logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საუკეთესო დიეტა წონაში დასაკლებად

სამედიცინო ლიტერატურის მიმოხილვის თანახმად, ”დაბალგლიკემიური” დიეტა მიჩნეული იქნა ყველაზე ეფექტურად იმ დიეტებს შორის, რომლებიც მოწოდებულია წონისა და ქოლესტერინის დონის კორექციისათვის.
”ორგანიზმზე გლიკემიური დატვირთვის დაქვეითება - ეს არის გახდომისა და ლიპიდური პროფილის გაუმჯობესების ეფექტური მეთოდი. ამასთან, ეს დიეტა არ საჭიროებს რაიმენაირი სერიოზული კორექტივების შეტანას ცხოვრების წესში”, - განმარტავენ ავტორები.
გლიკემიური ინდექსი (გი) გვიჩვენებს, რამდენად ძლიერ ზემოქმედებას ახდენს პროდუქტი სისხლში გლუკოზის დონეზე. მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტები (თეთრი პური, ტკბილეული და სხვ.) იწვევს სისხლში გლუკოზის დონის მკვეთრ მომატებას, ხოლო დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვები, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რთულ ნახშირწყლებს (მაგ. ბოსტნეული, დაღერღილი მარცვლეული), ნელა შეიწოვება და ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის თანდათანობით მიწოდებას.
ელისაბედ ელიოტმა (Elizabeth Elliott) და მისმა კოლეგებმა ავსტრალიიდან შეაფასეს ექვსი კვლევის შედეგები, რომლებშიც, მთლიანობაში, მონაწილეობდა 202 ადამიანი.
ყველა კვლევაში ”დაბალგლიკემიურ” დიეტებს ადარებდნენ სხვა სახის დიეტებს. კვლევის მონაწილეები დიეტას იცავდნენ 5 კვირიდან 6 თვემდე. საშუალოდ, კვლევის იმ მონაწილეებმა, რომლებიც მისდევდნენ ე.წ. ”დაბალკალორიულ დიეტას”, დაიკლეს 1 კგ-ით მეტი, ვიდრე მათ, ვინც იცავდა სხვა დიეტებს. გლიკემიური ინდექსის მიხედვით კვება უფრო ძლიერ ზემოქმედებას ახდენდა ასევე ლიპიდური პროფილის მაჩვენებლებზეც (საერთო ქოლესტერინი, დაბალი სიმკვრივის ლიოპოპროტეინები).
ავტორები აღნიშნავენ, რომ დაბალგლიკემიური დიეტის დაცვა საკმაოდ ადვილია. დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტების მიღება შეიძლება ნებისმიერი რაოდენობით, ანუ ცხოვრების ხარისხი უფრო მაღალია, ვიდრე იმ დიეტების ფონზე, როდესაც ხდება საკვების რაოდენობის მკაცრი შეზღუდვა.

http://medlinks.ru

2007.07.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006