logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რატომ აქვს ადგილი გრიპის ეპიდემიას ზამთარში

აშშ ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარებმა დაადგინეს, თუ რატომ აღინიშნება გრიპის ეპიდემია ძირითადად წელიწადის ყველაზე ცივ დროს. მათი მონაცემებით, დაბალი ტემპერატურის დროს, ვირუსის ლიპიდური გარსი გარდაიქმნება მკვრივ წებოვან გელად, რაც საკმაოდ კარგად იცავს ვირუსს არაკეთილსასურველი ზემოქმედებისაგან. ხოლო მაღალი ტემპერატურის დროს, ეს გარსი გარდაიქმნება თხევად ფაზად, რაც ზრდის ვირუსის დაზიანების საფრთხეს.
გრიპის ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. 2007 წელს ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გრიპის ვირუსი გაცილებით უკეთ ვრცელდება დაბალი ტემპერატურის დროს.
ამ კანონზომიერების ასახსნელად, მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა ვირუსის გარსის სტრუქტურის ცვლილების შესასწავლად. როგორც აღმოჩნდა, 0-დან 15,6 გრადუს ტემპერატურაზე ვირუსის ლიპიდური გარსი გარდაიქმნება წებოვან, გელისმაგვარ მასად, ხოლო უფრო მაღალ ტემპერატურაზე ის თხევად მდგომარეობაში გადადის.
გრიპის ვირუსი აინფიცირებს უჯრედებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი ლიპიდური გარსი გაიხსნება – სწორედ ამას აქვს ადგილი მაშინ, როცა ვირუსული ნაწილაკი ხვდება ადამიანისა და ცხოველის სასუნთქ გზებში, სადაც მუდმივადაა შენარჩუნებული მაღალი ტემპერატურა. ამავე დროს, ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსზე ქვემოთ ასევე ოპტიმალურია ვირუსისთვის, ვინაიდან წებოვანი ლიპიდური გარსი უკეთ იცავს ვირუსს მექანიკური ზემოქმედებისა და ანტიმიკრობული საშუალებებისგან.
კვლევის ავტორების აზრით, ეს ჰიპოთეზა კარგად ხსნის იმას, თუ რატომ აღინიშნება უმეტესად გრიპის ეპიდემია წელიწადის ცივ სეზონზე, ხოლო გაზაფხულის დადგომასთან ერთად ადგილი აქვს ეპიდემიის ჩაქრობას: გაზაფხულზე და ზაფხულში ვირუსის გარსი მუდმივად იმყოფება “გამდნარ” მდგომარეობაში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ვირუსული ნაწილაკების სიცოცხლის ხანგრძლივობას.
მიუხედავად ამისა, ბევრი ექსპერტი არ ეთანხმება ამერიკელი კოლეგების დასკვნებს. კერძოდ, ბრიტანელი ვირუსოლოგი “ქუინ მერი”-ს კოლეჯიდან, ჯონ ოქსფორდი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გრიპის ეპიდემიას ხშირად აქვს ადგილი ტროპიკულ ქვეყნებში. მისი აზრით, ზემოაღნიშნული კვლევა ბოლომდე არ ფენს ნათელს ვირუსის გავრცელების მიზეზებს. “ალბათ გარკვეულ როლს ამ პროცესში სხვა ფაქტორებიც ასრულებენ”, განაცხადა მან.

http://www.medlinks.ru

2008.03.06


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006