logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებიდან 1 თვეში აქტიურ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 38-ით შემცირდა

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან 5 კვირაზე მეტი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებიდან კი 1 თვე გავიდა. მოიხსნა სხვა შეზღუდვების დიდი ნაწილიც. შიში იმის შესახებ, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდებოდა არ გამართლდა, პირიქით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის ხარჯზე, აქტიურ პაციენტთა რაოდენობა შემცირდა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში ირანიდან შემოსულ პირს 26 თებერვალს დაუდასტურდა. ზოგად რეკომენდაციებს, მასობრივი ღონისძიებების გაუქმებასა და მიკროავტობუსების აკრძალვას 21 მარტს საგანგებო მდგომარეობის გამოაცხადება მოჰყვა. 31 მარტიდან შეზღუდევები მნიშვნელოვნად გამკაცრდა, გამოცხადდა კომენდანტის საათი. აიკრძალა თითქმის ყველა ტიპის ეკონომიკური საქმიანობა. გაჩერდა მეტრო. 17 აპრილიდან 27 აპრილამდე აკრძალული იყო ავტომობილით გადაადგილებაც. საგანგებო მდგომარეობა კომენდანტის საათთან ერთად 23 მაისს გაუქმდა. ორი თვის განმავლობაში 8000-ზე მეტ ფიზიკურ პირს რეჟიმის დარღვევისთვის 3000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

მედიკოსები ერთ-ერთ ყველაზე დიდი საფრთხის შემცველად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას მიჩნევდნენ, რადგან ამ შემთხვევაში სოციალური დისტანციის დაცვა არათუ 2 მეტრზე 0.5 მეტრზეც კი ხშირად ვერ ხერხდება. მისი ამუშავება შეზღუდვების მოხსნის 6 პუნქტიან გეგმაშიც არ იყო შესული. 29 მაისს, როდესაც ყველა ტიპის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდა, საქართველოში კოვიდინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 746-ს შეადგენდა, აქტიურ პაციენტთა რაოდენობა - 155-ს,  გარდაცვლილთა რაოდენობა 12-ს შეადგენდა. 1 თვის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა 180-ით 926-მდე და გარდაცვლილთა რაოდენობა 3-ით 15-მდე გაიზარდა, მაგრამ ამავე პერიოდში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ყველაზე მეტით - 215-ით 791-მდე გაიზარდა, შესაბამისად აქტიურ პაციენტთა რაოდენობა 38-ით 117-მდე შემცირდა.

ბოლო 1 თვეში საოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა ფუნქციონირება განაახლა საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა, ყველა ტიპის მაღაზიამ, სავაჭრო ცენტრებმა, რესტორნებმა, სასტუმროებმა. კვლავ დაკეტილი რჩება სპორტ-დარბაზები და სამორინეები, ასევე 1 თვით 1-ელ აგვისტომდე გადაიდო რეგულარული ფრენების აღდგენაც.

http://pia.ge

2020.06.29


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006