logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ანტიბიოტიკები არაეფექტურია მწვავე რინოსინუსიტის დროს

შვეიცარიელმა მეცნიერებმა მიმოიხილეს კვლევები, რომლებიც მიეძღვნა მწვავე რინოსინუსიტის მკურნალობის საკითხებს და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს მეტად გავრცელებული ინფექცია არ საჭიროებს ანტიბიოტიკებით მკურნალობას მაშინაც კი, თუ სიმპტომები 10 დღის შემდეგაც არ ქრება.
ექიმები არც თუ იშვიათად ნიშნავენ ანტიბიოტიკებს რინოსინუსიტის დროს. ეს ხდება იმიტომ, რომ ისინი ვერ ადგენენ - დაავადება ვირუსითაა გამოწვეული, თუ ბაქტერიით. ანტიბიოტიკები მოქმედებენ ბაქტერიებზე, მაგრამ ისინი უსარგებლოა ვირუსული ინფექციების დროს. მათი გადაჭარბებული გამოყენება კი იწვევს ისეთი ბაქტერიების გაჩენას, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარებიან.
ბაზელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შვეიცარიაში, პროფ. ჯიმ იანგის ხელმძღვანელობით, გააანალიზეს 9 კვლევის შედეგები, რომლებშიც მონაწილეობდა 2 547 მოზრდილი პაციენტი. მეცნიერები ცდილობდნენ დაედგინათ, არსებობს თუ არა ისეთი სიმპტომები, რომლებიც ვირუსული ინფექციის ბაქტერიულისგან გარჩევის საშუალებას იძლევა. იმისათვის, რომ ანტიბიოტიკებით განიკურნოს 1 პაციენტი, საჭიროა 15 პაციენტის მკურნალობა. თუ პაციენტი დაავადებულია ანთებითი დაავადებით, მაშინ 8 ნამკურნალებ პაციენტზე მოდის მხოლოდ 1 განკურნებული.
რაც უფრო ასაკოვანია პაციენტი, მით მეტია დაავადების ხანგრძლივობა და რაც უფრო მძიმეა სიმპტომები, მით მეტი სარგებელი მოაქვს ანტიბიოტიკებით მკურნალობას.
“კვლევაში არ მონაწილეობდნენ ბავშვები და ის ადამიანები, რომლებსაც დაქვეითებული ჰქონდათ იმუნიტეტი. თუმცა ყველა დანარჩენი ჯგუფის შესწავლის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ მწვავე რინოსინუსიტის შემთხვევათა უმეტესობის დროს, მედიკოსები უნდა შემოიფარგლონ დაკვირვებით და სიმპტომატური მკურნალობით”, განაცხადეს კვლევის ავტორებმა.
სხვა ექსპერტების აზრით კი, რინოსინუსიტის მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობისას ძალზე რთულია იმ პაციენტების გამოყოფა, რომლებიც ნამდვილად საჭიროებენ ანტიბიოტიკებით მკურნალობას.

http://www.medlinks.ru

2008.03.17


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006