logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს ფორუმი გახსნა

აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების  სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლის პროცესში, მათი მდგრადობის უზრუნველყოფისთვის შესაბამისი ქმედებების განსახილველად, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული ფორუმი გაიხსნა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით არსებულ საკითხებზე მსჯელობისთვის მსგავსი ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საქართველოში რამდენიმე წელია, მოქმედებს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო, რომლის ამოცანას საერთაშორისო პარტნიორთან  - „გლობალურ ფონდთან“ ერთად ტუბერკულოზსა და შიდსზე მკურნალობისა და პრევენციის ძირითადი მიმართულებების სწორად წარმართვა წარმოადგენს. გლობალური ფონდის დაფინანსება გასვლის ფაზაშია, თუმცა თანამშრომლობის ეს ფორმატი სხვა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებზე საუბრის შესაძლებლობას გვაძლევს.“ - განმარტა დავით სერგეენკომ.

შეხვედრაზე ყურადღება გლობალურ ფონდში წარსადგენი განაცხადების მზადების პროცესზე,  აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის კონტროლის მიმდინარე ინიციატივებსა და მათ განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გამახვილდა. მხარეებმა სერვის ცენტრის ბაზაზე C ჰეპატიტის მკურნალობის ინტეგრირების მნიშვნელობის,  ნარკოპოლიტიკის, ზიანის შემცირების პროგრამების, სერვისების მიწოდების საკითხები განიხილეს და დაავადებებთან ასოცირებული სტიგმის აღმოფხვრასთან დაკავშირებით თემის ხედვა გაიზიარეს.

წლების განმავლობაში, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამები გლობალური ფონდის დაფინანსებით ხორციელდებოდა. სამომავლოდ კი, პროგრამა სახელმწიფო დაფინანსებაზე გადავა. ფორუმი აღნიშნულ პროცესში პროგრამის მდგრადობის უზრუნველყოფისთვის კოორდინირებული ქმედებების განხილვას ემსახურებოდა.

შეხვედრას სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

http://moh.gov.ge

2018.02.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006