logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ვაქცინაციის დანერგვის საკოორდინაციო კომისიის სხდომა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით,  covid-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა.   სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა, კოვიდ-19-ის  ვაქცინაციის შემოტანასა  და ქვეყნის მზაობაზე ისაუბრეს. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინა  სავარაუდო  2021 წლის პირველი კვარტალში შემოვა.

„შევიმუშავეთ ვაქცინის მარეგულირებელი ჩარჩო  , რათა  საქართველოში ვაქცინის შემოტანა ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოხდეს. ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიცირებაც  განხორციელდა. დოკუმენტში დეტალურად არის განხილული, თუ  როგორია ქვეყანის მზაობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია  საზოგადოებასთან კომუნიკაცია და სამედიცინო პერსონალის სრული ჩართულობაც, რათა ვაქცინის მიმართ სანდოობა გაიზარდოს“-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით,  სამინისტრომ "კოვაქს" პლატფორმიდან წერილი მიიღო, ხოლო საპასუხო წერილს  ქვეყანაში ვაქცინის მიღების მზაობასთან დაკავშირებით , უწყება 18 იანვარს გააგზავნის.

"ჩვენ ვართ გაერთიანებული „კოვაქს პლატფორმაში“, სადაც შესაძლებლობა გვაქვს პირველი ეტაპისთვის მივიღოთ "ფაიზერის" ვაქცინა. „კოვაქს პლატფორმიდან“  მივიღეთ წერილი და ორშაბათს, 18 იანვარს უნდა მოხდეს საპასუხო წერილის გაგზავნა სამინისტროს მხრიდან, სადაც ჩვენ დეტალურად უნდა გავცეთ მათ პასუხი იმის შესახებ, თუ როგორია  ქვეყნის მზაობა  ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით.  ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად დასახელებული არის 2021 წლის პირველი კვარტალი," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის  ამირან გამყრელიძის   განცხადებით, საქართველო იმ ვაქცინას მიიღებს, რომელიც  „კოვაქს“  პლატფორმაზე განთავსდება. მისი თქმით, ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60%-ზეა გათვლილი.

„საქართველოში ის ვაქცინა შემოვა, რომელიც განთავსდება „კოვაქს“ პლატფორმაზე  და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება  აღიარებული. ჩვენი ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60 პროცენტზეა გათვლილი, რაც 18 წელს ზემოთ კონტიგენტს გულისხმობს. საზოგადოებრივი იმუნიტეტის შექმნისთვის მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, რათა ჩვენ ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ“, – ამის შესახებ  ამირან გამყრელიძემ  განაცხადა.

ფორმალური პროცედურების შემდეგ პროექტი ჯერ საკოორდინაციო საბჭოს, შემდეგ კი საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება

http://moh.gov.ge

2021.01.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006