logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანდაცვის მინისტრი: უმთავრეს გამოწვევად რჩება მოსახლეობის ჯიბიდან მაღალი თანაგადახდა

„უმთავრეს გამოწვევად რჩება მოსახლეობის ჯიბიდან მაღალი თანაგადახდა. სწორედ ამ რეალობამ დაგვანახა რეფორმების ახალი ტალღის საჭიროება, რომელიც სისტემას საყოველთაო ჯანდაცვიდან გადაიყვანს უნივერსალურ ხელმისაწვდომობაზე“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, ხოლო ამ უფლების უზრუნველყოფა სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება. ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას და მოქალაქის ჯანმრთელობაში განხორციელებული ინვესტიცია ყოველწლიურად იძენს უპრეცედენტო მასშტაბს. ჯანდაცვის ბიუჯეტი 2012 წლის შემდეგ 3-ჯერ არის გაზრდილი და ამ ცვლილების დადებითი გავლენა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნო საკუთარ თავზე.

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სამედიცინო სერვისების მოხმარება, ასევე ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, მოსახლეობის ჯიბიდან მაღალი თანაგადახდა მაინც უმთავრეს გამოწვევად რჩება.

„საჭირო გახდა ახალი ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის უფრო ეფექტურად ხარჯვაზე და მოსახლეობის გადასახდელი თანხების მინიმალიზებაზე იქნებოდა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ ჩვენ ვქმნით მოდელს, რომელიც დააბალანსებს სამედიცინო სექტორისა და პაციენტის საჭიროებებს“ – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, აღნიშნულმა განაპირობა დაფინანსების ახალი მექანიზმის შექმნა, რომელიც ითვალისწინებს ყველა კლინიკისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მომსახურების ტარიფების დადგენას და ისეთი ფასის წარმოქმნას, რომელიც პაციენტს თავიდან ააცილებს ჯიბიდან მაღალ თანაგადახდას, ამავდროულად დაწესებულებას მისცემს განვითარების და რეინვესტირების შესაძლებლობას.

„ბოლო პერიოდში საზოგადოებამ იხილა, რომ ჯანდაცვის აღნიშნულ რეფორმას სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან მოჰყვა უკმაყოფილება. თუმცა მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ იყო ერთპიროვნული, არამედ რეფორმა დაიგეგმა სწორედ ამ სამედიცინო დაწესებულებებთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის კერძო სექტორის განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, თუმცა განვითარების გზა უპირველესად უნდა გადიოდეს პაციენტის ინტერესების დაცვაზე. მისივე თქმით, სამინისტრო მუდამ აცხადებს მზაობას დიალოგისა და დარგის წარმომადგენლებთან ერთად სამედიცინო სექტორში მიმდინარე საკითხების განხილვისთვის.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე უკვე დამტკიცებულია ახალი განფასება კარდიოქირურგიისა და რეანიმაციულ მომსახურებებზე. ტარიფიკაციის სრულად ამოქმედების შემდეგ, მკაფიოდ იქნება განსაზღვრული ყველა სამედიცინო მომსახურების ღირებულება, შესაბამისად, როგორც პაციენტისთვის, ისე დაწესებულებისთვის წინასწარვე იქნება ცნობილი მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები. რის შედეგადაც დაფინანსების პროცესი გახდება მეტად მიზნობრივი, გამჭვირვალე და სამართლიანი.
ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ საკითხზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ევროკავშირთან.

2020.02.05


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006