logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რა პათოლოგიებს იწვევს ბრტყელტერფიანობა და როგორ ვუმკურნალოთ მას?

სპეციალისტების განცხადებით, ბრტყელტერფიანობა ტერფის ყველაზე გავრცელებული დეფორმაციაა და იგი არც ისე უვნებელ ხასიათს ატარებს, როგორც ეს ბევრს ჰგონია. ამის დასტურად, საკმარისია ჩამოითვალოს ის პათოლოგიები, რომელსაც ბრტყელტერფიანობა იწვევს - ლიმფო-ვენური უკმარისობა, მძიმე ფეხის სინდრომი, ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი და სხვ.
სამედიცინო კლინიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრ "ტერდის" ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი თამარ კოტარია აცხადებს, რომ ბრტყელტერფიანობა გამოსწორებადია, მთავარია დროულად, ანუ ზრდასრულ ასაკამდე მივხედოთ მას. დაგვიანების შემთხვევაში კი, შესაძლებელია არა მკურნალობა, არამედ ტერფის კორექცია, რაც ასევე უმსუბუქებს ადამიანს მდგომარეობას.
ტერფი არის სასიგნალო სისტემა, რესორი, მთელი ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის, ამიტომ ტერფის ქცევა, მისი მოძრაობა, ძალიან ბევრ რამეზე აისახება. ტერფის მდგომარეობის მიხედვით ირყევა ხერხემალი, მენჯ-ბარძაყი, ყველა სახსარი მასზეა აწყობილი, ამიტომ მისი დარღვევები მთელი ძვალ-სახსროვანი სისტემის არასწორ რყევას იწვევს და როდესაც ეს პროცესები გარკვეული დროის განმავლობაში გრძელდება, თავს იჩენს ძვალ-სახსროვან სისტემასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები. გარდა ამისა, ტერფს აქვს ასევე ტუმბოს როლი ქვემო კიდურებიდან სისხლისა და ლიმფის უკუდინებაში. როდესაც ქუსლიდან წინა ტერფზე სისხლის გადაგორება ვერ ხორციელდება, ტუმბოს ფუნქცია ირღვევა. ყველაფერი ეს თავს იჩენს ისეთი დაავადებების სახით, როგორიცაა სქოლიოზი, ლიმფო-ვენური უკმარისობა, ოსტეოქონდროზი, და სხვ. ამ დაავადებების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს გენეტიკური განწყობა. ასევე მნიშვნელოვანია ცხოვრების წესი (თუ ადამიანს დიდხანს უწევს ფეხზე დგომა).
ბრტყელტერფიანები სპეციფიკურად დადიან, მალე იღლებიან, უჭირთ გარკვეული თამაშები, ამიტომ ყურადღებიან მშობელს შვილის ბრტყელტერფიანობა არ უნდა გამორჩეს. ვენური უკმარისობის და ვარიკოზული დაავადებების მქონე ქალებშიც ძირითადად, ასევე ტერფის პრობლემა ფიგურირებს.
ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკა
ბრტყელტერფიანობის გამოსავლენად, საჭიროა ადამიანს ჩაუტარდეს ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა, კეთდება დინამიკური სინჯი. აპარატის საშუალებით გამოკვლევა ხორციელდება სიარულის პროცესში, მიიღება ტერფის ანაბეჭდი, რომლის საფუძველზეც, დგინდება ტერფის ბიომექანიკა. ამ ანაბეჭდის საშუალებით, ხდება ბევრი პარამეტრის აღება, როგორიცაა: ტერფის ფორმა, სასიარულო ღერძი, ყრდნობის უბნები, წნევა და ძალა ყოველ კვადრატულ სანტიმეტრზე. ამის საფუძველზე დგინდება ტერფის მდგომარეობა და შეიძლება დაისვას ისეთი დიაგნოზი, როგორიცაა სრული, ან ნაწილობრივი ბრტყელტერფიანობა, ტერფმრუდობა და სხვ. შეიძლება ტერფის ფორმა იყოს სრულიად ფიზიოლოგიური, მაგრამ ისეთი პარამეტრების დარღვევები, როგორიცაა სასიარულო ღერძი, ყრდნობის უბნები, იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება წვივის, ტერფის არეში, სახსრების ტკივილი და ა.შ.
