logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ფრინველის გრიპი და მისი თავიდან აცილების ღონისძიებები

ფრინველის გრიპი არის ვირუსით გამოწვეული ფრინველის ინფექციური დაავადება, რომელიც მაღალი სიკვდილობით ხასიათდება.
დაავადების დასაწყისში ფრინველში წყდება კვერცხის დება, ფრინველი დგას ჩამოშვებული თავით და დახუჭული თვალებით, ნისკარტიდან აღენიშნება შესქელებული ლორწოს დენა. ცხვირის ნაპრალები ამოვსებულია ანთებითი ექსუდატით, სუნთქვა გახშირებულია, ტემპერატურა 44 გრადუსამდე მატულობს. დაავადების მწვავე ფორმისას აღინიშნება აგრეთვე დიარეა, განავალი თხიერი მოყავისფრო-მწვანე შეფერილობისაა, სიკვდილის წინ შეიძლება აღინიშნოს კრუნჩხვები.
ფრინველის გრიპის (Avian influenza A -H5N1) ეპიზოოტია დაფიქსირდა რუსეთში და ყაზახეთში. სავარაუდოა, რომ ფრინველებისათვის მაღალპათოგენური H5N1 გრიპის ვირუსი გადამფრენი ფრინველის მიერ იქნა შეტანილი ჩინეთიდან.
ადამიანის დაავადების შემთხვევები ამ ქვეტიპის (H5N1) ფრინველის გრიპის ვირუსით 2004-2005 წლებში აღწერილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, ძირითადად ვიეტნამსა და ტაილანდში.
აღნიშნული შემთხვევები დაემთხვა აზიის ქვეყნებში შინურ ფრინველთა შორის მიმდინარე ეპიზოოტიას, რომელიც ფრინველთათვის უპრეცენდენტოდ მაღალი პათოგენობის მქონე H5N1 ვირუსის გავრცელებას უკავშირდება. ფრინველთა შორის ინფექციის გავრცელებას ადგილი აქვს კორეის რესპუბლიკაში, ვიეტნამში, ჩინეთში, იაპონიაში, ტაილანდსა და კამბოჯაში. გამომწვევი აღმოჩენილი იქნა აგრეთვე თურქეთში (შინაურ ფრინველებში) და რუმინეთში. მილიონობით ფრთა ფრინველი განადგურდა დაავადების გამო.
ვირუსი ბუნებაში ძირითადად გამოიყოფა დაავადებული ფრინველის ექსკრემენტებით. ადამიანთა ამ ვირუსით დაავადების მიზეზია ცოცხალ, დაავადებულ შინაურ ფრინველთან მჭიდრო კონტაქტი ანტისანიტარიულ პირობებში ან თერმულად დაუმუშავებელი ფრინველის საკვებად მიღება. აღნიშნულის გამო აიკრძალა ცოცხალი ფრინველის ბაზრობების გამართვა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყნის მთავრობამ დააწესა სავაჭრო შეზღუდვა, ჯანმო მიიჩნევს, რომ დამუშავებული ფრინველის ხორცი (როგორც გაყინული ასევე მოთუშული) და კვერცხი, მოწოდებული იმ ქვეყნებიდან, სადაც მიმდინარეობს ეპიზოოტია, არ წარმოადგენს რისკს საზოგადოების ჯანმრთელობისათვის. დაავადება ადამიანებში ხასიათდება მძიმე კლინიკური მიმდინარეობით და მაღალი სიკვდილიანობით.
ამჟამად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არ გააჩნია მტკიცებულება ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესახებ. ჯანმოს ლაბორატორიათა ქსელში ჩატარებული კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ ახალი ვირუსი მნიშვნელოვნად განსხვავდება H5N1 ვირუსების დღემდე ცნობილი აზიური შტამებისაგან, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება ვაქცინათა მწარმოებელთათვის.
მიმდინარე ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლება ამკაცრებს კონტროლს საზღვარზე და ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო წამალ ”ტამიფლუს“ იმარაგებს. ამ წამალს უკვე რამდენიმე წელია ამზადებენ შვეიცარიაში და გრიპის А და B ვირუსთან ბრძოლისთვის არის განსაზღვრული. უკვე დამტკიცებულია, რომ "ტამიფლუ" ეწინააღმდეგება ვირუსის გამრავლებას ორგანიზმში და შემდგომ გართულებებს. პრეპარატის შესაძენად სახელმწიფომ 700 ათასი ევრო გამოყო, რაც საჭიროების შემთხვევაში 100 ათასი ადამიანის განკურნებისათვის საკმარისი იქნება. პრეპარატი სააფთიაქო ქსელშიც გაიყიდება. საქართველოში ”ტამიფლუ“ 3 თვეში შემოვა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ასევე აპირებს დაჩქარებულად მოამზადოს და მოსახლეობაში გაავრცელოს სპეციალური ბუკლეტები, სადაც დეტალურად იქნება მითითებული სასიკვდილო ვირუსის სიმპტომები და მისგან თავის დაცვა.
ჯანმო-ს რეკომენდაციების მიხედვით, ფრინველის გრიპის თავიდან ასაცილებლად საჭიროა განხორციელდეს შემდეგი პროფილაქტიკური ღონისძიებები:
