ კოლეჯიდან.
მეცნიერებმა შეისწავლეს 80 წელს გადაცილებული 3 845 პაციენტი. ყველა მათგანი მუდმივად უჩიოდა მაღალ არტერიულ წნევას. ისინი გაყვეს სამ ჯგუფად: პირველი ნახევარი იღებდა შარდმდენს ან პლაცებოს. არტერიული წნევის სასურველი დონის მისაღებად, პაციენტთა მეორე ნახევარს შარდმდენთან ერთად დაუნიშნეს აგფ ინჰიბიტორი, ხოლო მესამე ჯგუფი იღებდა მხოლოდ პლაცებოს.
ასაკოვანი ადამიანების იმ ჯგუფში, რომლებიც ღებულობდნენ მხოლოდ დიურეტიკს, ან დიურეტიკს აგფ ინჰიბიტორთან ერთად, ინსულტისა და სხვა მიზეზების შედეგად გარდაცვალების რისკი მნიშვნელოვნად დაბალი იყო, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ გადიოდნენ მკურნალობის კურსს.
ამგვარად, ჰიპერტონიის აქტიური მკურნალობა კარგ შედეგებს იძლევა ასაკოვან ადამიანებში. კვლევის შედეგების მიხედვით დასტურდება ის ფაქტი, რომ არტერიული წნევის დონის დაწევა გავლენას ახდენს სიკვდილობის მაჩვენებლის შემცირებაზე ხანდაზმულ ადამიანებში.
http://www.medlinks.ru
2008.04.02