logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თამარ გაბუნია - „ერთადერთი სწორი გზა კორონავირუსის ტესტირებისთვის ეს არის ის გზა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ახორციელებს“

„ერთადერთი სწორი გზა კორონავირუსის ტესტირებისთვის ეს არის ის გზა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ახორციელებს“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან თანმიმდევრულად მუშაობს ტესტირების პროცესის გაფართოვებაზე და დახვეწაზე. უპასუხისმგებლო პოლიტიკური განცხადებები ტესტების გამოყენების შესახებ კი ძალიან აზიანებს ამ პროცესს და არის სრულიად მიუღებელი. თამარ გაბუნიამ ხაზი გაუსვა, რომ ნაცხის ანალიზი სწორი ლაბორატორიული მეთოდია კორონავირუსის საწყის ეტაპზე გამოვლენისთვის, სისხლის ანალიზის მეშვეობით კი გამოვლენა ხდება მოგვიანებით ან ადასტურებს გადატანილ დაავადებას. თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ არავალიდური ტესტების შეუფერებელ გამოყენებას შეიძლება მოყვეს ძალიან არასახარბიელო შედეგი.

„ჩვენ ძალიან მკაცრად გვინდა მოვუწოდოთ თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებს, თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებისგან, რადგან ეს ძალიან აზარალებს პროცესს და შეიძლება გამოიწვიოს ძალიან სერიოზული დაბნეულობა, როგორც  მოსახლეობაში ასევე სამედიცინო პერსონალში. უფრო მეტიც არავალიდური ტესტების შეუფერებელ გამოყენებას შეიძლება მოყვეს ძალიან არასახარბიელო კლინიკური გამოსავალი, რასაც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თავიდან ავიცილოთ.

ჯანდაცვის სამინისტროს აქვს კონკრეტული გეგმა სწრაფი ტესტების ქვეყანაში შემოტანასთან და დიაგნოსტიკური ალგორითმის პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით. უკვე ამ კვირაში ჩვენ ველოდებით საწყის რაოდენობას ანტიგენზე დამყარებული ტესტებისა, რომელიც არის ერთადერთი სწორი ლაბორატორიული მეთოდი კორონავირუსის გამოვლენისთვის შესაბამის ბიოლოგიურ მასალაში და არა სისხლში. სისხლის ანალიზის ჩატარება, შესაძლებელია მხოლოდ იმუნოგლობულინების გამოსავლენად, რომელიც  სისხლში ჩნდება დაავადების მოგვიანებით ეტაპზე, ეს გახლავთ მეშვიდე დღიდან ან ადასტურებს გადატანილ დაავადებას. ამდენად საწყისი დიაგნოსტიკისთვის სისხლის ანალიზზე დამყარებული ტესტები ანტისხეულების გამოვლენის მიზნით უბრალოდ შეუფერებელია და ამისი გამოყენება რეკომენდირებული არცერთ შემთხვევაში არ არის. ერთადერთი სწორი გზა ტესტირებისთვის ეს არის ის გზა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ახორციელებს და სხვა ნებისმიერი ტესტირება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული სამინისტროს ალგორითმში  რა თქმა უნდა შეიძლება იყოს ძალიან დამაბნეველი და პასუხის სისწორეზე ამ შემთხვევაში გარანტიის გაცემა სამინისტროს გაუჭირდება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

სამინისტრო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ტესტ-სისტემების მწარმოებელ ჩინურ კომპანიასთან, რომლის წარმოებული სწრაფი ტესტები ყველაზე მასშტაბურად იქნა გამოყენებული ეპიდემიის დროს. დარგის სპეციალისტების მხრიდან დადებითი შეფასება მიეცა აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებულ ტესტებს.

მხარეთა შორის შედგა შეთანხმება სწრაფტესტების მოწოდების შემდეგ გრაფიკზე:

სწრაფი ტესტების პირველ ნაკადს საქართველო ამ კვირაში მიიღებს. პირველ ეტაპზე ქვეყანა 3000 ტესტს ელოდება, საიდანაც 1000 ტესტი საჩუქარია. მეორე ეტაპზე გამოიგზავნება 5000 ცალი ანტიგენის განმსაზღვრელი ტესტი და 3000 ცალი ანტისხეულების განმსაზღვრელი ტესტი. მესამე ეტაპზე 5000 ცალი ანტიგენის განმსაზღვრელი ტესტი. მეოთხე ეტაპზე 200 000 ანტიგენის ტესტი იქნება მზად, რომელიც ჩარტერით გამოიგზავნება

http://moh.gov.ge

2020.03.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006