logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სამინისტროსა და UNDP-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის სტრატეგიის შემუშავებაში ჯანდაცვის სამინისტროს UNDP-ი დაეხმარება. ურთიერთგაგების მემორანდუმს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა დღეს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის მიხედვით UNDP ხელს შეუწყობს ახლად შექმნილი სამედიცინო ჰოლდინგის განვითარებას და სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მართვის გაუმჯობესებას.

„მოხარული ვარ, რომ დღეს გაეროს განვითარების პროგრამის სახელით მომეცა ჯანდაცვის სამინისტროსთან მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობა. მინდა მადლიერება გამოვხატო იმ სამაგალითო პასუხისთვის რაც საქართველომ კოვიდ-19-თან დაკავშირებული კრიზისის დაძლევით აჩვენა. ვხედავთ, რომ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა არის ძალიან დაბალი და სიკვდილიანობის მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირე. ვიმედოვნებთ რომ მოსახლეობა გააგრძელებს იმ წესების დაცვას, რასაც ამ ხნის განმავლობაში მიჰყვებოდნენ, რათა ეკონომიკის გახსნასთან ერთად არ მოხდეს ვირუსის გავრცელება. სამინისტროსთან ერთად ახალ ეტაპზე გადავდივართ, რაც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას გულისხმობს, დავეხმარებით ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში, იმ 5 საავადმყოფოს გაძლიერებაში, რომელიც სამედიცინო ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის. ასევე კლინიკური ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის გაუმჯობესებაში. კორონავირუსის პერიოდში საქართველომ მოახერხა და დაიცვა ჯანდაცვის სისტემა პაციენტთა გადაჭარბებული ნაკადისგან, თუმცა ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის შეთხვევაში მნიშვნელოვანია ქვეყანა მზად დახვდეს ამ გამოწვევას და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის“, - აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

UNDP-ს დახმარებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ასევე დანერგავს კლინიკური ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს, რაც სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მექანიზმის ერთ-ერთი შემადგენელი „ქეის მენეჯმენტის“ მიდგომის დანერგვაა, რაც უზრუნველყოფს COVID-19-ისა და სხვა დაავადებათა შემთხვევების აუდიტს ექსპერტთა ჯგუფის მიერ, მუდმივი კონსულტაციების ჩატარებას ჯანდაცვის სერვისების ხარისხის მონიტორინგის მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას ჯანდაცვის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს ჯანდაცვამ წარმატებით გაართვა თავი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას პანდემიის დროს. „ჩვენ ფასდაუდებელი გამოცდილებაც შევიძინეთ, რაც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და რეფორმაში დაგვეხმარება“, - აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე.

ინიციატივას გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს. პროექტს „საერთაშორისო ფონდი კურაციო“ განახორციელებს. საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგი წელს დაარსდა და საზოგადოებრივი სამედიცინო დაწესებულებების მართვისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. ამჟამად ჰოლდინგის შემადგენლობაში ხუთი კლინიკა შედის, მათ შორის - თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უნივერსალურ სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური), ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო და რუხის საავადმყოფო. მომავალში ჰოლდინგის შემადგენლობაში სხვა სამედიცინო კლინიკებიც გაერთიანდება.

http://moh.gov.ge

2020.06.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006