logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას სახელმწიფო აღჭურავს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, აჭარის მთავრობის მეთაურთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა.

მინისტრმა შეხვედრაზე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების პროექტზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას კონკრეტული გეგმა გააცნო.

მინისტრის თქმით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის შესაბამის აღჭურვაზე სახელმწიფო იზრუნებს. ის ერთ-ერთია იმ ოთხი სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელიც ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფოს მართვაში იქნება. "შეიქმნება საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი, რომელშიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი, ბავშვთა ინფექციური და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გაერთიანდება, მოექცევა ერთიან კონცეფციაში და იქნება სახელმწიფოს მართვასა და საკუთრებაში. განხორციელდება კლინიკების ეტაპობრივი განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, როგორც სტრუქტურული, ასევე სამედიცინო სერვისების თვალსაზრისით. უკვე შექმნილია სპეციალური საბჭო, რომელიც მუშაობს აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებების სტრატეგიულ გეგმაზე" , – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
 
ბათუმის 170-საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფო მოსახლეობას მაღალკვალიფიციურ, სპეციალიზირებულ სამკურნალო და საკონსულტაციო სამედიცინო დახმარებას გაუწევს. კლინიკის ფუნქციებში შედის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა, დაავადების ადრეული გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციის თანამედროვე სტანდარტების და მეთოდების დანერგვა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე მოხდება ასევე სტუდენტების და არსებული სამედიცინო კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. კლინიკაში ჩატარდება მაღალხარისხიანი სამედიცინო გამოკვლევები, იმუშავებს პედიატრიული და სამეანო განყოფილებები. შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

http://moh.gov.ge

2019.11.08


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006