logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    15 თებერვალი ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღე

15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მსოფლიო დღეა. ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს გლობალური აქტივობების საჭიროებებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინააღმდეგ, როცა ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ერთობლივად უნდა დააფიქსირონ ბავშთა ონკოლოგიური დაავადებების ნაციონალურ და გლობალურ პრიორიტედად აღიარების აუცილებლობა.

2016 წელს საქართველოში 14 წლამდე ასაკის ბავშვებში კიბოთი ავადობის 90 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ახალი შემთხვევების საერთო რაოდენობის ≈1%–ს შეადგენს. 2015–2016 წლებში ავადობის მაჩვენებელები 100 000 ბავშვზე 13–18–ის ფარგლებში მერყეობდა. სქესობრივ ჯგუფებში შემთხვევების წილი დაახლოებით თანაბარი იყო. მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში რეგისტრირებული ონკოლოგიური დაავადებების 52% ლიმფოიდური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილების კიბოზე მოდიოდა, რომელსაც, ისევე როგორც მსოფლიოში, ნერვული სისტემის ონკოლოგიუირ დაავადებები მოსდევდა (20%). 2016 წელს 15–19 წლის ასაკობრივ ჯგუფში კიბოს 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (კიბოს ახალი შემთხვევების ≈0.5%).

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, 2015 წელს მსოფლიოში 15 წლამდე ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებების 215 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 15-19 წლის მოზარდებში – 85 000 ახალი შემთხვევა. ამასთან, სავარაუდოა, რომ ყველა შემთხვევის რეგისტრირტება არ ხდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ბავშთა ონკოლოგიური დაავადებების გადარჩენის მაჩვენებელი 84% და მეტია; უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი უმჯობესდება დაბალი შემოსავლების ქვეყნებშიც კი, სადაც საერთაშორისო მხარდაჭერა დიდია.

ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღის ძირითადი გზავნილია – „უკეთესი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა კიბოს დიაგნოზის მქონე ნებისმიერი ბავშვისა და მოზარდისთვის მსოფლიოში.“

ბავშვთა ასაკში ონკოლოგიური დაავადებები იშვიათად ვლინდება, კიბოთი საერთო ავადობის 0.5-4.6%–ს შეადგენს. გლობალურად ბავშვთა კიბოს საერთო ინციდენტობის მაჩვენებელი 50–დან 200–მდე მერყეობს ას მილიონ ბავშვზე.

ბავშვთა ასაკში გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებათა სტრუქტურა განსხვავებულია სხვა ასაკობრივი ჯგუფებისგან. ბავშვებში გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავდებათა თითქმის ერთ მესამედს ლეიკემია წარმოადგენს, რომელსაც სიხშირის მიხედვით მოსდევს ლიმფომები და ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგიური დაავადებები. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე ტიპის კიბო ძირითადად მხოლოდ ბავშვთა ასაკში გვხვდება, მაგალითად, ნეირობლასტომა, ნეფრობლასტომა, მედულობლასტომა და რეტინობლასტომა. რაც შეეხება, ძუძუს, ფილტვების, მსხვილი ან სწორი ნაწლავების კიბოს, რომლებიც წამყვანი ლოკალიზაციის კიბოს წარმოადგენენ მოზრდილთა კიბოთი ავადობის სტრუქტურაში, ბავშვებში დიდ იშვიათობას წარმოადგენს.

ბავშვებში სიმსივნის გამომწვევი მხოლოდ რამდენიმე ფაქტორია იდენტიფიცირებული, რომელსაც გენეტიკური ფაქტორი და მუცლადყოფნის პერიოდში მაიონიზებელი გამოსხივება მიეკუთვნება. კვლევები გვაჩვენებს, რომ ისეთმა ვირუსებმა, როგორებიცაა ეპშტენ–ბარის (Epsten-Barr), ჰეპატიტ B–ს და ადამინის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) შესაძლოა გაზარდონ პედიატრიული ონკოლოგიური დაავადებების რისკი.

„მკურნალობის ხელმისაწვდომობას, რომელიც გადარჩენის შანსია, გეოგრაფიული ადგილმდებარობა არ უნდა განსაზღვრავდეს. ძალიან მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ შენს შვილს აქვს ონკოლოგიური დაავადება. თუმცა, ბევრად უფრო ტრაგიკულია, როცა იცი, რომ სადღაც არსებობს ამ დაავადების მკურნალობის და მართვის შესაძლებლობა, მაგრამ… ის არ არის ხელმისაწვდომი შენი ქვეყნისთვის. სწორედ მაშინ გიჩნდება სურვილი, ხმა აიმაღლო და მოუწოდო მსოფლიო ლიდერებს აქტივობისკენ, რათა დაიცვან თითოეული ბავშვის ჯანმრთელობა განურჩევლად მათი საცხოვრებელი ადგილისა“ – აღნიშნავს იორდანიის პრინცესა დინა მირედი, რომელიც გახლდათ კიბოზე გამარჯვებული ბავშვის დედა და პირველი არაბი ქალი, რომელიც კიბოს კონტროლის საერთაშორისო გაერთიანების (UICC) პრეზიდენტად იყო არჩეული.

გაეროს მდგრადი განვითარების 3.4 მიზნის მიმართულებით მუშაობისას, რომელიც 2030 წლისთვის არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის ერთი მესამედით შემცირებას გულისხმობს, ძალიან ხშირად, როცა ბავშვთა ონკოლოგიური დაავადების პირისპირ აღმოვჩნდებით, რეაგირება გახლავთ „მაგრამ“…

  • „მაგრამ“ მკურნალობა ძალიან ძვირია
  • „მაგრამ“ არ არის ექიმთა საკმარისი რაოდენობა
  •  „მაგრამ“ არ არის დაავადებულ ბავშვთა საკმარისი რაოდენობა, რათა მოხდეს ახალი წამლების გამოცდა
  •  „მაგრამ“ …

ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღის მოწოდებაა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, არ იყოს „მაგრამ“ ბავშვთა ონკოლოგიაში.

ბავშვთა კიბოს ერთ–ერთი მხარდაჭერი პაციენტთა არა–მომგებიანი ორგანიზაციის –„ბავშვთა კიბოს საერთაშორისო გაერთიანების“ – 188 წევრი ორგანიზაცია 96 ქვეყნიდან და პედიატრიული ონკოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების (International Society of Paediatric Oncology – SIOP) სამედიცინო მომსახურების 1000 პროფესიონალი 110 ქვეყნიდან ერთიანდება ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და მოზარდების სოლიდარობის მიზნით და მოუწოდებენ ყველას თანადგომისკენ, რათა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ამ ბავშვებს თანაბარი შანსი ჰქონდეთ დაამარცხონ კიბო და იცხოვრონ ხანგრძლივად და ხარისხიანად.

http://ncdc.ge

2018.02.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006