logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    "სიმსივნის იმუნოთერაპია - ახალი პარადიგმა სიმსივნის მკურნალობაში" - თბილისმა კონფერენციას უმასპინძლა

სასტუმრო "თბილისი მერიოტ"-ში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: "სიმსივნის იმუნოთერაპია - ახალი პარადიგმა სიმსივნის მკურნალობაში". კონფერენცია  ფარმაცევტული კომპანია როშ ჯორჯიას ეგიდით მოეწყო და  საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი, ინოვაციური პრეპარატის  შემოსვლას უკავშირდებოდა.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სერბეთიდან მოწვეული იყო საპატიო მომხსენებელი -  ლაზარ პოპოვიჩი - პროფესორი, მედიცინის  დოქტორი, ვოევოდინას ონკოლოგიის ინსტიტუტის სამედიცინო ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.  კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს  სამედიცინო სფეროსა და მედიის წარმომადგენლები.

"ფარმაცევტული კომპანია როშის მიერ დარეგისტრირებული ახალი პრეპარატი  მსოფლიოში პირველი და ერთადერთი ნებადართული PD-L1-ის საწინააღმდეგოდ მიმართული სიმსივნის იმუნოთერაპიაა, რომელიც გამოიყენება წინასწარ ნამკურნალები ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზური შარდის ბუშტის და არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს სამკურნალოდ.  პრეპარატი დამიზნებით მოქმედებს  PD-L1-ზე და უზრუნველყოფს  სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნური პასუხის აღდგენას, რომლის შედეგადაც ადამიანი საკუთარი იმუნური სისტემის მეშვეობით ებრძვის სიმსივნეს", - ითქვა კონფერენციაზე.

"სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა ახალ მიდგომებს კიბოს მკურნალობაში, კერძოდ, იმუნოთერაპიას. ტეცენტრიკის უსაფრთხოება და ეფექტურობა დამტკიცებულია ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევებით. მეტასტაზური შარდის ბუშტის კიბო ასოცირებულია ცუდ პროგნოზთან და სამკურნალო პრეპარატების  მწირ არჩევანთან. შარდის ბუშტის კიბოს მკურნალობის მიმართულებით უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ასეთი თვალსაჩინო ინოვაცია არ დაფიქსირებულა", - განაცხადა ლაზარ პოპოვიჩმა.

"როში არის მსოფლიო ლიდერი ონკოლოგიის მიმართულებით და ერთ-ერთი ფუძემდებელი პერსონალიზირებული მედიცინისა, რომლის მიზანია უზრუნველყოს თითოეული პაციენტი ინდივიდუალური, სწორედ ამ პაციენტისთვის შერჩეული საჭირო მკურნალობით.  ჩვენ მიერ რეგისტრირებული ახალი იმუნოთერაპიული პრეპარატიც პერსონალიზირებული მედიცინის  ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია", - განმარტა ჯორჯიას სამედიცინო დირექტორმა ნინო განუგრავამ. მისივე თქმით,  უკანასკნელი  წლების განმავლობაში სიმსივნეების მკურნალობამ რევოლუციური ცვლილებები განიცადა, რამაც განაპირობა სიცოცხლის ხანგრძლივობის და ცხოვრების ხარისხის მნიშნველოვანი გაუმჯობესება.

"პაციენტებს ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზური შარდის ბუშტის კიბოთი პირველად ეძლევათ საშუალება ტრადიციული ქიმიოთერაპიის გარდა ჩაიტარონ მკურნალობა ახალი, ინოვაციური იმუნოთერაპიული პრეპარატით, ხოლო პაციენტებისათვის  ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს დროს იმუნოთერაპია წარმოადგენს მკურნალობის ახალ არჩევანს, რომელსაც თან სდევს საერთო გადარჩენადობის და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება", - აღნიშნა ნინო განუგრავამ. 

"იმუნოთერაპია გულისხმობს ისეთი პრეპარატით მკურნალობას, რომელიც იწვევს საკუთარი იმუნური სისტემის გააქტიურებას სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ. ეს არის ახალი და ეფექტური მიმართულება, ის გამოიყენება არამხოლოდ შარდისა და ფილტვის კიბოს, არამედ სხვადასხვა სიმსივნეების მკურნალობაში. ეს მიმართულება აპრობირებულია და კარგ შედეგებს იძლევა შორს წასული სიმსივნეების შემთხვევაში. ის იძლევა სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მისი გახანგრძლივების შანს", - განმარტა ონკოლოგმა ნია შარიქაძემ. 

ცნობები შარდის ბუშტის კიბოს შესახებ

მეტასტაზური შარდის ბუშტის კიბო ასოცირებულია ცუდ პროგნოზთან და სამკურნალო პრეპარატების მწირ არჩევანთან.  შარდის ბუშტის კიბოს მკურნალობის მიმართულებით უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში თვალსაჩინო ინოვაცია არ დაფიქსირებულა. შარდის ბუშტის კიბო გავრცელების მიხედვით მსოფლიოში  მე-9 ადგილზეა სიმსივნეებს შორის. 2012 წელს მსოფლიოში დაფიქსირდა 430 000 ახალი შემთხვევა, საიდანაც 165 000 შემთხვევა სიკვდილით დასრულდა ერთი წლის განმავლობაში.  მამაკაცები სამჯერ მეტად ავადდებიან შარტის ბუშტის კიბოთი, ვიდრე ქალები.

ცნობები არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს შესახებ

ფილტვის კიბო სიმსივნეებით გამოწვეული სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია.  ყოველწლიურად 1.59 მილიონი ადამიანი იღუპება ფილტვის კიბოს მიზეზით, რაც ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოში ყოველდღიურად 4 350 ადამიანი იღუპება აღნიშნული დაავადებით. არსებობს ფილტვის კიბოს ორი ძირითადი ფორმა: არაწვრილუჯრედოვანი და წვრილუჯრედოვანი კიბო. ფილტვის კიბოს შემთხვევათა 85% არაწვრილუჯრედოვან ფორმაზე მოდის.

კომპანია როშის შესახებ

როში მსოფლიოში უდიდესი ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ფარმაცევტულ და დიაგნოსტიკურ მიმართულებებს. ამ ორი მიმართულების გაერთიანებამ ერთი კომპანიის ქვეშ  როშს საშუალება მისცა ყოფილიყო ფუძემდებელი პერსონალიზირებული მედიცინისა, რომლის მიზანია უზრუნველყოს თითოეული პაციენტი  ინდივიდუალური, სწორედ ამ პაციენტისთვის შერჩეული საჭირო მკურნალობით.

http://www.ipress.ge

2018.02.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006