logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    კომპიუტერული დამოკიდებულებით დაავადება

ეკატერინბურგელმა მეცხრეკლასელმა მოსწავლემ მონიტორთან 12 საათის განმავლობაში ჯდომის შემდეგ გონება დაკარგა და გონზე მოუსვლელად ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა რეანიმაციაში იშემური ინსულტის დიაგნოზით.
როგორც ირკვევა, ყმაწვილი მთელ თავისუფალ დროს კომპიუტერულ კლუბში ატარებდა. იგი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, ნევროპათოლოგთან აღრიცხვაზე არ მდგარა. მის ორგანიზმში შესამჩნევი გადახრები გაკვეთისას არ შეუმჩნევიათ. ექიმები აღნიშნავენ, რომ ბიჭის ტვინი დიდხანს ვერ იღებდა საჭირო რაოდენობით ჟანგბადს, იგი ვერა და ვერ მოწყდა კომპიუტერულ თამაშს... გამოცდების შემდეგ მოსწავლის ორგანიზმი ისედაც გამოფიტული იყო, ხოლო თამაშებისგან მიღებულმა ემოციურმა სტრესმა მას პირდაპირ ბოლო მოუღო. ექიმების დასკვნით, ინსულტის მიზეზი კომპიუტერული თამაშებით უსაზღვრო გატაცება გახდა...
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომპიუტერული კლუბების უმეტესობა სანიტარულ ნორმებს ვერ აკმაყოფილებს, მონიტორები მოძველებულია, მძლავრია მათი ელექტრომაგნიტური გამოსხივება, დარბაზი ცუდად ნიავდება და ა.შ - ეს ყველაფერი, ცხადია, აისახება ბავშვთა ჯანმრთელობაზე.
ახლა, არდადაგებზე, მშობლები კიდევ უფრო ყურადღებიანი უნდა იყვნენ შვილებისადმი, რომელთაც მეტი დრო აქვთ და კომპიუტერებს არ შორდებიან.
დღე და ღამე კომპიუტერს მიმჯდარი ბავშვი გამუდმებით თავის ტვინის ერთსა და იმავე ზონას ტვირთავს, რაც სისხლის მიმოქცევას არღვევს. ამას სულ სხვადასხვა რამ მოჰყვება: თავის ტკივილი, დაღლილობა, მხედველობის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება, თვით გულის შეღონებისა და ეპილეფსიური შეტევების ჩათვლით.
განსაკუთრებით საშიშია კომპიუტერული ნარკომანია მაშინ, როცა ბავშვებს არასახარბიელო მემკვიდრეობითობა და ქრონიკული დაავადებები აღენიშნება.
ვირტუალურ სამყაროში თავიან-ტანიანად ჩაფლული მოზარდები ორიენტირებს კარგავენ, ავიწყდებათ, თუ როგორ იურთიერთონ ადამიანებთან, როგორ მოიქცნენ რეალურ სამყაროში.
კომპიუტერული დამოკიდებულებით არის დაავადებული ყმაწვილი, თუკი ის გულჩახვეული, უკარება, პირქუში გახდა ან, პირიქით, ნერვული და ზედმეტად აგზნებული; ცუდად სძინავს; მიატოვა ჩვეულებრივი საკეთებელი - ეზოში ჩასვლა, მეგობრებთან დარეკვა; ფულის მოპარვა დაიწყო; გიმალავთ, რამდენ ხანს ზის კომპიუტერთან; ხშირად უჩივის თავის, თვალების ტკივილს.
რა უნდა ქნათ? მთავარია, აუხსნათ და ჩაუნერგოთ ბავშვს, რომ კომპიუტერი მხოლოდ ცხოვრებისთვის სასარგებლო მანქანაა; რომ ის ჩაქუჩს ჰგავს - შეუძლია ლურსმნის ჩარჭობაც და კაცის მოკვლაც; რომ მონად კი არ უნდა გაუხდე - უნდა იმსახურო...

http://www.open.ge/sakartvelos-respublika

2005.07.05


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006