logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    6 წესი ჯანსაღი კბილების შესახებ

კარიესი არის დაავადება, რომლის დროსაც ადგილი აქვს კბილის მაგარი ქსოვილის თანდათანობით რღვევას, რასაც შედეგად მოსდევს ღრუს გაჩენა კბილში.
ჭამის შემდეგ პირის ღრუში, კბილებზე, ლოყის შიგნითა ნაწილზე და ენაზე რჩება საკვების უმცირესი ნარჩენები, რომლებიც ქმნიან შესანიშნავ საკვებ გარემოს ბაქტერიების განვითარებისთვის. ამ მხრივ, ყველაზე მეტად “საშიშია” რაფინირებული საკვები ნახშირწყლების მაღალი შემადგენლობით. სწორედ ნახშირწყლებით იკვებებიან ბაქტერიები. ამ დროს გამოიყოფა რძემჟავა, რაც არღვევს კბილის ემალს და იწვევს ღრძილების ანთებას.
არსებობს რამდენიმე წესი, რომლის დაცვაც ადამიანებს დაეხმარება ჯანსაღი კბილების შენარჩუნებაში.
წესი პირველი: ჰიგიენა
სტომატოლოგები გამუდმებით იმეორებენ, რომ ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად აუცილებელია პირის ღრუს რეგულარული და სწორი მოვლა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ყოველდღიური ჰიგიენური წესების დაცვა სტომატოლოგის ჩარევის აუცილებლობას 75-80%-ით ამცირებს. საქმე მხოლოდ კბილის პასტისა და ჯაგრისის ხარისხში როდია, პირის ღრუს მოვლა მოიცავს მთელ რიგ წესებს, რომელთა დაცვა აუცილებელია მთელი დღის განმავლობაში.
ესენია: კბილების საგულდაგულო გაწმენდა მინიმუმ 2-ჯერ დღეში; პირის ღრუს გაწმენდა საკვების ყოველი მიღების შემდეგ (კბილების გახეხვა ან უშაქრო საღეჭი რეზინის გამოყენება); კბილთაშორისი სივრცის მოვლა კბილების სპეციალური ძაფის დახმარებით; რეგულარული ვიზიტები სტომატოლოგთან.
წესი მეორე: კვება
კარიესის პროფილაქტიკაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს რაციონალური საკვების მიღებას. ამ მხრივ მთავარ როლს ორი ფაქტორი ასრულებს: სრულფასოვანი საკვები პროდუქტების შერჩევა და ნახშირწყლების ზომიერი მოხმარება. 3-4 ჯერადი კვება დღეში უნდა ითვალისწინებდეს პროდუქტების ოთხ ძირითად ჯგუფს. ესენია: პურეული, რძის ნაწარმი, ხორცი და ხილ-ბოსტნეული.
დაავადების გამომწვევი ნადებისგან კბილების გაწმენდისა და ღრძილების გამაგრების მიზნით მიზანშეწონილია მაგარი საკვების, კერძოდ; ვაშლის, სტაფილოს და სხვა ხილის/ბოსტნეულის მიღება უმ მდგომარეობაში.
კბილების მთავარ საშენ მასალას წარმოადგენს კალციუმი. იგი შედის თხილის, მწვანე ბოსტნეულის, რძის და რძის პროდუქტების (განსაკუთრებით უცხიმო), აგრეთვე ნებისმიერი სახის ყველის შემადგენლობაში.
წესი მესამე: საკვების ტემპერატურა
ძალზე ცივი, ასევე ძალზე ცხელი საკვები სახიფათოა კბილის ემალისთვის. კიდევ უფრო საშიშია ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა. ამის შედეგად, კბილის ემალზე წარმოიქმნება მიკრობზარები.
წესი მეოთხე: ღრძილების მოვლა
ვინაიდან ღრძილების ლორწოვანი გარსი იცავს პირის ღრუს მიკრობებისგან, ის განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. ღრძილების სისხლდენა და ანთება წარმოადგენს პირის ღრუს უსიამოვნო სუნის და ჯანსაღი კბილების ამოვარდნის ერთ-ერთ მიზეზს. გარდა ამისა, ღრძილების დაავადებებს შემდეგი ფაქტორებიც განაპირობებენ: პირის ღრუს დაბალი ჰიგიენა; მოწევა, მოხმარებული საკვების სპეციფიკა; ვიტამინების უკმარისობა.
წესი მეხუთე: ფტორი
ფტორი ასევე ითვლება აუცილებელ მიკროელემენტად ჯანსაღი კბილების შენარჩუნებაში. ამჟამად არსებობს მრავალი საშუალება, რომელიც შეიცავს ფტორს, ესენია: კბილის პასტები, პოლივიტამინების კომპლექსი, ელექსირები, საღეჭი რეზინები. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ფტორის დიდი რაოდენობა ისევე ვნებს ორგანიზმს, როგორც მისი უკმარისობა.
წესი მეექვსე: რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან
რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან პირველ რიგში აუცილებელია იმიტომ, რომ
პროფესიონალური გაწმენდა ყველა კბილის პასტაზე უკეთესად უზრუნველყოფს ნადების მოშორებას. მეორე, მხოლოდ ექიმს შეუძლია კარიესის დროული აღმოჩენა და მისი განვითარების შეჩერება. მესამე, მცოდნე და გამოცდილი სპეციალისტი რეკომენდაციას მისცემს პაციენტს როგორც კბილის პასტის, ასევე ჰიგიენის სხვა საშუალებების ამორჩევაში, რომელიც სწორედ ამ კონკრეტული პაციენტისთვის იქნება შესაფერისი.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა რეკომენდაცია სრულებითაც არ წარმოადგენს ექიმის დემაგოგიას. პირის ღრუს რეგულარული მოვლა ადამიანებს დაეხმარება ფინანსების დაზოგვაში, სტომატოლოგთან ვიზიტი იქნება მხოლოდ პროფილქატიკური და უზრუნველყოფს კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობას.

http://www.medinfo.ru

2007.12.05


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006