logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    „გაფანტული სკლეროზის მართვის თანამედროვე პრინციპები“ – თბილისი სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს

16 თებერვალს, 17:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება  სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:  „გაფანტული სკლეროზის მართვის თანამედროვე პრინციპები“.

კონფერენცია  ფარმაცევტული კომპანია როშ ჯორჯიას ეგიდით ეწყობა და  საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი, ინოვაციური პრეპარატის ოკრევუსის (ოკრელიზუმაბი) შემოსვლას უკავშირდება.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარიიდან მოწვეულია საპატიო მომხსენებელი –  – მედიცინის დოქტორი, კლინიკური ნეიროიმუნოლოგიის და ნეიროპათოლოგიის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი, ბაზელის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლუდვიგ კაპოში. კონფერენციას ასევე დაესწრებიან საქართველოს  სამედიცინო სფეროსა და მედიის წარმომადგენლები.

ოკრევუსი წარმოადგენს ახალ სიტყვას გაფანტული სკლეროზის მკურნალობაში. იგი მსოფლიოში პირველი და ერთადერთი ნებადართული თერაპიაა, რომელიც გამოიყენება როგორც მორეციდივე, ისე პრიველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ.

„ოკრევუსის რეგისტრაცია საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენაა გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისთვის“ – განმარტავს როშ ჯორჯიას სამედიცინო დირექტორი ნინო განუგრავა. მისივე თქმით, პაციენტებს მორეციდივე გაფანტული სკლეროზით, მიუხედავად  არსებული თერაპიით მკურნალობისა,  ხშირად აღენიშნებათ დაავადების მაღალი აქტივობა და საჭიროებენ მკურნალობის მოდიფიკაციას.

„მათთვის ოკრევუსი მკურნალობის ახალი არჩევანია. ხოლო პაციენტებს პირველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზით, რომელთაც აღენიშნებათ დაავადების და უნარშეზღუდულობის უფრო სწრაფი პროგრესირება, პირველად მიეცემათ  საშუალება ჩაიტარონ მკურნალობა მაღალეფექტური პრეპარატით.  ოკრევუსი არის შთამბეჭდავი  სიახლე  გაფანტული სკლეროზის მკურნალობის  ორივე ფორმის  დროს. აღნიშნულმა თერაპიამ შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს პაციენტებისა და მათი ოჯახების ცხოვრება“  

სამეცნიერო კონფერენციის მიზანია ოკრევუსის აქტიური ინტეგრაცია გაფანტული სკლეროზის  მკურნალობის რეკომენდაციებში, რაც მსოფლიო მედიცინის თანამედროვე მიღწევებს ხელმისაწვდომს გახდის ქართველი პაციენტებისათვისაც.

ცნობები გაფანტული სკლეროზის შესახებ

გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით.   პირველი სიმპტომები უპირატესად  20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში. არსებობს დაავადების რამოდენიმე ფორმა:

  • რეციდიულ-რემისიული ფორმა – ყველაზე ხშირია (80-85%).  დაავადება პერიოდულად მწვავდება (რეციდივი), ტვინის სხვადასხვა უბანში ჩნდება ანთებითი კერა, შემდეგ კი ანთება ცხრება და დაავადება რემისიის (დაავადებისგან თავისუფალი პერიოდი) ფაზაში გადადის. რემისია რამოდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე შეიძლება გაგრძელდეს.
  • მეორადად პროგრესირებადი ფორმა – ნებისმიერი რეციდიულ-რემისიული ფორმა გარკვეული ხნის შემდეგ მეორადად პროგრესირებად ფორმაში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება მუდმივად პროგრესირებს. პაციენტი მძიმდება და ხდება უნარშეზღუდული.
  • პირველადად პროგრესირებადი ფორმა – პაციენტთა 15%-ში გვხვდება, დაავადება თავიდანვე პროგრესირებს, რემისიები არ ახასიათებს და პაციენტი მალევე უნარშეზღუდული ხდება.

მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა –  ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის რეციდიული ფორმის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არსებული თერაპიული საშუალებები ხშირად  არასაკმარისად ეფექტურია დაავადების აქტივობის და  პროგრესირების შემცირების თვალსაზრისით.

ოკრევუსის (ოკრელიზუმაბი) შესახებ

ოკრევუსი მსოფლიოში პირველი და ერთადერთი ნებადართული თერაპიაა, რომელიც გამოიყენება როგორც მორეციდივე, ისე პირიველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ.   ოკრევუსის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურდა ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევებით (OPERA I, OPERA 2, ORATORIO). ოკრევუსი მნიშვნელოვნად თრგუნავს დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირების რისკს, რაც გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითად მიზანს წარმოადგენს

როში მსოფლიოში უდიდესი ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ფარმაცევტულ და დიაგნოსტიკურ მიმართულებებს.   ამ ორი მიმართულების გაერთიანებამ ერთი კომპანიის ქვეშ  როშს საშუალება მისცა ყოფილიყო ფუძემდებელი პერსონალიზებული მედიცინისა, რომლის მიზანია უზრუნველყოს თითოეული პაციენტი  ინდივიდუალრი, სწორედ ამ პაციენტისთვის შერჩეული საჭირო მკურნალობით. 

როშის  მედიკამენტები რეალური ინოვაციაა  ონკოლოგიის , იმუნოლოგიის, ინფექციური დაავადებების , ოფთალმოლოგიის და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების მიმართულებით.  როში ასევე წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს ინ ვიტრო და სიმსივნეების მოლეკულურ დონეზე დიაგნოსტირების დარგში, წამყვანი პოზიციები უჭირავს  დიაბეტის მართვის მიმართულებით.დაარსებული 1896 წელს, როში აგრძელებს დაავადების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გზების გაუმჯობესების ძიებას. კომპანიის მიზანია არა მხოლოდ შექმნას ინოვაციური პრეპარატები, არამედ   გააუმჯობესოს   ინოვაციურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობა პაციენტებისათვის. როშის  სათაო ოფისი მდებარეობს შვეიცარიაში, ბაზელში. იგი წარმოდგენილია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. 2016 წლის მონაცემით კომპანიაში დასაქმებულია 94 000 ადამიანი.  ამავე წლის მონაცემებით როშმა კვლევებსა და განვითარებაში (R&D) მოახდინა 9.9 მილიარდი შვეიცარული ფრანკის ინვესტირება. ჯენეტეკი (Genetech), ამერიკის შეერთებულ შტატებში არის როშის ჯგუფის წევრი,  როში ასევე  ძირითადი აქციონერია ჩუგაი ფარმასი (Chugai Pharmaceutical) იაპონიაში. 

 

http://jandacva.ge

2018.02.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006