logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ინიციატივის „თბილისი - კიბოსთან ბრძოლის ქალაქი“ ფარგლებში განხორციელებული სამუშაოს შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

დღეს კიბოს მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით ინიციატივის „თბილისი - კიბოსთან ბრძოლის ქალაქი“ ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს შედეგებისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ გახსნა.

პროექტის ფარგლებში, კიბოსთან ბრძოლის მიზნით, მულტისექტორული აღმასრულებელი კომიტეტი და სამუშაო ჯგუფები გასულ წელს შეიქმნა.  საწყის ეტაპზე, საჭიროებები შეფასდა და სიტუაციური ანალიზი გაკეთდა, რის შედეგადაც შემუშავდა სამოქმედო გეგმა.  გეგმის ძირითადი მიმართულებებია – კიბოს მართვის კუთხით ხარისხის გაუმჯობესება, მულტიდისციპლინური მიდგომის განვითარება, სადიაგნოსტიკო სერვისების გაძლიერება, გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავება, უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა, პაციენტების ინფორმირებულობის დონის ამაღლება და სხვა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიას, საქართველოს პაციენტთა კავშირსა და C/Can “City Cancer Challenge” ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2019 წლის 4 თებერვალს გაფორმდა.

დღევანდელ ღონისძიებას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორიც ესწრებოდა. ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას, კიბოს პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე სიახლეები გააცნო. მისი თქმით, შარშან დაინერგა და წელს სავალდებულო გახდა 9-დან 13 წლამდე გოგონების პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს ვაქცინით პრევენცია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მიღწევაა. ამასთანავე, მისივე ინფორმაციით, ლუგარის ცენტრში,  უკვე შესაძლებელია ძუძუს კიბოს გენეტიკური მიდრეკილებების დიაგნოსტირება.

http://moh.gov.ge

2020.02.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006