logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დიაბეტის მკურნალობა კუჭის ელექტროსტიმულაციით

ამერიკელი მეცნიერები იწყებენ იმპლანტაციური მოწყობილობის კლინიკურ გამოცდას, რომელიც მიმართული იქნება კუჭის ელექტროსტიმულაციისაკენ. ეს მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს დაეხმარება სისხლში გლუკოზის დონის ნორმალიზებაში. მეცნიერების მონაცემებით, ახალი მეთოდიკა უკვე დაეხმარა დიაბეტით დაავადებულ რამდენიმე ადამიანს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებასა და წამლის დოზის შემცირებაში.
იმპლანტაციური მოწყობილობა, რომელიც მობილური ტელეფონის ზომისაა, აღჭურვილია 6 ელექტროდით: 2 მათგანი არეგისტრირებს კუჭის კედლის მუსკულატურის შეკუმშვას საკვების მიღების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 4 ელექტროდი კი, პირველი ჯგუფისგან სიგნალის მიღების შემდეგ, ზემოქმედებას ახდენს ნერვულ ბოჭკოებზე, რომლებიც კუჭიდან თავის ტვინისკენ მიემართებიან.
თავდაპირველად ითვლებოდა, რომ თავის ტვინის დამატებითი სტიმულაცია იწვევს საკვებით დაკმაყოფილების შეგრძნების სწრაფად დადგომას, მოხმარებული საკვების რაოდენობის შემცირებას და წონის დაქვეითებას. თუმცა, როგორც ახალმა კვლევებმა აჩვენეს, მოსალოდნელი ეფექტი საკმაოდ უმნიშვნელო აღმოჩნდა. ამავე დროს, ექსპერიმენტის შედეგად გამოვლინდა არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ: კვლევაში მონაწილე ყველა პაციენტში შეიმჩნეოდა სისხლში გლუკოზის დონის მნიშვნელოვანი შემცირება.
ამგვარად, ახალი მეთოდიკა შესაძლოა აღმოჩნდეს ძალზე ეფექტური მეორე ტიპის დიაბეტის მკურნალობაში, რომელიც დაკავშირებულია ჰორმონ ინსულინზე მგრძნობელობის თანდათანობით დაკარგვასთან. ჰორმონი, თავის მხრივ, განაპირობებს უჯრედების მიერ გლუკოზის შეთვისებას.
ვანდერბილტის უნივერსიტეტის თანამშრომლისა და კვლევის ხელმძღვანელის, დოქტორ უილიამ რიჩარდსის თქმით, ამ მოულოდნელი ეფექტის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, თავის ტვინის დამატებითი სტიმულაცია შესაძლოა იწვევდეს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას და ორგანიზმის უჯრედების მიერ შეთვისებული გლუკოზის რაოდენობის გაზრდას.
კვლევის ახალი ეტაპისთვის მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მსურველებს 18-დან 70 წლამდე, რომლებიც დაავადებული არიან მეორე ტიპის დიაბეტით და აქვთ ჭარბი წონა. კვლევის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ იმპლანტაციური მოწყობილობის ჩანერგვა ხდება ზოგადი ანესთეზიით და ოპერაციის ხანგრძლივობა შეადგეს 1 საათს.

http://www.medlinks.ru

2007.12.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006