logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ათი ფაქტი, რომელიც უნდა იცოდეთ პანდემიური გრიპის შესახებ (ჯანმო-ს მონაცემების მიხედვით)

1. პანდემიური გრიპი განსხვავდება ფრინველის გრიპისაგან
ფრინველის გრიპის გადამტანებად ითვლება გრიპის ვირუსების დიდი ჯგუფი, რომელიც ძირითადად აზიანებენ ფრინველებს. იშვიათად ფრინველის გრიპის ვირუსებს შეუძლიათ დააინფიცირონ სხვა ბიოლოგიური სახეობებიც, მათ შორის ღორები და ადამიანები. უმეტეს შემთხვევაში, ფრინველის გრიპის ვირუსი არ აინფიცირებს ადამიანებს. პანდემიური გრიპი აღმოცენდება მაშინ, როცა გამოჩნდება გრიპის ახალი ქვეტიპი, რომელიც ადამიანებში ადრე არ იყო შემჩნეული.
ფრინველის გრიპის ვირუსი H5N1 - წარმოადგენს გრიპის შტამებიდან ერთ-ერთს, რომელსაც გააჩნია პანდემიის პოტენციალი, რამდენადაც, საბოლოო ჯამში, მას შეუძლია განიცადოს ადაპტაცია და მიიღოს ადამიანების დამაინფიცირებელი შტამის ფორმა. მას შემდეგ, რაც მოხდება ეს ადაპტაცია, ის უკვე აღარ იქნება ფრინველის გრიპის ვირუსი, არამედ გახდება გრიპის ვირუსი, რომელიც ადამიანებს დააინფიცირებს. გრიპის პანდემიას იწვევს ის ვირუსები, რომლებმაც განიცადეს ადაპტაცია ადამიანის ორგანიზმის მიმართ.

2. გრიპის პანდემია განმეორებადი მოვლენაა
გრიპის პანდემია იშვიათი, მაგრამ განმეოერებადი მოვლენაა. გასულ საუკუნეში იყო სამი ასეთი პანდემია : ”ესპანური გრიპი” (იგივე ისპანკა) – 1918 წელს, ”აზიური გრიპი” - 1957 წელს და ”ჰონკონგის გრიპი” – 1968 წელს. 1918 წელს გრიპის პანდემიამ შეიწირა 40-50 მლნ. ადამიანის სიცოცხლე მსოფლიოს მასშტაბით. იგი დღემდე ითვლება ისტორიაში ადამიანების მასიური სიკვდილობის ყველაზე უფრო მსხვილ მიზეზად. შემდგომი პანდემიები საგრძნობლად უფრო სუსტი გამოდგა: დაახლოებით 2 მლნ ადამიანის სიკვდილობა 1957 წელს და ერთი მლნ -1968 წელს.
პანდემია იწყება მაშინ, როცა გამოჩნდება გრიპის ახალი ვირუსი და იწყებს ადვილად გავრცელებას ჰაერ-წვეთოვანი გზით ხველების ან დაცემინების გზით იმდენად, რამდენადაც ეს ვირუსი ახალია, ადამიანის იმუნურ სისტემას ამ ეტაპზე ჯერ არ აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი ვირუსის მიმართ. პანდემიის შემთხვევაში ადამიანებს შორის დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე ჩვეულებრივი გრიპის შემთხვევაში.

3. დღეს, შესაძლოა, მსოფლიო კვლავ დგას მოსალოდნელი პანდემიის წინაშე
ჯანდაცვის სპეციალისტები თითქმის 5 წელია აწარმოებენ დაკვირვებას ახალი და განსაკურებით საშიში გრიპის ვირუსის შტამზე - H5N1. 1997 წელს ჰონკონგში ამ შტამით დაინფიცირდა 28 ადამიანი, რომელთაგანაც 6 დაიღუპა. 2000 წლიდან ეს ვირუსი შინაური ფრინველების დაავადების სერიოზული აფეთქების მიზეზი გახდა. 2003 წლის დეკემბერში გამოვლენილი იქნა დაინფიცირების შემთხვევები იმ ადამიანებში, რომლებიც მუშაობდნენ დაავადებულ ფრინველებთან. მას შემდეგ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა ანალიზებმა დაადასტურა აზიის 4 ქვეყანაში (ვიეტნამი, ინდონეზია, კამბოჯა, ტაილანდი) ადამიანებში ფრინველის გრიპით დასნებოვნების 100-ზე მეტი შემთხვევა, რომელთაგანაც ნახევარი ლეტალური გამოსავლით დასრულდა. უმეტეს შემთხვევებში იგი გამოვლინდა ბავშვებში და ახალგაზრდა ასაკის მოზრდილებში, რომლებიც ადრე არ ავად არ ყოფილან. საბედნიეროდ ეს ვირუსი ადვილად არ გადაეცემა ფრინველიდან ადამიანს და ადვილად არ ვრცელდება ადამიანებს შორის. თუკი შტამი H5N1 გახდება ისეთივე გადამდები, როგორც ჩვეულებრივი გრიპის ვირუსი, ამან შეიძლება საფუძველი დაუდოს ახალ პანდემიას.

