logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    უნებართვო სამედიცინო საქმიანობის წარმოებისთვის ჯარიმა, შესაძლოა, 15 000-დან 30 000 ლარამდე გახდეს

პარლამენტის ბიუროს წარედგინა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვით,  ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობის წარმოება 15 000-დან 30 000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს.

კანონოპროექტი  „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების განხორციელებას ითვალსიწინებს, რომლის მიხედვით, უნებართვო სამედიცინო საქმიანობაზე დაწესებული ჯარიმა არანაკლებ 15 000 ლარისა და არაუმეტეს 30 000 ლარისა იქნება.

შეგახსენებთ:  მოქმედი კანონი კი აღნიშნულ ქმედებაზე 10 000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

ამავე ცვლილებით, სანებართვო პირობების შეუსრულებლობა არაუმეტეს 30 000 ლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯება.

რაც შეეხება ლიცენზიის გარეშე სამედიცინო საქმიანობას, ამ შემთხვევაში ჯარიმა 7 000 -დან 15 000 ლარამდე იქნება, ნაცვლად 5 000 ლარისა. სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა კი გამოიწვევს არანაკლებ 7000 ლარისა და არაუმეტეს 15 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

ასევე იზრდება ჯარიმა სერტიფიკატის გარეშე საექიმო საქმიანობის შემთხვევაშიც. ასეთ შემთხვევაში, 1000 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, გათვალისწინებული იქნება 2 000-დან 3 000 ლარამდე ოდენობის სანქცია.

კანონპროექტის თანახმად, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას არანაკლებ 2000 ლარისა და არა უმეტეს 5000 ლარისა. ამჟამად მოქმედი კანონით კი ასეთ დროს დაწესებული ჯარიმის ოდენობა 200-დან 500 ლარამდე მერყეობს.

სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის ორმაგი ოდენობით – 2 000 ლარით დაჯარიმებას. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი დაისჯება 4000 ლარის ოდენობის ჯარიმით.

 

http://ipress.ge

2020.06.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006