logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მაღალი არტერიული წნევის შესახებ საინფორმაციო კამპანია გაიხსნა

ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია“ - მაღალი არტერიული წნევის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო კამპანია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა. მან ყურადღება ჰიპერტენზიის გამოვლენასა და მართვის მნიშვნელობას მიაპყრო. მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთობლივი კამპანია ჰიპერტენზიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

„კამპანია, რომელიც დღეს განახლდა, მაღალი არტერიული წნევის ამოსაცნობად და სამკურნალოდ არის მიმართული. მთელი თვის განმავლობაში იქნება ინტენსიური საინფორმაციო კამპანია, რომლის ამოცანაც არის მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ ახსნა იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, იცოდნენ საკუთარი წნევა და თუ არის გადახრა, როგორ უმკურნალონ მას,“ - განმარტა დავით სერგეენკომ.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მთელი თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართება. სააფთიაქო ქსელების 771 ფილიალში, სავაჭრო ცენტრებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წნევის საზომი აპარატები განთავსდება, სადაც ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, გაიგოს საკუთარი წნევის ციფრები. ასევე, დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები და პოსტერები. არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული მდგომარეობაა. ის სიკვდილობის ძირითად და ინვალიდობის მესამე უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ხუთიდან ორ ზრდასრულ ადამიანს მაღალი წნევა აქვს. საქართველოში, მისი მაჩვენებელი 18-69 წლის პოპულაციაში 37.7%-ია. ჰიპერტენზიის მკურნალობის პროცესში წარმატებას ექიმის მიერ, სწორად შერჩეული რეგულარული მკურნალობა განსაზღვრავს.

http://moh.gov.ge

2018.05.08


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006