4. პანდემია შეეხება ყველა ქვეყანას
მას შემდეგ, რაც გაჩნდება ადამიანიდან ადამიანზე ადვილად გადაცემადი ვირუსი, მისი გავრცელება მთელი მსოფლიოს მასშტაბით გარდაუვალი გახდება. ქვეყნებს შეუძლიათ შეაფერხონ საკუთარ ტერიტორიებზე ვირუსის გამოჩენა ისეთი ღონისძიებების გატარებით, როგორიცაა საზღვრების დაკეტვა, საზღვარგარეთ მგზავრობაზე შეზღუდვების დაწესება, თუმცა მას ბოლომდე ვერ შეაჩერებენ. გასულ საუკუნეებში პანდემიები მთელს პლანეტაზე ვრცელდებოდა 6-9 თვის განმავლობაში. იმ პეროდში საერთაშორისო მგზავრობა უპირატესად ხდებოდა საზღვაო გზებით. დღევანდელი ტემპებისა და საჰაერო ტრანსპორტით განხორციელებადი საერთაშორისო გადაზიდვების მოცულობების გათვალისწინებით, მოსალოდნელია ამ ვირუსის უფრო სწრაფი გავრცელება, რის შედეგადაც იგი ალბათ, სამ თვეში შეაღწევს ყველა კონტინენტში.

5. დაავადება მიიღებს ფართომასშტაბიან ხასიათს
იმდენად, რამდენადაც ამ პანდემიური გრიპის ვირუსის წინააღმდეგ ადამიანების უმრავლესობას არ ექნება გამომუშავებული არანაირი იმუნიტეტი, ინფიცირებისა და ავადობის მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ჩვეულებრივი გრიპის დროს. ამჟამინდელი პროგნოზები მომავალი პანდემიის შესახებ იძლევა შემდეგი დასკვნის გაკეთების საფუძველს: მოსახლეობის უმრავლესობას დასჭირდება სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ამა თუ იმ ფორმით, რასაც გაწვდება მხოლოდ ის ქვეყნები, რომელთაც აქვთ შესაბამისად განვითარებული ინფრასტრუქტურის ობიექტები, მოწყობილობები და ადგილები სტაციონარებში. ასეთი ქვენების რიცხვი კი არც ისე ბევრია.

6. სამედიცინო მოხმარების საგნების მარაგი საკმარისი არ იქნება
პანდემიის დასაწყის ეტაპზე და მრავალი თვის განმავლობაში ყველა ქვეყანაში იქნება ნაკლებობა ვაქცინებისა და ანტივირუსული პრეპარატების მარაგის მხრივ. ეს არის სამედიცინო დანიშნულების ორი უმთავრესი პროდუქტი, რომელთაც შეუძლიათ შეამცირონ ავადობა და სიკვდილობა პანდემიის დროს. სწორედ ვაქცინები ასრულებენ მოსახლეობის ”დაცვის წინა ხაზის” ფუნქციას. დღევანდელი ტენდენციებიდან გამომდინარე, მთელი პანდემიის განმავლობაში მრავალი განვითარებადი ქვეყანისათვის ხელმისაწვდომი არ იქნება ვაქცინები.