• ახალდახოცილ ფრინველებთან საჭიროა დაცული იქნას ჰიგიენური წესები. ყურადღება უნდა მიექცეს ნანადირევის ლორწოვანზე და შინაგან ორგანოებზე სისხლჩაქცევების არსებობას. ეს პირდაპირ მიუთითებს დაავადებაზე;
• არ უნდა მოხდეს სხეულის დაუცველი ადგილების დაბინძურება ფრინველის სისხლით, ლორწოთი და ექსკრემენტით. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ფერმაში მომუშავე პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით: დამცავი ტანსაცმელით (უმჯობესია კომბინიზონი და წყალგაუმტარი წინსაფარი, ან ქირურგიული ხალათი გრძელი სახელოებით, და ასევე წყალგაუმტარი წინსაფრი), ერთჯერადი ხელთათმანებით, ნიღაბით (მინიმალური მოთხოვნაა კარგად მორგებული ქირურგიული ნიღაბი, ხოლო თუკი შესაძლებელია - #95 ნიღაბი), სათვალეებით, ჩექმებით ან ფეხსაცმლის დამცავი ბახილებით, რომლებიც ექვემდებარება დეზინფექციას;
• ზემოთ ჩამოთვლილი დაცვის ინდივიდუალური საშუალებები - პირბადეები, ნიღაბი, რეზინის ხელთათმანები, უნდა ვიხმაროთ გარემოს/სამუშაო ტერიტორიის დასუფთავების დროსაც;
• დაავადებულ ფრინველთან კონტაქტში მყოფ ყველა პირისათვის აუცილებელია ხელების საფუძვლიანად დაბანა საპნით; ხოლო დამხარისხებელთა და გადამზიდველთათვის, მანიპულაციების დამთავრების შემდეგ, ხელის დამუშავება დეზინფექტანტით;
• ნანადირევის დამუშავების დროს აკრძალულია მოწევა, საკვების და სასმელების მიღება;
• გრიპის ვირუსი ადვილად ნადგურდება გაცხელების დროს და პროდუქტის გაცხელებას (700C-ზე), ასე რომ თერმულად დამუშავებული ფრინველის ხორცი საშიშროებას აღარ წარმოადგენს ადამიანისათვის.
• კატეგორიულად იკრძალება თოლიებისა და სხვა გარეული ფრინველების კვერცხების შეგროვება და საკვებად გამოყენება.
• თუ მონადირეს გარეულ ფრინველზე ნადირობის შემდეგ გამოუვლინდა გრიპის სიმპტომები, გამოიძახეთ ექიმი, აუხსენით დაწვრილებით სად და როგორი კონტაქტი ჰქონდა გარეულ ფრინველებთან.
• ყველა პირი, რომელიც კონტაქტში იყო, ან მუშაობს ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით საეჭვო ფერმაში, ექვემდებარება სამედიცინო მეთვალყურეობას. ინფექციური მასალის შესუნთქვის შესაძლო რისკის ქვეშ მყოფ პირთათვის, რეკომენდებულია პროფილაქტიკა ანტივირუსული პრეპარატებით;
• ასევე, აუცილებელია მათი იმუნიზაცია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებული გრიპის ვაქცინით, ადამიანისა და ფრინველის გრიპის ვირუსით ერთდროული ინფიცირებისა და ვირუსის გენომის ცვალებადობის რისკი შემცირების მიზნით;
• დამატებით უნდა განხორციელდეს მონიტორინგი ფერმის თანამშრომელთა ოჯახის წევრებზე, რომლთაც გარკვეული პათოლოგიური ცვლილებები (რესპირატორული მოვლენები, გრიპის მსგავსი სინდრომი, ან თვალის ინფექცია). ინფიცირებულ ფრინველთან სამუშაოდ არ დაიშვებიან გრიპით დაავდების მაღალი რისკის მქონე პირები (იმუნოდეფიციტი, 60 წელზე მეტი ასაკი, გულის ან ფილტვების ქრონიკული დაავადება);
• კონტაქტში მყოფთა და ვეტერინართა სეროლოგიული ზედამხედველობის განხორციელება;
• სპეციალურად განსაზღვრულ ლაბორატორიებში ცხოველთა (ღორების ჩათვლით) სისხლისა და გვამური მასალის ნიმუშების (ნაწლავთა შეგთავსი, ნაცხები, ტრაქეა, ფილტვი, ნაწლავი, ელენთა, თირკმელი, ტვინი, ღვიძლი და გული) შეგროვება მათი ვირუსის ახალ შტამებზე გამოსაკვლევად.
• გადამფრენი ფრინველების მიერ ინფექციის შემოტანის და გავრცელების რისკის შემცირების მიზნით, ადგილობრივმა მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს შინაური ფრინველის კონტაქტი იმ წყალსატევებთან, სადაც გარეული ფრინველები იმყოფებიან.
• ფრინველის გრიპის საეჭვო შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ადგილობრივ ვეტერინარულ და საზოგადობრივი ჯანდაცვის სამსახურებს და მიაწოდეთ სრული ინფორმაცია შემთხვევის შესახებ.
გახსოვდეთ,
დაიცავით პროფილაქტიკური ღონისძიებები და დაცული იქნებით ფრინველის გრიპით დაავადებისაგან.

2006.01.06


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006