logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მსოფლიო დღენაკლულთა დღე

17 ნოემბერი მსოფლიო დღენაკლულთა დღეა. ამ დღესთან დაკავშირებული კონფერენცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა. მან გატარებული რეფორმის შედეგად, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების ტენდენციაზე გააკეთა აქცენტი. „დღეს იმართება მორიგი ყოველწლიური ანგარიში იმ რეფორმის შესახებ, რაც საქართველოში ორი წლის წინ დაიწყო. სპეციალისტების ენაზე ამას რეგიონალიზაცია ჰქვია, მარტივი განმარტებით კი, ეს არის მთელი საქართველოს მასშტაბით დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების შეფასება, საჭიროების განსაზღვრა და სწორი მიმართვა ორსულებისა და ბავშვებისათვის. ამან უკვე მოგვცა მკაფიო პოზიტიური შედეგი. საბედნიეროდ, ის ტენდენცია, რომელიც იყო დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კლებაზე, უკვე გამოკვეთილი არის, რაც ნიშნავს, რომ ცალსახად სწორი გზით მივდივართ. დღევანდელი კონფერენციაც მოგვცემს ახალ ხედვას იმაზე, თუ შემდგომში როგორ გავაგრძელოთ ამ რეფორმის გზით სიარული,“ - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

გატარებული ღონისძიებების შედეგად, შემცირდა დედათა სიკვდილობა, აღინიშნა მკვდრადშობადობის კლების ტენდენცია, მცირდება ნეონატალური სიკვდილობა, საკეისრო კვეთების რაოდენობა, სახეზეა პირველადი საკეისრო კვეთების კლების ტენდენცია და შემცირებულია ნეონატალური ტრანსპორტირების ინდექსი. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა ნაადრევ მშობიარობათა გამომწვევ მიზეზებზე იმსჯელა და დღენაკლულ ახალშობილთა სიკვდილიანობა-ავადობის შემცირებისთვის, ხარისხიანი მომსახურების მიწოდების მნიშვნელობა გამოჰყო. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმის შედეგად დადებითი ტენდენციების, სამომავლო მიზნებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ.

შეხვედრას დღენაკლულ ბავშვთა მშობლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების, სამეანო და ნეონატალური სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, დღენაკლულია ახალშობილი, რომელიც ნაადრევად - ორსულობის 37 კვირის ვადამდე იბადება. მსოფლიო დღენაკლულთა დღე 2011 წლიდან აღინიშნება და მიზნად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს

http://moh.gov.ge

2018.11.19


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006