ბრტყელტერფიანობის მკურნალობის ან კორექციის მეთოდები:
იდეალური ასაკი, როდესაც ყალიბდება ტერფის ძვლოვანი სტრუქტურა, არის, 4-დან 8 წლამდე. თუ ამ პერიოდში მოხდა ბავშვის ბრტყელტერფიანობის დიაგნოზის დასმა და მკურნალობის დაწყება, იგი განიკურნება. ბრტყელტერფიანობა გამოსწორებადია, მაგრამ საჭიროა ღაბაში, სპეციფიკური ვარჯიშები და ცურვა, რომელიც იდეალური სპორტია ბრტყელტერფიანობისა და სქოლიოზის დროს.
თუ დადგინდა, რომ ტერფში არის რაიმე ცვლილებები, მაშინ ინიშნება ფეხსაცმელში ჩასაფენი სამკურნალო-საკორექციო ღაბაში, იგივე სუპინატორი. დამზადებული ღაბაში ინდივიდუალურია, ანუ მზადდება მხოლოდ კონკრეტული ადამიანისთვის. იგი იჭრება კომპიუტერულ რეჟიმში და მზადდება ძალიან დიდი მათემატიკური სიზუსტით, ამიტომ მაქსიმალურად მიახლოებულია ფიზიოლოგიურთან და ადამიანს აიძულებს იაროს ისე, როგორც საჭიროა. სამ წლამდე ღაბაშის ხმარება არ შეიძლება, 3-4 წლიდან კი - სასურველია. რაც ადრე იწყება მკურნალობა, მით უკეთესია შედეგი. ღაბაშის ტარება აუცილებელია 18 წლამდე. ღაბაში წელიწადში ერთხელ უნდა შეიცვალოს, რადგანაც ტერფის მდგომარეობა იცვლება. 3-4 წელიწადში უკვე სერიოზული ცვლილებებია, რაც ვიზუალურადაც აღიქმება.
თუ ღაბაში სამკურნალოა პატარებში, იგი უფროსებში - საკორექციოა. მოზრდილ ადამიანებში, განსაკუთრებით კი სპორტსმენებში, ბრტყელტერფიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. ის ადამიანები, ვინც ფეხის სპორტითაა დაკავებული, ხშირად გრძნობენ ტერფის ტკივილს, წვივის კუნთების დაჭიმვას, წელის ტკივილს, და ა.შ. ბრტყელტერფიანებს სიარულის დამახინჯებული მანერა ახასიათებთ. ფეხსაცმელში სამკურნალო-საკორექციო ღაბაშის ჩაფენით, ხდება მათი სიარულის, სირბილის კორექცია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს ფეხებში. ღაბაში მათ აიძულებს დაეყრდნოს სათანადო ადგილს, გაუკეთებს თაღს, გაუსწორებს ღერძს, ამდენად, მათი მდგომარეობა საგრძნობლად შემსუბუქდება. ღაბაშები განსხვავებულია ფეხის ზომისა და მასალის მიხედვით. არის სპორტული, დიაბეტური და სტანდარტული ღაბაშები.
დიაბეტური ტერფი
იგი ავადობის გარკვეული პერიოდისათვის თითქმის გარდაუვალია ყველა დიაბეტიკისთვის. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი არაფიზიოლოგიური ზონა თუ არის დატვირთული, ის დროთა განმავლობაში რისკ-ზონად გადაიქცევა. ამ ზონაში შეიძლება გაჩნდეს ჯერ მაცერაცია, შემდეგ წყლული და შემდეგ - განგრენა. როდესაც ავადმყოფს ღაბაში აცვია და კორეგირებული აქვს სიარული, ასეთი გართულება მან, შესაძლოა, თავიდან აიცილოს. ამაში მდგომარეობს დიაბეტური ტერფის პრევენცია, რომელიც მსოფლიოშია აღიარებული.

http://www.opentext.org.ge/resonance/

2006.03.02


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006