logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რისი ეშინია გრიპს?

ბოლო წლებში გრიპის ეპიდემია ზამთრის სეზონის დამახასიათებელ თავისებურებად იქცა. გრიპის გამომწვევი არის ვირუსი, რომელიც ზემო სასუნთქი გზების ლორწოვან გარსში მრავლდება და ხველების, ლაპარაკის, ცხვირის ცემინების დროს ჰაერის და წვეთების გზით ვრცელდება. გრიპი არც სქესს ირჩევს და არც ასაკს. დაავადების მთავარ სიმპტომებს განეკუთვნება მაღალი ტემპერატურა, საერთო სისუსტე, თავისი ტკივილი. ტკივილები საფეთქლებისა და შუბლის არეში, ტეხვა სახსრებსა და კუნთებში, რასაც მოსდევს სურდო, ხველა, ხმის ჩახლეჩვა. ავადმყოფობის საწყის ეტაპზე ხალხური მედიცინა გვირჩევს:

* კარგია ცხელი აბაზანის (დაახლ. 40 გრადუსი) მიღება. რეკომენდებულია წყალში არყის ხის ფოთლების ან კრაზანას ნაყენის ჩამატება. საბააზანოდან გამოსვლის უმალ კარგად ჩაითბუნეთ და 30-40 წუთის განმავლობაში თბილ საბანქვეშ ოფლი მოიდინეთ. ასეთ დროს სასურველია თაფლიანი ან ჟოლოინი ჭიქა ცხელი ჩაის დალევა.
* კარგ ეფექტს იძლევა დაავადების პირველ საათებში მდოგვიანი აბაზანები ფეხებისთვის (ერთი ვედრო წყალზე 1 სუფრის კოვზი მშრალი მდოგვის ფხვნილი). წყალი ძალიან ცხელი უნდა იყოს. 10-15 წუთიანი აბაზანის შემდეგ ჩაიცვით თბილი წინდები, დალიეთ ცხელი ჟოლოიანი ჩაი და მაშინვე დაწექით ლოგინში.
* ერთი ასეთი პროცედურაც გიშველით: დაალბეთ მდოგვის საფენები თბილ წყალში, რამდენიმე საფენი მდოგვიანი მხარით დაადეთ ერთმანეთს და ნებისმიერი მხარით მიადეთ ავადმყოფს მკერდსა და ზურგზე, მერე კი კარგად ჩაათბუნეთ იგი. მდოგვის საფენები 30 წუთი მაინც უნდა გაიჩეროთ. ხერხემალსა და ნეკნებს ქვევით ასეთი საფენების დადებას არ გირჩევთ.

გრიპის თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე მკურნალობა. გრიპის პროფილაქტიკა შეიძლება მარტივი და ეფექტური საშუალებებით:

* ოთახის 10-წუთიანი ენერგიული განიავება 85-90 პროცენტით ამცირებს ჰაერში პათოგენური ვირუსებისა და სხვა მიკროორგანიზმების კონცენტრაციას. დადგენილია, რომ კარგად განიავებულ საკლასო ოთახებში მოსწავლეთა გრიპით დაავადება 1,5-2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე იმ კლასებში, სადაც ცუდი ვენტილაციაა.

