ევროპელი მეცნიერების აზრით, იმ ქალებში, რომლებიც იმყოფებიან კლიმაქტერულ პერიოდში, მატულობს სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის ასთმის განვითარების რისკი.
კვლევამ, რომელშიც მონაწილეობდა 1 200 ქალი, დაადგინა, რომ კლიმაქსის დაწყებიდან 6 თვეში მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს აღენიშნათ ფილტვების ფუნქციის გაუარესება. ამასთან, რისკი უფრო მაღალი აღმოჩნდა დაბალი სხეულის მასის ინდექსის მქონე ქალებში. კვლევის მსვლელობისას მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასეთ პაციენტებში (სხეულის მასის ინდექსი <23), სასუნთქი გზების დაავადებების რისკი ოთხჯერ აღემატებოდა უფრო მაღალი წონის მქონე ქალებში არსებულ რისკს.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს დაკავშირებულია ესტროგენის დონის დაქვეითებასთან. სწორედ ამიტომ, სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ კლიმაქტერულ პერიოდში შემცვლელი ჰორმონალური თერაპიის პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც დაფუძნებულია ესტროგენზე. თუმცა, მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა, რომ ესტროგენული პრეპარატების მიღება შესაძლოა ნეგატიურად აისახოს საშვილოსნოს ენდომეტრიუმის მდგომარეობაზე. ამის გამო, აუცილებელია ესტროგენთან ერთად ჰესტაგენების მიღებაც.
http://www.medlinks.ru
2008.02.11