logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    როგორ დავიცვათ მხედველობა კომპიუტერისაგან

ბავშვებისა და მოზარდების უმრავლესობა სხვადასხვა სახის გასართობს შორის კომპიუტერს ირჩევს. ის სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამიტომ მშობლებს არ შეიძლება არ აწუხებდეთ ის პრობლემები, რაც მოსდევს კომპიუტერის ეკრანის წინ ხანგრძლივად ჯდომას. მშობლებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება, თუ რა დროს ატარებს მათი ბავშვი კომპიუტერთან.
რა არის ე.წ. CVS სინდრომი და როგორ დავიცვათ ბავშვები მისგან?
CVS სინდრომი არის გარკვეული მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია კომპიუტერთან ხანგრძლივი ჯდომით და გულისხმობს მხედველობის გადაძაბვას. კომპიუტერის ეკრანზე არსებული სიტყვები და ნახატები მსუბუქად ციმციმებენ, რაც იწვევს მხედველობის დაძაბვას. მას ხელს უწყობს თვალის კაკლის გამოშრობაც, რომელიც ვითარდება იმის გამო, რომ ადამიანი კომპიუტერთან მუშაობის დროს თვალს უფრო იშვიათად ახამხამებს. ტენი აუცილებელია მხედველობის აპარატის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. CVS სინდრომის გამომწვევი კიდევ ერთი ფაქტორია კომპიუტერთან მუშაობისათვის არასწორად შერჩეული სათვალეები ან კონტაქტური ლინზები. ბავშვი ცდილობს დაჯდეს მოხერხებულად, რათა უკეთ დაინახოს მონიტორზე გამოსახული ინფორმაცია. ეს იწვევს როგორც მხედველობის დაძაბვას, ასევე ტანადობის დარღვევას. მართალია, ეს დროებითია, მაგრამ თუკი მხედველობის სისტემა დიდხანს იქნება ასეთ მდგომარეობაში, მოხდება მხედველობის გაუარესება.


CVS -ის სიმპტომებია:



  • ჩაწითლებული, გაღიზიანებული თვალები;

  • დაღლილი მზერა;

  • სინათლეზე მომატებული მგრძნობელობა;

  • ცრემლიანი თვალები;

  • ტკივილი კისრის, ზურგის და ბეჭების არეში;

  • კუნთოვანი სპაზმები;

  • თავისა და კუჭის ტკივილი, გულისრევა.



აი ის უმარტივესი რჩევები მშობლებს, რათა დაეხმარონ თავის შვილებს მხედველობის შენარჩუნებაში:



  • არ გააკეთოთ ეკონომია მონიტორის შერჩევისას;

  • ამოირჩიეთ მონიტორი გამოსახულების განახლების მაღალი სიხშირით, წერტილების ახლო განლაგებით და ეკრანის დიდი ზომის დაყენების შესაძლებლობით;

  • ხშირად გაასუფთავეთ მტვრისაგან მონიტორის ეკრანი;

  • მონიტორი მოთავსებული უნდა იყოს ბავშვის თვალის დონიდან ოდნავ დაბლა;

  • თვალისათვის ყველაზე უვნებელია - ღია ფონზე მუქი ასოები;

  • შეამცირეთ ეკრანის ციმციმი, შეამცირეთ ზედა განათება, თავი შეიკავეთ მაგიდის ლამპისაგან, მინიმუმამდე დაიყვანეთ მზის სინათლის ზემოქმედება (მაგ. დააბნელეთ ფანჯარა);

  • გამოიმუშავეთ გამართულად ჯდომის ჩვევა: ბავშვი უნდა იჯდეს სწორად, კომპიუტერისაგან არანაკლებ 50 სმ-ის დაშორებით, არ გადაიხაროს წინ;

  • შეახსენეთ ბავშვს, რომ ხშირად მოაშოროს თვალი კომპიუტერს, გაიხედოს შორს, გაიზმოროს, ხშირად ახამხამოს თვალები, რაც დაიცავს მის თვალებს გამოშრობისაგან;

  • შეამოწმეთ სათვალეები და კონტაქტური ლინზები: აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია მხედველობის სიმახვილის ცვლილებების დროულად აღმოსაჩენად.

  • კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ოკულისტთან რეგულარული ვიზიტი.


დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ ღონისძიებების დაცვა თავიდან ააცილებს თქვენს ბავშვს მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

http://ura-inform.com

2005.11.22


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006