* ადამიანის ორგანიზმმა ოდითგანვე გამოიმუშავა გარემოს რიტმულ ცვლილებებთან შეგუების ჩვევა. ამ რიტმის დარღვევის შემთხვევაში ხდება ორგანიზმის დეზაპტაცია და ის სხვადასხვა დაავადებების მიმართ ნაკლებად მედეგი ხდება. განსაკუთრებით საშიშია ამინდის მკვეთრი ცვლილებები. ამიტომაც სახლიდან გამოსვლის წინ აუცილებლად დახედეთ თერმომეტრს ან მოუსმინეთ ამინდის პროგნოზს და ჩაიცვით არა წლის სეზონის, არამედ ამინდის შესაბამისად. ტემპერატურის რეცეპტორები თავმოყრილია ხელის მტევნებზე, ფეხის ტერფებზე, კისერსა და თავზე და მაშასადამე, სწორედ სხეულის ეს ნაწილები უნდა გვქონდეს თბილად.
* ეცადეთ შეძლებისდაგვარად აარიდოთ თავი ნერვიულობისა და სტრესულ სიტუაციებს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თუ ადამიანი დათრგუნულია, დეპრესიაშია, მისი ორგანიზმი ყველა დაავადებისთვის და მათ შორის გრიპის ვერაგი ვირუსებისთვის ადვილი ნადავლი ხდება.
* ორგანიზმის დასუსტებას უძილობა და გადაღლილობაც იწვევს, ანუ ამ შემთხვევაშიც გრიპის ვირუსი უფრო იოლად დაგიმორჩილებთ. ამიტომაც ყურადღება მიაქციეთ სრულყოფილ ძილსა და დასვენებას.
* ზამთარში სწორი კვების პირობებშიც კი ჩვენს ორგანიზმს ვიტამინები აკლდება, ამიტომაც ვიტამინების მიღებას უფროსებს ვურჩევთ აბების ან კაფსულების სახით, ბავშვებს კი - აფთიაქში შეძენილი ვიტამინური სიროფების სახით. დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს შავი მოცხარი, ამიტომ კარგი იქნება თუ ამ კენკრას ან მის საფუძველზე დამზადებულ სამკურნალო სასმელებს მიეძალებით.
* ძალიან სასარგებლოა გრიპის საწინააღმდეგო სხვადასხვა ჩაი. მაგ.: აიღეთ თანაბარი რაოდენობის ცაცხვის ყვავილი, კრაზანას ყვავილები, სამკურნალო გვირილის ყვავილები და კარგად დაქუცმაცებული ასკილის ნაყოფი; ერთ სუფრის კოვზ ამ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, თბილად შეფუთეთ, 20 წუთის შემდეგ კი ნაყენი ცეცხლზე შემოდგით, 5 წუთი თავდახურული ადუღეთ ნელ ცეცხლზე, მერე გადმოდგით და კვლავ თბილად შეფუთეთ, 1 საათის შემდეგ გაწურეთ. გრიპის ეპიდემიის დროს ასეთი ჩაი დღეში 2-ჯერ ჭამის შემდეგ უნდა მიირთვათ 0,5 ჭიქის რაოდენობით, კარგი იქნება, თუ ცოტა თაფლსაც დაუმატებთ. შეგიძლიათ გრიპის საწინააღმდეგო ჩაისთვის ტირიფის ხის ქერქი, გვირილის და ცაცხვის ყვავილები და ასკილის ნაყოფი გამოიყენოთ. 1 ჩაის კოვზ ამ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 10 წუთის შემდეგ ნაყენი გაფილტრეთ, გაწურეთ და თბილი სახით დღეში 3-ჯერ 1/3 ჭიქის რაოდენობით ჭამამდე 15 წუთით ადრე სვით.
* აღმოსავლურ და ტიბეტურ მედიცინაში გრიპის საწინააღმდეგოდ ჟოლოს ტოტებსაც იყენებენ. ერთ სადილის კოვზ წვრილად დაჭრილ ამ ტოტებს უნდა დაასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღოთ 10-20 წუთი და 2 საათის განმავლობაში დააყენოთ. ნაყენი უნდა სვათ პატარ-პატარა ყლუპებით, ოღონდ ხშირ-ხშირად.
