logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა. 28 ივლისს, მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით - ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების შესახებ. კონფერენციაზე C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს და ქვეყანაში მიმდინარე უპრეცედენტო საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტი შეაფასეს. წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია პროგრამის 5 წლის შედეგებისა და მიღწევების შესახებ. საუბარი შეეხო 2020 წლის სტრატეგიას და დასახულ მიზნებს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო გამორჩეული და სანიმუშოა სხვა ქვეყნებისთვის. დღევანდელი მონაცემებით, მოსახლეობის 70%-ს ჩაუტარდა სკრინინგი C ჰეპატიტზე, ელიმინაციის პროგრამაში ჩართულია 70 000 პაციენტი, მკურნალობა დაასრულა 65 000-ზე მეტმა პირმა, განკურნების მაჩვენებელი კი - 99%-ს აღწევს.

მინისტრმა საზოგადოებას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგარამაში ჩართულობისკენ მოუწოდა. „ჩვენ ვიცით, რომ მოსახლეობის 70% უკვე გამოკვლეულია, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვი, თუმცა ჩვენ ამით არ ვართ კმაყოფილი და ვთვლით, რომ მეტად უნდა გააქტიურდეს საზოგადოება და ყველა ის უწყება, რათა ჩვენი მოქალაქეების ჩართულობა და ნდობა პროგრამის მიმართ გაიზარდოს. მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, მნიშვნელოვანია იმ 30%-ის ჩართულობა ამ პროგრამაში, რათა საქართველოს მიეცეს საშუალება იყოს მოწინავე და ფლაგმანი ამ პროექტში. ჩვენ გვინდა რომ 2030 წელს, მსოფლიოს ამოცანების გათვალისწინებით, შევხვდეთ C ჰეპატიტის გარეშე.“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ არსებითად გააძლიერა ძალისხმევა C ჰეპატიტის წინააღმდეგ საბრძოლველად ეროვნული პროგრამების დანერგვისა და ახალი ინიციატივების შემუშავების გზით. მთავრობის ბოლო ინიციატივაა მკურნალობის სერვისის დეცენტრალიზაცია პირველადი ჯანდაცვისა და ზიანის შემცირების ქსელში, რომლის მიზანია პროგრამული მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობის მკურნალობის პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა. წარმატებით მიმდინარეობს პირველადი ჯანდაცვის სერვისებში ინტეგრირებული C ჰეპატიტის, ტუბერკულოზისა და აივ ინფექციის აქტიური სკრინინგის პროგრამა. დღეს, C ჰეპატიტზე გამოკვლევა და მკურნალობა ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებშიც, ქვეყნის მასშტაბით. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საშუალებით შესაძლებელია ათასობით ინფიცირებული ადამიანის განკურნება.

მინისტრმა თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა სტრატეგიულ პარტნიორებს ქართველი ხალხისთვის და მსოფლიოსთვის გაწეული წვლილისთვის. „წარმატების მიღწევა არც ისე მარტივი იქნებოდა, რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების - ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, კომპანია „გილეადის“, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და რიგი საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერა. „მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თავის დროზე გამოხატა ინიციატივა და დაიჯერა, რომ ამ პროგრამის განხორციელება საქართველოში შესაძლებელი იქნებოდა“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, აშშ-ს ელჩი კელი დაგნანი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, გამოჯანმრთელებული პაციენტები, დარგის წამყვანი სპეციალისტები, პროექტის საერთაშორისო პარტნიორები და ყველა ის პირი ესწრებოდა, ვინც ამ დროის განმავლობაში პროგრამაში აქტიურად იყო ჩართული. 

http://moh.gov.ge

2020.07.29


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006