logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    D ვიტამინის სასარგებლო თვისებები

D ვიტამინი წარმოადგენს ცხიმში ხსნად ნივთიერებას, რომელიც გარკვეულწილად განსხვავდება სხვა ჯგუფის ვიტამინებისაგან. პირველ რიგში, მისთვის დამახასიათებელია უნიკალური რეაქციები ადამიანის ორგანიზმში, მეორე, მისი საკმარისი რაოდენობით მიღება ბუნებრივი საკვებიდან არც თუ იოლია, და მესამე, თითქმის ყველა დიეტა გამოირჩევა ამ ვიტამინის დეფიციტით.
D ვიტამინი არამარტო იცავს ძვლებს დაზიანებისაგან, არამედ ამცირებს ზოგიერთი ტიპის კიბოს რისკს, ხელს უშლის ჰიპერტონიის, გაფანტული სკლეროზისა და შიზოფრენიის განვითარებასაც კი.
2007 წელს ჩატარებული 18 მასშტაბური სამეცნიერო კვლევის მეტაანალიზმა აჩვენა, რომ D ვიტამინი ადამიანებს ეხმარება ხანგრძლივი სიცოცხლის შენარჩუნებაში. თუ კვების რაციონში იგი მცირე დოზებით არის წარმოდგენილი, ეს ზრდის არტერიული წნევის რისკს, ხოლო მისი მაღალი დონე კი ამცირებს ნაწლავის, პროსტატის, სარძევე ჯირკვლისა და ფილტვის კიბოს განვითარებას.
2007 წელს კიბოს ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა შეადარეს ონკოლოგიური დაავადების მაჩვენებლები სამხრეთის, მზიანი და ჩრდილოეთის ქვეყნების მცხოვრებლებში. 4 მილიონზე მეტი ადამიანის გამოკვლევამ აჩვენა, რომ კანში D ვიტამინის წარმოქმნა, რასაც ადგილი აქვს მზის სხივების ზემოქმედების შედეგად, ამცირებს ზოგიერთი ტიპის კიბოს, განსაკუთრებით კუჭის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის, ფილტვის, სარძევე ჯირკვლის, პროსტატის, შარდის ბუშტის და თირკმლის კიბოს განვითარების რისკს, მაგრამ მხოლოდ იმ ადამიანებში, რომლებიც ცხოვრობენ მზიან რეგიონებში. კალციუმთან ერთად D ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლების გამაგრებაში. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს კუნთების მუშაობას. ერთ-ერთი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ასაკოვან ადამიანებში, რომლებიც დღეში 800სე (საერთაშორისო ერთეული) D ვიტამინს ღებულობენ, დავარდნისა და ტრავმების მიღების რისკი 72%-ით ნაკლებია.
D ვიტამინის დოზა დამოკიდებულია ასაკზე: 19-დან 50 წლამდე მედიკოსები რეკომენდაციას უწევენ დღეში 200სე-ის მიღებას, 51-დან 70 წლამდე – 400სე-ის, ხოლო 71 წლის ზემოთ სასურველია 600სე-ის მიღება. თუმცა ზოგიერთი სპეციალისტი პაციენტებს ურჩევს არანაკლებ 1000სე D ვიტამინის მიღებას დღეში. ადამიანებს მისი მიღება შეუძლიათ ზღვის პროდუქტებიდან და კვებითი დანამატებიდან. აგრეთვე რეკომენდებულია მზეზე უფრო ხანგრძლივად ყოფნა.

http://www.medlinks.ru

2008.04.02


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006