logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ქუთაისში ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

ლევან იზორია: „ახალი სამედიცინო ცენტრი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ხარისხიან და დროულ სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს“ დასავლეთ საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებს ახალ სამედიცინო ცენტრში დროული და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღება უახლოეს მომავალში შეეძლებათ. დღეს ქუთაისში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის ახალი სამედიცინო ცენტრი საზეიმოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს და სამედიცინო დაწესებულების შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ.
„ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სოციალური პირობების მაქსიმალურად გაუმჯობესება. სწორედ ამ პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ გამოკითხვა ჩავატარეთ სამხედრო მოსამსახურეებთან, რის შედეგადაც დავადგინეთ პრიორიტეტული საჭიროებები. განსაკუთრებული მოთხოვნა იყო ისეთი ტიპის სამედიცინო ცენტრის არსებობა დასავლეთ საქართველოში, როგორიც აღმოსავლეთ საქართველოშია. ორი წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, დასავლეთ საქართველოშიც გვქონოდა თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრი. ცენტრი ძალიან კვალიფიციური კადრებით იქნება დაკომპლექტებული და უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისებით ხარისხიან და დროულ მომსახურებას დასავლეთ საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ახალი ცენტრი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ინიციატივით, ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის კანონით გათვალისწინებული შიდა შემოსავლებით, გენერალურ შტაბთან კოორდინაციით, აშენდა და აღიჭურვა. პროექტის შედეგად გაიზრდება სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა, დაიზოგება რესურსები და შემცირდება დასავლეთ საქართველოდან პაციენტების ტრანსპორტირებაზე დახარჯული დრო. მაღალკვალიფიციური ამბულატორიული და ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება კი, თავის მხრივ მათ მოტივაციას აამაღლებს. გარდა ამისა, ახალი ცენტრი რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს. გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო ცენტრის შენობის მშენებლობა და აღჭურვა უკვე დასრულებულია. ცენტრი სამედიცინო სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს აკმაყოფილებს. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 1 700 000 ლარი სამედიცინო აპარატურით აღჭურვას მოხმარდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცენტრის სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტება. პერსონალის შერჩევა ღია კონკურსის წესით მოხდება. გათვალისწინებულია 78 საშტატო ერთეული, ხოლო 30 თანამშრომლის დასაქმება ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება.

http://moh.gov.ge

2018.11.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006