logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ექსპერტთა ჯგუფი რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევით ცენტრში

რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის მუშაობის სპეციფიკას საერთაშორისო ექსპერტები სწავლობენ. 17 ქვეყნიდან მოწვეული სპეციალისტები ორი დღის განმავლობაში უშუალოდ ადგილზე იმუშავებენ და დასკვნას გამოაქვეყნებენ. გაეროს კონვენციის შესაბამისობის და გამჭვირვალობის კოლეგიალური სავარჯიშოში მონაწილეობას 23 დელეგატი იღებს, მათ შორის ევროკავშირის, გაეროს კონვენციის განხორციელების მხარდამჭერი განყოფილებისა და სამოქალაქო საზოგადოების თითო წარმომადგენელი. საქართველო მიერთებულია გაეროს ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციას (BWC) 1996 წლის 22 მაისიდან, და მას შემდეგ მუდმივად მონაწილეობს დიპლომატიურ და ექსპერტთა ყოველწლიურ შეხვედრებსა და კონფერენციებში. როგორც კონვენციის წევრი სახელმწიფო, საქართველო ანგარიშვალდებულია BWC კონვენციის მოთხოვნებისა და ვალდებულებების ფარგლებში წარადგინოს ნდობის განმტკიცების შესაბამისობის ფორმა (CBM), რომელიც ითვალისწინებს წევრი სახელმწიფოების მიერ ბიოლოგიური მიმართულებით ქვეყნის შესაძლებლობებისა და საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებას ყოველწლიურად. 2011 წელს, კონვენციის მე-7 კონფერენციაზე შემუშავდა ახალი ინსტრუმენტი - „კოლეგიალური სავარჯიშო“ (Peer Review Exercise) ბიოლოგიური საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული ინსტრუმენტი ნებაყოფლობითი ხასიათისაა და ნებისმიერი წევრი-ქვეყანის ინიციატივა ამ ტიპის ღონისძიების ჩატარებაზე, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეს ქვეყანა კონვენციით აღიარებულ ვალდებულებებს განუხრელად ასრულებს და მისი საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა მსოფლიო თანამეგობრობისათვის. საქართველომ 2018 წლის აგვისტოს BWC ექსპერტთა შეხვედრაზე ოფიციალურად განაცხადა მზაობა, უმასპინძლოს გაეროს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრსი დავით სერგეენკო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელი პირები და მონაწილეები შემდეგი ქვეყნებიდან: ავსტრია, აშშ, ბოსნია-ჰერცოგოვინა, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ერაყი, უნგრეთი, იტალია, კამერუნი, კოლუმბია, მალაიზია, მალი, მიანმარი, მონტენეგრო, ყაზახეთი, ჩილე, უგანდა. ასევე, დარგის ექსპერტები.

http://moh.gov.ge

2018.11.14


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006