7. პანდემია გამოიწვევს დიდი რაოდენობის ადამიანების სიკვდილობას
წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, სხვადასხვა პანდემიების დროს სასიკვდილო გამოსავლის რიცხვი მერყეობს ფართო საზღვრებში. სიკვდილობის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს 4 ფაქტორი: ინფიცირებული ადამიანების რიცხვი, ვირუსის ვირულენტობა, მოსახლეობის საწყისი მახასიათებლები და დაზიანებადობა, პროფილაქტიკური ღონისძიებების ეფექტურობა. შეუძლებელია მოსალოდნელი სიკვდილობის დონის წინასწარ ზუსტი განსაზღვრა მანამდე, სანამ არ დაიწყება პანდემიური ვირუსის გავრცელება. ყველა შეფასება ამ მხრივ ჰიპოთეზურ ხასიათს ატარებს.
ჯანმო, ამ თვალსაზრისით, იყენებს შედარებით ფრთხილ შეფასებას - 2-7,4 მლნ მოსალოდნელი სიკვდილობა, რაც პრაქტიკული და სინამდვილესთან ახლომდგომი ორიენტირია მომავალი სამუშაოების დაგეგმვის თვალსაზრისით. ამ შეფასებას საფუძვლად უდევს 1957 წლის შედარებით სუსტი პანდემიის მონაცემები. 1918 წლის უფრო ვირულენტური ვირუსის შტამის საფუძველზე გაკეთებული გაანგარიშებების შეფასება მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო. დღემდე ითვლება, რომ 1918 წლის პანდემია ატარებდა გამონაკლის ხასიათს.

8. მოხდება სოციალურ-ეკონომიკური კავშირების მნიშვნელოვანი რღვევა
ითვლება, რომ მოსალოდნელი ავადობისა და სამსახურებში გამოუცხადებლობის დონე იქნება მაღალი, რაც ხელს შეუწყობს სოციალურ-ეკონომიკური კავშირების მოშლას. ძველ დროში პანდემიები მთელს მსოფლიოში ვრცელდებოდა ორ ან სამ ტალღად. ამჯერადაც არ არის მოსალოდნელი, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანას და ცალკე აღებული ქვეყნის ყველა რაიონს სერიოზული საფრთხე ერთსა და იმავე დროს შეეხება. სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის დარღვევებს ექნება დროებითი ხასიათი, თუმცა დღევანდელი სამრეწველო და კომერციული სისტემების მჭიდრო კავშირებისა და ურთიერთდამოკიდებულების პირობებში ისინი შეიძლება გაძლიერდეს. სამსახურში გამოუცხადებლობა განსაკუთრებით მტკივნეულად აისახება ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ენერგომომარაგება, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა.

9. პანდემიისათვის უნდა მოემზადოს ყველა ქვეყანა
პანდემიური გრიპის საშიშროებაზე რეაგირების ფარგლებში ჯანმო აქვეყნებს რეკომენდებული სტრატეგიული ღონისძიებების სერიას. ეს ღონისძიებები ითვალისწინებს სხვადასხვა ”თავდაცვის ეშელონების” შექმნას, რომელიც ასახავს ცვალებადი სიტუაციის სირთულის ხარისხს. ჯანმო-ს მიერ რეკომენდებული ღონისძიებები მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ეტაპზე იქნება სხვადასხვა: დღევანდელ ეტაპზე, როცა უნდა ავიცილოთ პანდემია თავიდან, პანდემიური ვირუსის გამოჩენის ეტაპზე, გამოცხადებული პანდემიის ეტაპზე და შემდგომ მთელს მსოფლიოში გავრცელების ეტაპებზე.

10. ჯანმო რეგულარულად შეატყობინებს მსოფლიო საზოგადოებას პანდემიის საშიშროების ზრდის შესაბამისად
ჯანმო მჭიდროდ თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროებთან და სხვადასხვა სახელმწიფოებრივ სამედიცინო-სანიტარულ ორგანიზაციებთან ქვეყნებისათვის დახმარების აღმოჩენისა და გრიპის შტამების ცირკულაციაზე ეპიდზედამხედველობის სისტემის გაძლიერების მიზნით. ვირუსის პანდემიის სწრაფი აღმოჩენისათვის საჭიროა ეპიდზედამხედეველობის სწრაფად რეაგირებადი სისტემები, რომლებიც შესაძლებელს გახდიან ვირუსის ახალი შტამების გამოვლენას. პანდემიისათვის მომზადების უზრუნველსაყოფი სამუშაოების გასაადვილებლად ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული იქნა 6 ცალკეული ეტაპი. თითოეული მათგანისათვის განისაზღვრა მთავრობების, მრეწველობისა და ჯანმო-ს პირადი როლი. ამ კლასიფიკაციის მიხედვით, დღევანდელი სიტუაცია იმყოფება მესამე ეტაპზე: ახალი ვირუსი წარმოადგენს ადამიანების დაინფიცირების მიზეზს, მაგრამ იგი ადვილად არ გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს.

http://www.who.int

2006.01.14


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006