logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ვიტამინების ნაკლებობა კავშირშია დიაბეტის გართულებებთან

დიაბეტი არის დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლში გლუკოზის დონის მომატებით. ბიოქიმიური პროცესის დროს, რომელიც გლიკაციის სახელით არის ცნობილი, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გლუკოზის ურთიერთქმედებას ორგანიზმის ქსოვილებთან, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ქსოვილების დაზიანებას და მთელ რიგ გართულებებს.
ამის გამო, სწორედ გლიკაცია ითვლება დიაბეტთან დაკავშირებული გართულებების მთავარ მიზეზად. გართულებებს მიეკუთვნება: ნერვების დაზიანება, მხედველობის დაკარგვა, გულის დაავადებები და სხვ.
თუმცა, ჟურნალ “დიაბეტოლოგია”-ში ახლახანს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, აღმოჩენილია სხვა პოტენციური მექანიზმი, რომელიც იწვევს გართულებებს დიაბეტის დროს.
ესექსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კოლჩესტერში, აღმოაჩინეს, რომ დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს ჩვეულებრივ აქვთ ვიტამინ B1-ის (თიამინი) დეფიციტი. მათ აგრეთვე დაადგინეს, რომ I და II ტიპის დიაბეტით დაავადებულებში ვიტამინ B1-ის დონე სისხლში 3/4-ით არის შემცირებული.
სისხლში თიამინის დაბალი დონე აიხსნება თირკმელებიდან ამ ვიტამინის დიდი რაოდენობით გამოყოფით. I ტიპის დიაბეტით დაავადებული პაციენტების ორგანიზმიდან გამოყოფილი ვიტამინ B1-ის რაოდენობა 24-ჯერ, ხოლო II ტიპის დიაბეტით დაავადებულების ორგანიზმიდან კი 16-ჯერ აღემატება ჯანმრთელი ადამიანების ორგანიზმიდან გამოყოფილი ვიტამინის რაოდენობას.
ამ კვლევის მნიშვნელობა არანაკლებ საგულისხმოა, ვინაიდან ვიტამინ B1-ის დეფიციტმა შესაძლოა გამოწვიოს მთელი რიგი სიმპტომები, მათ შორის მადის დაქვეითება, დაღლილობის შეგრძნება, ტკივილი კუნთებში, ზედა და ქვედა კიდურების დამბლა, მოძრაობის შეზღუდვა და გულის უკმარისობა. სწორედ ეს პრობლემები იჩენს ხოლმე თავს დიაბეტის დროს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება იმის დასადგენად, გაუმჯობესდება თუ არა დიაბეტით დაავადებული პაციენტების მდგომარეობა ვიტამინ B1-ის მიღების ფონზე.
სასურველია, თუ პაციენტები მიიღებენ B ჯგუფის ვიტამინებს კომპლექსური სახით. მის შემადგენლობაში შედის ვიტამინი B1 (20-25მგ), ასევე ვიტამინი B6, რომელსაც გააჩნია გლიკაციის პროცესის შეჩერების უნარი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვიტამინ B1-ც იგივე თვისებით ხასიათდება. გარდა ამისა,სასურველია ვიტამინ B3-ის და ბიოტინის მიღებაც, რომლებიც აკონტროლებენ შაქრის დონეს სისხლში.
დიაბეტთან დაკავშირებული რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია დაბალგლიკემიური დიეტის დაცვა. რაფინირებული შაქრით და ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღება რეკომენდებულია ძალზე შეზღუდული რაოდენობით.
გარდა ამისა, ექიმები დიაბეტით დაავადებულებს ურჩევენ ფიზიკურ აქტივობას.

http://www.medlinks.ru

2007.09.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006