logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ვტოპარკი ევროსტანდარტების შესაბამისი 60 ავტომობილით განახლდა

„ჩემს უკან დგას 60 ახალი სასწრაფო გადაუდებელი დახმარების მანქანა, რომელიც აღჭურვილია ევროპული სტანდარტებით და უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებას ყველაზე საჭირო დროს“. – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სასწრაფო სამედიცინო დახმარების განახლებული ავტოპარკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

60 ავტომობილიდან 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების სტანდარტული მანქანაა, ხოლო 15 - მაღალი გამავლობის რეანიმობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. აღნიშნული ავტომობილებიდან 8 თბილისის მასშტაბით, დანარჩენი კი - რეგიონებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ნაბიჯები პოზიტიურად შეაფასა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 2014 წლიდან დღემდე მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრმა 362 ახალი ავტომობილი შეიძინა. „ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე როგორც ამ სამსახურის ყველა თანამშრომლისთვის, იმ გმირებისთვის, რომლებმაც არაერთხელ გვაჩვენეს, რომ საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ შეუძლიათ გადაარჩინონ სხვისი სიცოცხლე, გავაუმჯობესოთ მათი სამუშაო პირობები, შევქმნათ მათთვის უსაფრთხო გარემო. 2014 წლიდან ქვეყნის მასშტაბით, 362 მანქანა შეიძინა ამ სამსახურმა. 2020 წელს კი 140 ახალი ავტომობილით განახლდა ცენტრის ავტოპარკი“. - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრმა მადლობა გადაუხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორს ავთანდილ თალაკვაძეს შედეგზე ორიენტირებული საქმიანობისთვის. ასევე ექიმებს, მძღოლებს და ოპერატორებს იმ თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის, რომელიც მათ ბოლო პერიოდში პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში გამოიჩინეს.

ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა ქალაქ თბილისის მერის კახა კალაძის მიერ ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით განხორციელებული წარმატებულ პროექტებს და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ კახა კალაძეს, რომელიც დღეს ჩვენს ღონისძიებას ესწრება და ავღნიშნო, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების გაერთიანება, რომელიც ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით მოხდა, მიზნად ისახავდა ამ სამსახურის მეტად ოპერატიულობას და კიდევ უფრო წინსვლას. რა პროექტებსაც ის ახორციელებს ჯანდაცვის და სოციალური კუთხით, ჩვენი დედაქალაქის მოქალაქეებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაში მისი ღვაწლი არის უდიდესი, რის გამოც მადლობას გიხდით“. - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. დღეისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი უკვე სრულად, მთელი საქართველოს მასშტაბითაა განახლებული. პროექტი მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ეკატერინე ტიკარაძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების საპრეზენტაციო ღონისძიება თბილისის მერ კახა კალაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გამართა.

http://moh.gov.ge

2020.07.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006