logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    არასაჭირო საკეისრო კვეთების თემაზე ჯანმოს კონფერენცია გაიმართა

საკეისრო კვეთების მაჩვენებელი ბოლო 20 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა. ამ თემაზე თბილისში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონფერენცია იმართება, რომელსაც 19 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. ისინი იმსჯელებენ რა გზებით არის შესაძლებელი არასამედიცინო ჩვენებით საკეისრო კვეთების რიცხვის შემცირება ევროპის რეგიონში.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა იკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

კვლევებმა აჩვენა, რომ 2000-2015 წლებში ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში საკეისრო კვეთების მაჩვენებელი 20%-ზე დაბალი იყო, ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებში კი ეს რიცხვი 50%-ს აღწევს.
„მილიონობით ქალი მთელს მსოფლიოში, საკუთარ თავს და მათ შვილებს რისკის ქვეშ აყენებენ, როდესაც საკეისრო კვეთას სამედიცინო ჩვენების გარეშე იტარებენ“. - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის, სქესობრივი, რეპროდუქციული, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ბერძულმა.

მშობიარობის გართულებების შემთხვევაში, საკეისრო კვეთა სასიცოცხლო მნიშვნელობის არის, მაგრამ როდესაც პოპულაციური დონეზე საკეისროს მაჩვენებლი აღემატება 10%-ს, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს რომ ოპერაციული ჩარევა ამცირებს დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობას, პირიქით საკეისრო კვეთის ჩატარება რეკომენდირებულია მხოლოდ სამედიცინო აუცილებლობის შემთხვევაში.

არასაჭირო საკეისრო კვეთამ მომავალი ორსულობისთვისაც შესაძლოა ნეგატიური შედეგები მოიტანოს, როგორიც არის ნაადრევი მშობიარობა, საშვილოსნოს ყელის რღვევა, პათოლოგიური პლაცენტა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა და საშვილოსნოს ამოკვეთის საჭიროებაც კი დადგეს.

რაც შეეხება ბავშვებს, საკისრო კვეთის შემთხვევაში ხშირად ახალშობილებს ინტენსიური მოვლის საჭიროება უჩნდებათ. ასევე დიდი რისკია ასთმისა და სიმუქნის განვითარების.

„არასამედიცინო ჩვენებით ჩატარებული საკეისრო კვეთა, ჯანდაცვის სისტემისთვის არის დამატებითი ფინანსური ბარიერი“. - აცხადებს ნინო ბერძული.

საკეისრო კვეთების თემაზე გამართულ კონფერენციას ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

http://moh.gov.ge

2018.12.13


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006