logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ექიმების კვალიფიკაცია და განათლების ხარისხი პაციენტებისათვის საფრთხედ იქცა

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს 305 ექიმიდან 300 ექიმის შემთხვევაში დადასტურდა, რომ მათ მიერ გარკვეულ გადაცდომას ჰქონდა ადგილი.

კერძოდ,  გასული წლის განმავლობაში პროფესიული პასუხისმგებლობა 300 ექიმს დაეკისრა. ინფორმაციის თანახმად, 207 ექიმს მიეცა ”წერილობითი გაფრთხილება”, სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით კი 93 ექიმს შეუჩერდა.

ექსპერტთა განცხადებით, ზემოთ მოყვანილი ციფრები ყურადსაღებია. ექსპერტების აზრით, ჯანდაცვის სექტორი მკაცრი რეგულაციების დაწესებას საჭიროებს. მათი აზრით ქვეყანას მეტი პროფესიონალი კადრი სჭირდება.

როგორც „კავკასიის უნივერსიტეტის“ ჯანდაცვის სკოლის დეკანი ვატო სურგულაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, აღნიშნული მონაცემები მეტ სიზუსტეს მოითხოვს.

„ზემოთ მოყვანილი ციფრები ნებისმიერ შემთხვევაში ყურადსაღებია. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მიმაჩნია, რომ მონაცემების მოწოდება სრულად უნდა მოხდეს. მაგალითად, რა კონკრეტული შეცდომები იქნა დაშვებული, რომელი დაავადებების დროს და რომელი მიმართულების ექიმებს შეეხო“, - განაცხადა სურგულაძემ.

მისივე აზრით, ქვეყანაში ჯანდაცვის ხარისხი ყოველდღიურად იკლებს ამის გამოსწორება კი თავად სახელმწიფომ პროფესიონალი კადრების გამოშვებით უნდა შეძლოს.

„ქვეყანაში ჯანდაცვის ხარისხი ყოველდღიურად იკლებს ამას კი კონტროლი სჭირდება. სფერომ პროფესიონალი კადრები უნდა გამოუშვას და შემდგომ მათი გადამზადება მოხდეს. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს არ ხდება იღებენ დიპლომს და განვითარებას აღარავინ აგრძელებს“, - აღნიშნა ვატო სურგულაძემ.

სპეციალისტის აზრით, ასევე აუცილებელია სფეროს მკაცრი რეგულაციები დაუწესდეს და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ყველა დეტალის საფუძვლიანად შესწავლა მოხდეს. მისი განცხადებით, კონსილიუმის ცნება ქვეყანაში უნდა აღდგეს.

„სექტორს ზოგადად მკაცრი რეგულაცია სჭირდება. მაგალითად, ნებისმიერი დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა განხილული უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს და კონკრეტული კლინიკის დონეზე, არა მხოლოდ ფორმალურად არამედ რეალურად. ქვეყანაში კონსილიუმის ცნება მოკვდა და ეს საკითხიც მისახედია“, - განმარტავს სურგულაძე.

ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სექტორში არაკვალიფიციური კადრების არსებობით ბევრი პრობლემა დგას, მათ შორის ზემოთ აღნიშნული საკითხი სწორედ ამ პრობლემებითაა გამოწვეული.

„ეს რიცხვები პატარა მაჩვენებელი არ არის და ის გასულ წლებთან შედარებით მომატებულია.ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება აუცილებელია და ქვეყანაში არაკვალიფიციური კადრების პრობლემა ნამდვილად დგას. დიპლომის აღების შემდგომ ექიმი, როგორც პროფესიონალი უნდა განვითარდეს. სპეციალური სტანდარტები უნდა დაინერგოს. მაგალითად, როგორიცაა გარკვეული სახის კონფერენციებზე დასწრება და ტრენინგ კურსების გავლა.  ჩვენ ცვლილებები უმაღლესი განათლებიდან უნდა დავიწყოთ, რადგან ჩვენი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლები ვერ უშვებენ არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ შიდა ბაზარზე კონკურენტულ კადრებს. სახელმწიფოს როლი ამ ყველაფრის გამოსწორებაში აუცილებელია, თუმცა ამაზე კერძო სექტორმაც უნდა იზრუნოს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ”სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა დაწყებულია 170 შემთხვევაში. პროფესიული განვითარების საბჭომ განიხილა 305 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა: 2 ექიმს არ დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა; 3 ექიმის საკითხის განხილვა გადაიდო სამართალდამცავი ორგანოებიდან დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ. 300 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. აქედან, 207 ექიმს მიეცა ”წერილობითი გაფრთხილება”; სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით, შეუჩერდა 93 ექიმს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება წინა წლებს, 2016 წლის სტატისტიკური მონაცემის მიხედვით - სააგენტომ 178 პაციენტის საქმე შეისწავლა და პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა 198 ექიმს, საიდანაც 105-ს წერილობითი გაფრთხილება მიეცა, ხოლო სხვადასხვა ვადით სერტიფიკატის მოქმედება 93 ექიმს შეუჩერდა. აღსანიშნავია, რომ არც ერთი ექიმის მიმართ არ იქნა გამოყენებული ყველაზე მკაცრი პროფესიული სანქცია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო ექიმთა რაოდენობით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და ყატარის, კუბას, ავსტრიისა და რუსეთის შემდეგ მე-5 ადგილზე იმყოფება.

ექიმთა რაოდენობის მხრივ, საქართველო მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებსაც უსწრებს. მაგალითად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 10 000 სულ მოსახლეზე 53 ექიმი მოდის, მაშინ, როცა იგივე მოსახლეობაზე ბულგარეთსა და გერმანიაში 38 ექიმია გათვალისწინებული, შვეიცარიაში – 39,  იტალიაში – 40, ლიტვაში – 41. შეერთებულ შტატებში, სადაც ჯანდაცვის სფეროზე მთლიანი შიდა პროდუქტის 17,9 პროცენტი იხარჯება, 10 000 სულ მოსახლეზე, სულ რაღაც, 24 ექიმი მოდის, ანუ მინიმუმ ორჯერ ნაკლები, ვიდრე საქართველოში.  დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 27-ს შეადგენს, უზბეკეთში კი 10 000 სულ მოსახლეზე 23 ექიმია გათვალისწინებული.

 

ლიკა გურაბანიძე

http://commersant.ge

2018.02.21


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006