გთხოვთ ამიხსნათ რა არის დისჰიდროზი? რა იწვევს და ა.შ...
დისჰიდროზი (ბერძნ. dys- მოშლა, hidros ოფლი) - კანის დაავადებაა, სხვანაირად, მტევნების დისჰიდროზული ეგზემა. ამ დაავადების მიზეზი უცნობია. ითვლება, რომ ამ დროს ხდება ოფლის გამოყოფისა და თერმორეგულაციის პროცესის დარღვევა ( დაქვეითება ან მომატება) მტევნისა და ტერფის მიდამოში. ძირითადად დაკავშირებულია ვეგეტატიური ნერვული სისტემის მოშლასთან (ვეგეტოდისტონია ან ვეგეტატიური კრიზები). ეს არის ქრონიკული დაავადება, ამიტომაც მისგან საბოლოოო განკურნება შეუძლებელია. გამწვავებები ხდება უპირატესად წელწადის ცხელ დროს, ნაკლებად ზამთარში. ასევე მას ხელს უწყობს ფსიქო-ემოციური გადაღლა, ალერგიზაცია, ვიტამინების დეფიციტი.
მკურნალობა ხდება როგორც ადგილობრივად (ურჩევენ ადგილობრივად საბავშვო კრემის ან სინაფლანის შეზელვას, ასევე A ვიტამინის დამატებას ხელის კრემში), A ვიტამინის ან პოლივიტამინებისა და მიკროელემენტების მიღებას, ასევე სარეცხ საშუალებებთან, განსაკუთრებით თხევად საპონთან, კონტაქტის შეზღუდვას (ხელთათმანების გამოყენებას). სასარგებლოა ორგანიზმის ალერგიზაციის შესწავლა და ნევროპათოლოგთან კონსულტაცია.