* ეპიდემიის დროს სასარგებლოა ევკალიპტის ნაყენის მიღებაც (20 გ. გამხმარ, დაქუცმაცებულ ევკალიპტის ფოთოლს უნდა დაასხათ 100 მლ. სპირტი, მჭიდროდ დაახუროთ თავი, დააყენოთ 10 დღის განმავლობაში, მერე კი გაწუროთ. ნაყენი დღეში 3-ჯერ წყალთან ერთად 25-25 წვეთის ოდენობით უნდა მიიღოთ) და კოთხუჯის ფესვის ღეჭვაც.
* საუცხოო პროფილაქტიკური საშუალებაა ჩვეულებრივი ვაშლი. მის შემადგენლობაში შემავალი მიკროელემენტები და ვიტამინები ბლოკავს გრიპის ვირუსის გავრცელებას. შემჩნეულია, რომ ადამიანებში, რომლებიც დღეში 2-3 ვაშლს ჭამენ, გრიპით დაავადების ალბათობა 3-ჯერ მცირდება.
* ნაცადი ხალხური საშუალებაა ჟოლოს ნაყოფი და ცაცხვის ყვავილი. თანაბარი რაოდენობით აურიეთ ისინი, ერთ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 30 წუთი გააჩერეთ, მერე კი მიირთვით თითო ჭიქა ცხელი ნაყენი დღეში 2-3-ჯერ.
* ნიორი კვლავაც რჩება გრიპთან საბრძოლველ ეფექტურ საშუალებად. ძალიან სასარგებლოა დანაყილი ნივრის ფიტონციდების შესუნთქვა (დღე-ღამეში 2-3-ჯერ 10-15 წუთის განმავლობაში, აგრეთვე ცხვირის ლორწოვანზე) ნივრის წვენის პერიოდულად წასმა. გრიპის დროს ძალიან სასარგებლოა დღეში 2-3 კბილი ნივრის ჭამა. ნივრის უსიამოვნო სუნის ჩახშობაში კი ოხრახუში დაგეხმარებათ. აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ კუჭ-ნაწლავის, თირკმელების და ღვიძლს გამწვავებული დაავადების დროს ნივრის ჭამა რეკომენდებული არ არის.
* როგორც წესი, გრიპს სურდო ახლავს ხოლმე. სურდოსგან თავის დასახსნელად დანაყეთ 1-2 კბილი ნიორი, დაასხით 2-3 სუფრის კოვზი ცივი წყალი, გააჩერეთ 1-2 საათი, მერე გაფილტრეთ და ცხვირში ჩაიწვეთეთ (6-8 წვეთი თითო ნესტოში). ყოველდღე ახალ-ახალი ნაყენი მოამზადეთ. შეგიძლიათ ახალდანაყილ ნიორში ბამბა დაასველოთ და ცხვირში ღრმად ჩაიდოთ ან წვეთ-წვეთ მიიღოთ ნივრის წვენი, ან სულაც მთელ პირში გამოისვათ იგი. წვეთების მოსამზადებლად 100 გრამ დანაყილ ნიორს ერთი ჭიქა წყალი დაასხით და კარგად შეანჯღრიეთ.
* გრიპის დროს შავი ბოლოკი შეუცვლელი საშუალებაა. გახეხეთ ბოლოკი სახეხზე, მიღებული მასა ტილოს ქსოვილზე ან რამდენიმედ დაკეცილ დოლბანდზე მოათავსეთ და ავადმყოფს მკერდზე ან ზურგზე დაადეთ, კომპრესს ზემოდან გასანთლული ქაღალდი დააფარეთ და ავადმყოფი ლოგინში ჩაათბუნეთ, 15-20 წუთის შემდეგ კომპრესი მოაცილეთ. მეორე რეცეპტი კი ასეთია: ამოაღრმავეთ საშუალო ზომის ბოლოკი, ამოღრმავებულში მოათავსეთ თაფლი და ზევიდან ბოლოკისვე ნაჭერი დააფარეთ. 4 საათით დადგით თბილ ადგილზე, წარმოქმნილი წვენი დღეში 3-4-ჯერ 1 სუფრის კოვზის ოდენობით დალიეთ. (ბავშვების დოზა 1 ჩაის კოვზია).

http://www.opentext.org.ge/sakartvelos-respublika

2006.02.14


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006